ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: იოჰან ხევსური
ჟანრი: პოეზია
1 აპრილი, 2009


"წავედი დედა"

სიკვდილი ჩვენშია,
ჩვენ განწირულები ვიბადებით,
ის ხან ოთხმოცი წლისაა ხან ოცდაორის,
ხან მკვლელობაა, ხან თვითმკვლელობა,
ხანაც უბრალოდ იყავი და აღარ ხარ,
აღარ, აღარ.

გაოცებული ხარ, 
რამდენს სცნობიხარ, რამდენი გტირის,
რამდენს უყვარდი. გეტირება.
გიკვირს რატო იყავი მარტო, თუმცა იცი
რომ ამას აღარ აქვს აზრი. მკვდარი ხარ,
სადღაც ჭერზე ჰკიდიხარ,
გკიდია,
იქიდან უყურებ
შენივე სხეულს
და ჯაჭვს...

აქვე ხარ
არ გინდა წასვლა,
თავს კარგად გრძნობ
დედაშენის და მამაშენის ახლოს
ოცდაორი წლის ბიჭის დედის და მამის გვერდზე,
ოცდაორი წლის, ოცდაორი წლის.

ალბათ შენც გინდა მიუსამძიმრო მამას. მიდი. მოეხვიე მოხუცებულს
ხედავ? როგორ გამხმარა მამა?
მიდი დედასთან. არ მიუსამძიმრო. ბოდიში მოუხადე ამ
უხერხული საჩუქრისთვის დედის დღეზე რომ მიართვი.
და მიულოცე. დედის დღე, ეს ბოლო დედის დღეა მისთვის.
მას უკვე აღარ ჰყავს შვილი , მისმა შვილმა თავი ჩამოიხრჩო,
ხეზე დაეკიდა ტოტს,
ტოტმაც გაუძლო, არ გატყდა
ტირის დედა. ხეს წყევლის, ტოტს წყევლის
ბედს სწყევლის. და შვილი ენატრება. თვალებს ხუჭავს,
შვილის პირველი სიტყვა: "დე", პირველ კბილს იხსენებს და ღიმილს იხსენებს
შენ სახეზე. "ლევან, ლევან მოდი დედასთან - ხო დე".
თვალს ახელს. სამი მარტია. შაბათი. დედის დღე.
უკვე  ორი საათია. უნდა გაგასვენონ. აკოცე ნადედარს.
და მიულოცე დედის დღე.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები