 | ავტორი: დებორა ჟანრი: პოეზია 23 ნოემბერი, 2026 |
#ლექსები ნინო დარბაისელი
სოკოჭამია
სულ დრო გვიდგას ისეთი, სულ ისეთი ჟამია, ესიძება ქართველებს ვინმე სოკოჭამია.
დას მისწერა იმგვარი, დას მისწერა ისეთი გარყვნილება, ჩვენსას რომ ხატად ჰყავდა ის - ერთი.
თვალი არ დაიჯერებს! გულწრფელობის წამია?! - ვარიანტად - კარგია? სიყვარული - ხლამია?
ჭკუა ჰქონდა! უკვდავი შექმნა მან სატირანი, სად - ქართველთა დასები, სად - კვდომა, სად - ირანი!
მერე მოდის ქვრივობა, რჩეულ კაცთა ტრფიალი, ყველას ერგო უარი, როგორც შხამი ფიალით.
ხელმოკლე თუ ხელგრძელი მისთვის უკვე ერთია, ღამე მისი - თეთრია, სჯობდა, ბედს არ ეთრია. ამას მოსდევს ქართული, მარტივი ნარატივი - ერის რჩეულს ერგება იქ დაკრძალვის პატივი.
მთაწმინდიდან ნაბერი როგორი ნიავია! კარგია თუ ავია, დღეს წარსულის ჩქამია. დარდით ჩაშავებულზე თვალზე მუდამ ნამია, საქართველოვ, იგლოვე ერთიც - სოკოჭამია!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|