ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: იოჰან ხევსური
ჟანრი: პოეზია
3 აპრილი, 2009


* * * (როგორ გინდოდა დაგეხატა ცაზე ფანჯრები)

მამუკას

როგორ გინდოდა დაგეხატა ცაზე
ფანჯრები,
გქონოდა ფრთები,
დედამიწას ჰქონოდა კარი.

შემომდგარს ზღურბლზე,
მოენიშნა საზღვრები თქვენი -
ოცნებების და
სიზმრების და
გაზაფხულების.

როგორ გინდოდა დაგეხატა ცაზე
ხის ტოტი,
სახრჩობელების, თოკების და
ფიქრის გარეშე.
სცმოდათ ბეღურებს ფაჩუჩები
გამხმარ ფეხებზე,
ქარს კი ექროლა.

როგორ გინდოდა,
ბევრი რამე გინდოდა, ბევრი...
გინდოდა კაბა
გაეხადა, მერე ჩაეცვა,
ესუნთქა ხარბად,
ჰქონოდა ხიბლი
და ბებერ პანტებს
მოესხათ... ღამით

სწორედაც ღამით

გეხატა ცაზე
ფანჯრები, კარი,
მიგედგა კიბე,
მოგეხსნა ზღურბლი...
შუბლით

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები