ნაწარმოებები


კონკურს ლილე2026 -ზე მოთხრობების მიღება დამთავრებულია და მოთხრობები გადაეცა ჟიურის შეფასებისთვის. იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბერდია არაბული
ჟანრი: პოეზია
1 აპრილი, 2009


დიალოგი დარდიან კაცთან

- დარდს არ შეუშინდე,
დარდს ნუ შეეჭმევი.
გითხარი, მაგრამ არ დამიჯერე,
ისე შემომხედე შეეჭვებით.
- დარდს ჩვენ რას ვეყოფით
დარდი უნდა გვეყოს,
მაგრამ არც დარდია ღრუბლის ფთილა,
ქარმა დაჰქროლოს და გაირეკოს.
ერთხელ საითმე თუ კაცს შეუჩნდა,
ჰე, ჰე, რომ ცრემლებად ჩამოალტობს.
- რას რით ეშველება,
სულ ჩვენ რომ ვიდარდოთ.
- მა რა ვქნა, სახლ-კარი დამინგრიეს,
მამული გამიძარცვეს ერთიან,
ჩვენ ჩვენს ვეცადოთ და
ე, მაღლა ღმერთია.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები