9 აპრილის 20 წლისთავისათვის
1. სიფხიზლისა და ტკივილისა /აზა ადამიას და მის ბედისმიერ დობილებს/
გამაბრიყვეს და მზაკვრულად მიყმეს... ხიზანსაც ნებავს - მექცეს ბატონად!.. ჰა, მერამდენე ჭრილობას ვიხვევ... - კვლავ გალეშილმა დათვმა დამტორა!..
რწმენითღა ვწამლობ წყლულებს არახალს და სულიც მეწვის - ნიჩბით ნაპობი... მაინც ჩემს მზეზე ვაშრობ ამაყად დროშას - ჩემივე სისხლში ჩალბობილს!..
,, - არ გაიხაროს მტერმა ჩვენზედა !..'' -- თუ კვლავ გუგუნებს ჰიმნი - გოდება!.. ჯილაგიც ჩემი კვლავ თუ ფეხზე დგას და ვაზიც ჩემი კვლავ იფოთლება...
თუ კვლავაც რწმენით ცად აღმართულან ღვთივკურთხეული ჩემი ტაძრები, კვლავ თუ ვწირავ და ვგალობ ქართულად, კვლავ თუ მწვავენ და არ ვინაცრები... --
მაფხიზლებს ჯავრი -- ამოუყრელი და გასავლელი ხიდები ბეწვის!.. და ერთი პეშვი -- ჯერ დაუღვრელი!.. _ სისხლი -- ძარღვებში სირცხვილით მეწვის!!!
აპრილი. 1989...
2. ჟამი რწმენის გაფხავების...
როცა სიტყვა უძლურია, უმწეოა ლექსი... როცა სული -- უფსკრულია ავსებული კვნესით...
როცა უხმოდ ცას შეჰყვირის მინდობილი წერას -- ნატყვიარი, დაჩეხილი, მოწამლული რ წ მ ე ნ ა !..
როცა არცსით ხსნა და შველა არც ჩანს, აღარც ელი... როცა ხედავ -- გადარჩენა არის ასე ძნელი...
როცა მკვლელი, მუხანათი, შხამს -- შიგ სულში განთხევს... როცა გულში გცემს ჯალათი ბარს -- სამარის სათხრელს...
მაშინ ფასობს ჭირსა შიგან გამაგრების ნიჭიც, რწმენაც რომ არ გამოგშიგნონ ურჩხულებმა... ნიჩბით!..
მაშინ უნდა გასალკლდევდა, იქცე მუხად, ძელქვად!.. ძვრას ვერ უზამს რწმენის კედლებს თვით სატანის ჩექმაც!!
გეზი უნდა გაინათო, არ გიმტყუნოს გეშმაც!.. წელში უნდა გაიმართო, მიაფურთხო ეშმას!..
უნდა იქცე ერთი ასად და შეიკრა მუშტად, სისხლი მუქთად რომ არ ასვა მოიეფე მუშტარს!..
ბედისწერას რომ არ ანდო გული -- სავსე გზნებით, ჩვილ ყრმასავით უნდა ზარდო ნერგი გამარჯვების!..
აპრილი. 1989...
3. შენს ბედს ნათლის შუქი მოსავს...
როცა ჯავრი გულს ამოცრავს სიმძიმილით გაუძლისით, ცით -- ხმა უხილავის გმოძღვრავს, ახლობელის -- მისხის-მისხით:
-- გაჩნდი რაინდად და მგოსნად, ვეფხთან მორკინალთა სისხლის!.. შენს მტერს -- შენი შურიც მოჰსრავს, შენ ხელს სისხლში ნუ გაისვრი!..
რაც ეშმამ და ტარტაროზმა გგესლა სიცრუით და ლიზღით, ვერც საწყაო რამ ამოწყავს, ვერც მურდალთა სისხლით იზღვის!..
შხამ-სამსალა სულს ვერ მოწყლავს, მწყლავი ხორცისა და სისხლის... მგესლავს გესლი მისივ მოსრავს, შენ სიწმინდე შენი გიხსნის!..
კვალს გულიდან ვინ ამოწვავს უჯიშოთა ხროვის ზიზღის... მაგრამ ღვთისშვილს კვლავაც ლოცვა გმართებს -- დაოკებად რისხვის!..
გმართებს დათმენა და მოცდა და მიქცევა სმენად ღვთის ხმის... ნუ აჰყვები ქარაოცთა, გულს ვიეთთან ნუ გაიხსნი!..
წარწყმედილთა და ავხორცთა ავი გარს ფუთფუთი ისმის... გესმის? -- ეშმა ახორხოცდა... უსმენ? -- უხსენებლის სისინს!..
მზაკვრული აქვს წყეულს ყნოსვა, სუნთქვა -- შხამიანი ნისლის... -- თბილი სისხლის რომ სურს მოსმს -- ნიჩბით ძარღვებს გადაგიხსნის...
შენ არ აჰყვე ყოვლად მომსპარს, შენ არ გაჰყვე კვალს უღირსის!.. ახლორეარს გარდამოხსნა!.. წინ -- გზა უნათლესთან მისვლის!!!
კვლავ ცად აღავლინე ლოცვად ხმა უფალთან ღაღადისის!,. კვლავ უმღერე მზის ამოსვლას ლილე -- ჰიმნი მარადისი!!!
კვლავ განგებას ენდე -- მომსრავს ღმერთგამწყრალთა გასაგისის!.. -- შენს ბედს ნათლის შუქი ჰმოსავს, მაღლით ვინც დაგვყურებს -- მისი!!!
აპრილი. 1989...
4. აპრილის მიწურულის ვედრებანი...
ცით რომ დაჰმზერს ამ აპრილის აკვარელს, გაზავებულს შხამითა და კუპრით, რა ყვავილნი სისხლის ჩვენის ნაკვალევს დაჰფარავენ მზერისათვის უფლის?!.
როცა აღარც საწამლავი გვაკმარეს -- სიცრუითაც -- უბილწესით შხამის!.. როცა გვწამლავს მტერი -- სულით საპყარი, ღმერთო, მოგვეც ნუგეშინის!.. ამინ!..
სისხლი სანთელანთებულთა დაღვარეს... ჩეხეს მრწემნი -- მუხლმიყრილნი ლოცვად... ჰგმეს უფალი და სატანას ახარეს მარხულთა და უმწეოთა ხოცვა!..
მოყვავილე აპრილს ფრთები აჰყარეს... ხვრიპეს სისხლი -- ვამპირებმა ღამის... გალეშილი ეშმა როცა ხარხარებს, ღმერთო, მოგვეც ნუგეშინის! ამინ!
საპყრობილეს არწივს ვინ შეაყვარებს?!. ვის ჰგონია, დაჩოქებულს გვნახავს?!. კვლავ იბრწყინებს რწმენის ჩვენის ფარხმალი!,. არც როდისმე ვყრიდით რწმენის ფარხმალს!..
ცაც აპრილის რწმენის ყანად ღაღანებს, ცრემლის ჯერაც შეუმშრალი ნამით... ლოცვას -- ამ ცად შენდამი რომ აღვავლენთ, ღმერთო, მოეც ნუგეშინის!.. ამინ!..
29 აპრილი, 1989. სიონში გვირგვინების გადასვენების დღე
5. ნაკლული სონეტი 9 აპრილის ჯალათების გახსენებისა
დღემდე სულს წამლავს იმ შხამის და იმ გესლის გემო, იმ მგესლავებმა რომ განთხიეს, მამულო ჩემო!.. და ვერც ვიშუშებ გულში დღემდე იმ ნიჩბის ნაჭრევს, ანგელოზნი რომ აჩეხინა ურჩხულებს, ქაჯებს...
მეოცე აპრილს ვგლოვობ უკვე და ვათარიღებ... მაგრამ მტარვალთაც განსჯის მალე ყოვლის გამრიგე ... მათ -- ნიღბებშიც რომ ვერ დამალეს ბილწი ბუნება... -- ეშმას ბუშებმა, ნიღბოსანმა მაიმუნებმა...
ვიხილავთ მალე, მათი ცა ვით დაიბურება, თუკი დავრჩებით ღვთის შვილები ღვთის ერთგულებად!..
აპრილი, 2008...
6. 9 აპრილის მოახლოვებისას აღვლენილი სონეტი-ვედრება
შუა გაზაფხულია, ანუ თვეა აპრილის და იმ დღის სიახლოვე ხსოვნას ისევ აცრემლებს... მიწას -- მრავალნახანძრალს, როდის რა გააგრილებს, იმედს, რწმენას, ოცნებებს როს კვლავ ჯვარზე აცმევენ!..
სიახლოვე აღდგომის მაინც ესალბუნება გულს -- ტკივილებმორეულს და სულს -- უხმოდ მგლოვარეს... წილხვედრს შენივ მშობლისა -- მიწას შვება, კურნება მოუვლინე, ძე ღმერთო, თუ თვალს კვლავ გადმოავლებ!..
ერს ბევრცოდვილს, ციერო, აწ კირთება აკმარე -- სამზერელნი აღუხვენ სულის, გულის, გონების!.. ვინძლო შემოიკრიბო მხარქცეული კვლავ ფარა, -- შვილი შენი, უძღები, შენ ერთსღა რომ გმონებდეს!..
მიწას -- შენთვის ვნებულს და კვართის შენის საფარველს ნუგეშინის მოჰმადლე -- სულის მოსაფონები!..
5. 4. 2008.
7. მიწისა და გულის გამრთელებისა
ჯერაც გეწვის , მიწავ, გული, შენ, ღვთისმშობლის ერთავ!.. ჯერ ნატვრისხეს სიხარულის ყვავილებით ვერ რთავ...
ჯერ სნეულის კვნესად ისმის ჩემი გულის ფეთქვაც... -- ჯერ ვერ შეძლო, შენი ღირსი სიმღერები ეთქვა...
მაგრამ მალე გათენდება ჩვენი დილაც მტრედფრად, ჩირაღებიც აგვენთება გაზაფხულის ფერთა...
და ეს გულიც გამთელდება შენს წყლულებთან ერთად!..
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
19. როცა სიტყვა უძლურია, უმწეოა ლექსი... როცა სული -- უფსკრულია ა ვ ს ე ბ უ ლ ი კვნესით... :) როცა სიტყვა უძლურია, უმწეოა ლექსი... როცა სული -- უფსკრულია ა ვ ს ე ბ უ ლ ი კვნესით... :)
18. კვლავ თუ ვწირავ და ვგალობ ქართულად, კვლავ თუ მწვავენ და არ ვინაცრები...
მიხარია რომ ეს სტრიქონები წავიკითხე.
საერთოდ პოემაც, ძალიან მტკივნეულ და სათუთ, ქართველი ხალხისათვის მნიშვნელოვან და ამოუვსებელ დანაკარგს პასუხობს. რაც თავისთავად მისასალმებელია. ეს წლები არავის გვავიწყდება.
კიდევ ერთი მადლობა ავტორს. კვლავ თუ ვწირავ და ვგალობ ქართულად, კვლავ თუ მწვავენ და არ ვინაცრები...
მიხარია რომ ეს სტრიქონები წავიკითხე.
საერთოდ პოემაც, ძალიან მტკივნეულ და სათუთ, ქართველი ხალხისათვის მნიშვნელოვან და ამოუვსებელ დანაკარგს პასუხობს. რაც თავისთავად მისასალმებელია. ეს წლები არავის გვავიწყდება.
კიდევ ერთი მადლობა ავტორს.
17. აქ არის რამოდენიმე პოეტი,რომელთა გვერდზეც ვმშვიდდები და ვივსები.თქვენთანაც იგივეს ვგრძნობ... ვევედროთ უფალს ,რომმშვიდობა იყოს არამარტო საქართველოში, არამედ მსოფლიოში .
აქ არის რამოდენიმე პოეტი,რომელთა გვერდზეც ვმშვიდდები და ვივსები.თქვენთანაც იგივეს ვგრძნობ... ვევედროთ უფალს ,რომმშვიდობა იყოს არამარტო საქართველოში, არამედ მსოფლიოში .
16. რამდენჯერ უნდა გვატკინოს გული ... არადა რა ლამაზი თვეა :) რამდენჯერ უნდა გვატკინოს გული ... არადა რა ლამაზი თვეა :)
15. მე ყოველთვის გულმშვიდად მოვისმენ თქვენგან შენიშვნებსაც და საყვედურებსაც რამეთუ "გულმშვიდად მოსმენა საყვედურისა იმისი თვისებაა ვინს ხშირად ღირსი ყოფილა ქებისა".(plinius) და ნელა ნელა წავალ წინ- ადამიანობით... თქვენი რჩევებით და დარიგებებით... მერე იქნება ქებაც და უფრო და უფრო ღირსეულად ჩამავთავრებ ცხოვრებას მე ამის დიიიდი სურვილი მაქვს. კიდევ ერთხელ მოგეფერეთ მეგობარო მე ყოველთვის გულმშვიდად მოვისმენ თქვენგან შენიშვნებსაც და საყვედურებსაც რამეთუ "გულმშვიდად მოსმენა საყვედურისა იმისი თვისებაა ვინს ხშირად ღირსი ყოფილა ქებისა".(plinius) და ნელა ნელა წავალ წინ- ადამიანობით... თქვენი რჩევებით და დარიგებებით... მერე იქნება ქებაც და უფრო და უფრო ღირსეულად ჩამავთავრებ ცხოვრებას მე ამის დიიიდი სურვილი მაქვს. კიდევ ერთხელ მოგეფერეთ მეგობარო
14. მაგარი ხარ კოლხო 555 მაგარი ხარ კოლხო 555
13. << ჩირაღი> - კ ვ ა რ ი ს სინონიმია. ჩირაღდანი კანდელს, ლამპარს, უბრალოდ - რაიმე სანათსაც ნიშნავს. ასე, რომ ორივე ს ა ნა თ ს აღნიშნავს, ამიტო შეიძლება, ერთიც იყოს და მეორეც. უბრალოდ, ჩ ი რ ა ღ ი უფრო კეთილხმოვნად ჩავთვალე. ყურადღებისათვის დიდი მადლობა! დღეს 9 აპრილია... მხოლოდ ბედნიერი და ლამაზი აპრილები გაგვითენოს ღმერთმა! დამოუკიდებლობის გამოცხადების დღეს გილოცავ, მარი! << ჩირაღი> - კ ვ ა რ ი ს სინონიმია. ჩირაღდანი კანდელს, ლამპარს, უბრალოდ - რაიმე სანათსაც ნიშნავს. ასე, რომ ორივე ს ა ნა თ ს აღნიშნავს, ამიტო შეიძლება, ერთიც იყოს და მეორეც. უბრალოდ, ჩ ი რ ა ღ ი უფრო კეთილხმოვნად ჩავთვალე. ყურადღებისათვის დიდი მადლობა! დღეს 9 აპრილია... მხოლოდ ბედნიერი და ლამაზი აპრილები გაგვითენოს ღმერთმა! დამოუკიდებლობის გამოცხადების დღეს გილოცავ, მარი!
12. ერთი კითხვა მაქვს მარტო: "ჩირაღებიც აგვენთება გაზაფხულის ფერთა..."
აქ ჩირაღდნები ხომ არ უნდა იყოს?
ერთი კითხვა მაქვს მარტო: "ჩირაღებიც აგვენთება გაზაფხულის ფერთა..."
აქ ჩირაღდნები ხომ არ უნდა იყოს?
11. ბ-ნო იმედო, გაიხარეთ!... 5 ბ-ნო იმედო, გაიხარეთ!... 5
10. მაფხიზლებს ჯავრი -- ამოუყრელი და გასავლელი ხიდები ბეწვის!.. და ერთი პეშვი -- ჯერ დაუღვრელი!.. _ სისხლი -- ძარღვებში სირცხვილით მეწვის!!!
გაიხარეთ! დროუული ლექსებია... მათეს იმედიანი კომენტარით მოვიხიბლე. მაფხიზლებს ჯავრი -- ამოუყრელი და გასავლელი ხიდები ბეწვის!.. და ერთი პეშვი -- ჯერ დაუღვრელი!.. _ სისხლი -- ძარღვებში სირცხვილით მეწვის!!!
გაიხარეთ! დროუული ლექსებია... მათეს იმედიანი კომენტარით მოვიხიბლე.
9. მოგესალმებით ბ-ნო იმედა რაში ჭირდება პოეტს ჩემი კომენტარი? მკითხველი ვარ თქვენი და მომწონხართ. ეს იცით უკვე თქვენ მოგესალმებით ბ-ნო იმედა რაში ჭირდება პოეტს ჩემი კომენტარი? მკითხველი ვარ თქვენი და მომწონხართ. ეს იცით უკვე თქვენ
8. ეჰ...ამ ყველაფერმა ჩვენს თვალწინ ჩაიარა..გაუნელებელი ტკივილი და მომავლის რწმენა...უფალმა გაგაძლიეროს, ჩემო იმედო! შენ მართალი და ნამუსიანი კაცი ხარ...ცოტაა ასეთი ადამიანები სამწუხაროდ...მაგრამ ერთიც რომ დარჩეს, საქართველო არ გადაგვარდება... ეჰ...ამ ყველაფერმა ჩვენს თვალწინ ჩაიარა..გაუნელებელი ტკივილი და მომავლის რწმენა...უფალმა გაგაძლიეროს, ჩემო იმედო! შენ მართალი და ნამუსიანი კაცი ხარ...ცოტაა ასეთი ადამიანები სამწუხაროდ...მაგრამ ერთიც რომ დარჩეს, საქართველო არ გადაგვარდება...
7. იმ ნიჩბის ნაჭრევს..
ჰო.. ეს ჩარჩა მეხსიერებაში ყველაზე მეტად და.. მტკივნეულად..
5
იმ ნიჩბის ნაჭრევს..
ჰო.. ეს ჩარჩა მეხსიერებაში ყველაზე მეტად და.. მტკივნეულად..
5
6. ღმერთმა გისმინოს, მათე! მაშინ მთელი ოჯახი შემთხვევით გადავრჩით... ალბათ უფლის ნება იყო... ახლაც მხოლოდ მისი დიდი წყალობის იმედი უნდა ვიქონიოთ მხოლოდ... ღმერთმა გისმინოს, მათე! მაშინ მთელი ოჯახი შემთხვევით გადავრჩით... ალბათ უფლის ნება იყო... ახლაც მხოლოდ მისი დიდი წყალობის იმედი უნდა ვიქონიოთ მხოლოდ...
5. კიდევ ერთხელ გამახსენდა ის საშინელი დღე... მაინც როდის გავიდა ეს 20 წელი...?მეორე დილის რუსთაველი...ფეხასცმელებმიმოფანტული...-ეს გაჩერებული წამია სამყაროში...სურათივით ვხედავ ყოველთვის...
გაიხარეთ... პირველი ლექსი ძალიან მომეწონა...5
საპყრობილეს არწივს ვინ შეაყვარებს?!. ვის ჰგონია, დაჩოქებულს გვნახავს?!. კვლავ იბრწყინებს რწმენის ჩვენის ფარხმალი!,. არც როდისმე ვყრიდით რწმენის ფარხმალს!.. -ესეც... კიდევ ერთხელ გამახსენდა ის საშინელი დღე... მაინც როდის გავიდა ეს 20 წელი...?მეორე დილის რუსთაველი...ფეხასცმელებმიმოფანტული...-ეს გაჩერებული წამია სამყაროში...სურათივით ვხედავ ყოველთვის...
გაიხარეთ... პირველი ლექსი ძალიან მომეწონა...5
საპყრობილეს არწივს ვინ შეაყვარებს?!. ვის ჰგონია, დაჩოქებულს გვნახავს?!. კვლავ იბრწყინებს რწმენის ჩვენის ფარხმალი!,. არც როდისმე ვყრიდით რწმენის ფარხმალს!.. -ესეც...
4. ბატონო იმედო.... იმედი მაქვს თქვენი ვედრება უფალს შესწვდება... და ეს ხვალინდელი მეოცე აპრილი ახალ ტკივილს და ცრემლს არ მოგვიტანს... და მზე სიმრთლის, მშვენიერების კვლავ გამობრწყინდება.... ღმერთმა დაგლოცოთ!.... :):):) ბატონო იმედო.... იმედი მაქვს თქვენი ვედრება უფალს შესწვდება... და ეს ხვალინდელი მეოცე აპრილი ახალ ტკივილს და ცრემლს არ მოგვიტანს... და მზე სიმრთლის, მშვენიერების კვლავ გამობრწყინდება.... ღმერთმა დაგლოცოთ!.... :):):)
3. გულისტკივილია!!! ეჰჰ... გულისტკივილია!!! ეჰჰ...
2. უმწეოა ლექსი... როცა სული უფსკრულია - ავსებული კვნესით...
ასეა... :( უმწეოა ლექსი... როცა სული უფსკრულია - ავსებული კვნესით...
ასეა... :(
1. საპყრობილეს არწივს ვინ შეაყვარებს?!. საპყრობილეს არწივს ვინ შეაყვარებს?!.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|