ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დავით შემოქმედელი
ჟანრი: პოეზია
2 აპრილი, 2009


მთაკაცი/ზურაბ ქაფიანიძეს/

მთას ბეჭი სტკივა მეხის ნახმლევი,
იშუშებს დაღლილ ბებერ იარებს,
მთას სულზე აწევს ღრუბლის ნახევი,
მდინარეც ხევში გაბმით ღრიალებს.

ჩახჩახებს დილა მზის ღუმელიდან,
თუ ფშავის ველის მოლზე ირთხმები,
იხსნება ზეცა და შუმერიდან
მხრებგაბაწრული დგება მითები.

ცრემლნარევ ზარებს მოთქმა მოჰქონდათ,
გახსოვს?! არაგვთან მთვარეს რომ მთხოვდი,
საქართველოში _ საქართველო ხარ,
და დედალიბოს შეზრდილი ლოდი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები