ცხოვრების ბილიკებს დავყვები, თითქოს მკლავს ეს სევდა ხანდახან, არეულ ფიქრებში დაგეძებ, ჩამესმის შენი ხმა: "სადა ხარ?"
უჩემოდ წახვედი პატარავ, არ მინდა დაგშორდე არადა, ტკივილი დამეტყო სახეზე, წინათ რომ ღიმილი ფარავდა.
სიცოცხლის სიყვარულს დავნებდი, რა ვქნა, თვითმკვლელობა არ მინდა, ცხოვრება სინათლით სავსეა, ჩემთვის კი ადრევე დაბინდდა,
მოვდივარ საფლავზე ყოველდღე, ცრემლებიც არ მომდის, გამიშრა, მიზეზი ის იყო, რომ ალბათ, უფალმა ცოდვებზე მანიშნა.
ცხოვრების ბილიკებს დავყვები, ვგრძნობ, რომ მკლავს ეს სევდა ხანდახან, ჩამესმის კვლავ შენი სიტყვები, "წამოდი, დედიკო, სადა ხარ?.."
ლიკა ოხანაშვილი 31.03.2009
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
22. ყოჩაღ მომეწონა 5+ :)))) ყოჩაღ მომეწონა 5+ :))))
20. გენაცვალე, პროზაული ვარიანტიც მომეწონააა :) 5555 გენაცვალე, პროზაული ვარიანტიც მომეწონააა :) 5555
19. ძალიან დამძიმებულია აქ განწყობა.... :( ლექსის ფორმა კი სააოცრად მსუბუქია... :) ძალიან დამძიმებულია აქ განწყობა.... :( ლექსის ფორმა კი სააოცრად მსუბუქია... :)
18. ძალიან მძიმე და ემიციურია:( ყოჩაღ:) ძალიან მძიმე და ემიციურია:( ყოჩაღ:)
17. ჩემი მაგარი გოგო:-* ჩემი მაგარი გოგო:-*
16. ეს გუშინ წავიკითხე... ლიკ :) ეს გუშინ წავიკითხე... ლიკ :)
15. სიცოცხლის სიყვარულს დავნებდი, რა ვქნა, თვითმკვლელობა არ მინდა:-*
ის ჩანახატიც მახსოვს, ლიკ. სიცოცხლის სიყვარულს დავნებდი, რა ვქნა, თვითმკვლელობა არ მინდა:-*
ის ჩანახატიც მახსოვს, ლიკ.
14. :( შემზარა... :( შემზარა...
13. აუუ სათაურიდანვე იწყება საშინლად უარყოფითი ემოცია... ლექსი კარგია შინაარსობრივად, მაგრამ მე ვფიქრობ, შეიძლებოდა ამის უფრო ემოციურად გადმოცემა... ძალიან რთულ თემას შეეჭიდე, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ არ გამოგივიდა წარმატებები :) აუუ სათაურიდანვე იწყება საშინლად უარყოფითი ემოცია... ლექსი კარგია შინაარსობრივად, მაგრამ მე ვფიქრობ, შეიძლებოდა ამის უფრო ემოციურად გადმოცემა... ძალიან რთულ თემას შეეჭიდე, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ არ გამოგივიდა წარმატებები :)
12. მტკივნეული... მეტს ვერეფერს ვიტყვი :( მტკივნეული... მეტს ვერეფერს ვიტყვი :(
11. მიზეზი ის იყო, რომ ალბათ, უფალმა ცოდვებზე მანიშნა. -ღრმა და გულწრფელი...5 მიზეზი ის იყო, რომ ალბათ, უფალმა ცოდვებზე მანიშნა. -ღრმა და გულწრფელი...5
10. ღმერთო.. თემა ძალიან მტკივნეულია.. ლექსი რა ვიცი.. ვფიქრობ, ტკივილიანი განცდა თემას მოაქვს და არა ლექსს ;) ღმერთო.. თემა ძალიან მტკივნეულია.. ლექსი რა ვიცი.. ვფიქრობ, ტკივილიანი განცდა თემას მოაქვს და არა ლექსს ;)
9. ძალიან მტკივნეული.... ჩემთვის.... ძალიან მტკივნეული.... ჩემთვის....
8. შეეშვი ამ თემას ლიკა..... ეცადე ის წერო რაც იცი :) ასაკიდან გამომდინარე გეუბნები მაგას, ჩემო კარგო და ღმერთმა ბედნიერი დედა გამყოფოს მომავალში:) შეეშვი ამ თემას ლიკა..... ეცადე ის წერო რაც იცი :) ასაკიდან გამომდინარე გეუბნები მაგას, ჩემო კარგო და ღმერთმა ბედნიერი დედა გამყოფოს მომავალში:)
7. ძალიან დამამძიმა :( ძალიან დამამძიმა :(
6. ყველას ყავს ეტყობა ასეთი უბედური დედა...ახლობელი...მეზობელი...ნაცნობი.... საშინელებაა!!! შვილმკვდარი დედა.... ღმერთო, ყველას აშორე.... ყველას ყავს ეტყობა ასეთი უბედური დედა...ახლობელი...მეზობელი...ნაცნობი.... საშინელებაა!!! შვილმკვდარი დედა.... ღმერთო, ყველას აშორე....
5. "უჩემოდ წახვედი პატარავ, არ მინდა დაგშორდე არადა, ტკივილი დამეტყო სახეზე, წინათ რომ ღიმილი ფარავდა." =(( :( ძალიან სევდიანი და ლამაზი ლექსია! :)
"უჩემოდ წახვედი პატარავ, არ მინდა დაგშორდე არადა, ტკივილი დამეტყო სახეზე, წინათ რომ ღიმილი ფარავდა." =(( :( ძალიან სევდიანი და ლამაზი ლექსია! :)
4. ადრე, ჩემს პატარა ბავშვობაში, როდესაც, როგორც იტყვიან, დედის კალთას ვიყავი გამოკერებული, ხშირად ვამბობდი, რომ ჯერ მე უნდა მოვკვდე და მერე დედაჩემიო, რაზეც დედა, ცხადია, ყოველთვის მტუქსავდა: გაჩუმდი, შვილო, ნუ ამბობ მაგ სისულელესო. მერე, როდესაც წამოვიზარდე და მივხვდი, რომ ჩემი მაშინდელი ახირება მართლაც სრული უაზრობა და ალოგიკურობა იყო, მეც გავიმეორე ცხოვრებისაგან მრავალგზის ნათქვამი სიბრძნე, რომ: უმჯობესია ჯერ მშობელი წავიდეს, ხოლო მერე შთამომავალი... თუმცა ეს მაინც ყველანაირად უმძიმესი თემაა და ამიტომ ყველას ვუსურვებ დიდხანს სიცოცხლეს და მისით ტკბობას. ხოლო ვისაც გარდაცვლილები ყავს, მითუმეტეს მცირე ასაკში, მათ სულებს სამოთხეში ელხინოთ... ადრე, ჩემს პატარა ბავშვობაში, როდესაც, როგორც იტყვიან, დედის კალთას ვიყავი გამოკერებული, ხშირად ვამბობდი, რომ ჯერ მე უნდა მოვკვდე და მერე დედაჩემიო, რაზეც დედა, ცხადია, ყოველთვის მტუქსავდა: გაჩუმდი, შვილო, ნუ ამბობ მაგ სისულელესო. მერე, როდესაც წამოვიზარდე და მივხვდი, რომ ჩემი მაშინდელი ახირება მართლაც სრული უაზრობა და ალოგიკურობა იყო, მეც გავიმეორე ცხოვრებისაგან მრავალგზის ნათქვამი სიბრძნე, რომ: უმჯობესია ჯერ მშობელი წავიდეს, ხოლო მერე შთამომავალი... თუმცა ეს მაინც ყველანაირად უმძიმესი თემაა და ამიტომ ყველას ვუსურვებ დიდხანს სიცოცხლეს და მისით ტკბობას. ხოლო ვისაც გარდაცვლილები ყავს, მითუმეტეს მცირე ასაკში, მათ სულებს სამოთხეში ელხინოთ...
3. გული მეტკინა. შესანიშნავად გადმოსცემ... გული მეტკინა. შესანიშნავად გადმოსცემ...
2.
თემაა ისეთი,,, ურთულესი,, რომ გაგაჟრიალებს, ,,,
მშვიდობა სუფევდეს ყველაგან,,,
პატივისცემით, განდი. არწივი.
თემაა ისეთი,,, ურთულესი,, რომ გაგაჟრიალებს, ,,,
მშვიდობა სუფევდეს ყველაგან,,,
პატივისცემით, განდი. არწივი.
1. ვისაც წაკითხული აქვს ჩემი ჩანახატი "წვიმდა", მიხვდება, რომ ეს იმის გაგრძელებაა, ან უბრალოდ ლექსად ნათქვამი იგივე ისტორია...
როცა დავფიქრდი, მივხვდი, რომ ჩემი რამდენიმე ჩანახატისთვის, მსგავსი ლექსი დამიწერია. მაგ. "და ცა გალობდა სიყვარულის ჰიმნს" - " შეჰყვარებია საფლავის ქვები" "ღიმილის ბიჭები" - "ომში დაღუპულ გმირებს" " წვიმდა" - " დედის ფიქრები შვილის საფლავთან" ...
იქნებ კიდევ გაგრძელდეს... ვისაც წაკითხული აქვს ჩემი ჩანახატი "წვიმდა", მიხვდება, რომ ეს იმის გაგრძელებაა, ან უბრალოდ ლექსად ნათქვამი იგივე ისტორია...
როცა დავფიქრდი, მივხვდი, რომ ჩემი რამდენიმე ჩანახატისთვის, მსგავსი ლექსი დამიწერია. მაგ. "და ცა გალობდა სიყვარულის ჰიმნს" - " შეჰყვარებია საფლავის ქვები" "ღიმილის ბიჭები" - "ომში დაღუპულ გმირებს" " წვიმდა" - " დედის ფიქრები შვილის საფლავთან" ...
იქნებ კიდევ გაგრძელდეს...
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|