დიმიტრი მერეჟკოვსკი – Addio, Napoli (მშვიდობით, ნეაპოლო)
გამოსალმების ცხრება ზღვის ზრუნი, ვით ნერეიდთა მთვლემარე ჰიმნი, მწუხარე ჰანგი გაყრის და ზრუნვის შორით — "Addio, Napoli" ისმის...
მშვიდი სამსხვერპლოს მაგვარად ბოლავს ვეზუვი ნათელ, მაღალ ცის კართან, ცეცხლს მთვარის შუქი აწითლებს, ხლართავს ვულკანი თეთრ კვამლს უამრავ ბოლქვად.
მეძვირფასება უსაზღვროდ შენი მთების კალთები, ცის ალიონი, სორენტო ყვითელ ბაღით ლიმონის, ოქროს ნაპირიც, ო, რარიგ გშვენის!
სიგრილე მღვიმის, მცხუნვარე დღისით, სად ცისფერ ალით ინთება ტალღა და ეხეთქება გრანიტებს ლაღად, მთრთოლვარე, მბზინავ ანარეკლს ისვრის.
სადაც ქვებს ფარავს წყალქვეშა ხავსი და ოკეანე დღედაღამ კვნესის, უძირო ფსკერზე ორღანის მსგავსი ამოოხვრის ხმა მკაფიოდ გვესმის.
როგორ ჩურჩულებს ბალახი ღამით, მასშიც, ვით ისმის ავდრების ურვა, მიყურადება, ბუნებავ, მსურდა შენი გულწრფელი სიტყვების ჩქამის!
ზოგჯერ ვეძებდი ფშანთა ჩუხჩუხში, წყნარ ღამეების ბნელში დანთქმული, მინიშნებათა შორის, ჩურჩულში შენი სულის და შენი წართქმულის...
მომეჩვენები, სორენტო, ზღაპრად, ცივ ჩრდილოეთის ავირჩევ არჩივს, არ ვემეტები ცხელ სამხრეთს მგზავრად, ალერსით მეტყვის: “ნუ წახვალ, დარჩი!“
გამოსალმების ცხრება ზღვის ზრუნი, ვით ნერეიდთა მთვლემარე ჰიმნი, მწუხარე ჰანგი გაყრის და ზრუნვის შორით — "Addio, Napoli" ისმის...
23 ნოემბერი, გიორგობა, 2026 წ.
Дмитрий Мережковский – Addio, Napoli!
Слабеет моря гул прощальный, Как сонный шепот Нереид, Напев далекий и печальный -- "Addio, Napoli" звучит...
Как тихий жертвенник, дымится Везувий в светлой вышине, Огонь краснеет при луне, И белый дым над ним клубится...
Мне бесконечно дорога Земля твоих цветущих склонов, Сорренто с рощами лимонов, О, золотые берега!..
Прохлада гротов -- в полдень жаркий, Где голубым огнем горит Волна, кидая на гранит Дрожащей влаги отблеск яркий,
Где камни скрыл подводный мох, Где днем и ночью Океана В глубокой бездне слышен вздох, Подобный музыке органа.
И в том, как шепчется трава, И в том, как плачет непогода, Хотел подслушать я, Природа, Твои сердечные слова!
Искал я в ропоте потоков, Искал в тиши твоих ночей Еще не понятых намеков, Твоей души, твоих речей...
Теперь ты кажешься мне сказкой, Сорренто! Север впереди... Но шепчет Юг с последней лаской: "Не уходи, не уходи!"
Слабеет моря гул прощальный, Как сонный шепот Нереид, Напев далекий и печальный: "Addio, Napoli" звучит...
1891, Неаполь
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|