საიუბილეო არმაღანი 80 წლის მუხრან ბატონს
// ეპიგრაფის მაგიერ - ადრინდელი ექსპრომტი //
* * * ,, ორი ცრემლიდან საქართველოს გაჰყურებს საბა...''
მთელი ცხოვრება წარსულს ვწყევლი და ოდენ მომავლის ვცოცხლობ იმედით და გული მტკივა - წყვილი ცრემლიდან მამულს გაჰყურებს როცა მცირედი...
თუ კანტი-კუნტად შევხვდები სადმე - ბავშვივით ვხარობ ამ შეხვედრებით!.. და ძმაზე მეტად ძმადა ვთვლი ქართველს - ორი ცრემლიდან რომ იხედება!.. 1976
ქვეყნად რაც არ უნდა მოხდეს, თვითონ ეშმაც - ისე დასცხეს!.. - ჯოჯოხეთით რომ ამოხტეს და აფთარებრ თავს დაგვაცხრეს!.. -
ი მ ა ს მაინც ვერც-რას მოსჭამს, ვერც ძვრას უზამს - სულიც გასძვრეს!.. - ვინაც ლექსი ესრეთ მოსჭრა, რუსთველსაც რომ არ შეარცხვენს!!!
ვინც სალბუნად ერის წყლულის - სისხლს სულისას ლექსად გასცემს!.. ვისიც სადაც ესმათ თქმული - ყველგან მეხებრ ტაში დასცხეს!..
ლომურ მკერდში ლომის გული არ იქნება როსმე დაცხრეს!.. ალალ პირმშოს გაზაფხულის მტერს თვით ღმერთი დაუმარცხებს!..
მესიტყვის და კაცად-კაცის სიმხნე ვიდრე გულს უხარის, ბევრ გულს შიშზე ბევრჯერ აცრის ომახუხვი ხმა მუხრანის!!!
ვინც ვერ სძლია დამწუხრებამ და არც ავბედს ეხათრება, რიხით სიტყვის დაქუხება ვისაც, დასტურ, ეკადრება!..
ვის ჭაბუკებრ - კვლავ პირუთვნელ ლექსის ძალუძს გამოკვერვა და მამულის გულზე - უთვლელ ჭრილობათა ამოკერვა!..
ვინც გაუხრელ ქედით შველის ქართულ დროშის არდაშვებას და სწამს - მისთვის მარად მდენი სისხლიც არც-როს არ დაშრება!..
დამაშვრალი ჭირთათმენით გულიც ვისი ელის შვებას და სულ სხვაგვარ აღმაფრენით ლექსის ზღვაში გადაშვებას!.. -
ვინც ერთსა სთხოვს მიწყივ ციერს, ბევრის მომსწრე გაწბილების: - ღირსჰყოს ხილვად ი ბ ე რ ი ი ს სვეკეთილად გ ა ბ რ წ ყ ი ნ ე ბ ი ს !!!
მ კ ვ ა ხ ე შ ე ძ ა ხ ი ლ ი ს ა
მღერა-თამაშად ჩანს თავის შეკვლაც, როცა ახლოა იგი მწვერვალი!!! ... შორს კი - ღალატის დაწყევლილ ძეგლად !.. - იუნკრის საფლავს თხრის თებერვალი!..
ღალატი - ძველიც გვახსოვს რამდენი და დოდაშვილის გაციმბირებაც ... მტერიც - ურიცხვი... მერე რა მტერი!.. - დღეს მათ საფლავზე ცაც იბღვირება!..
გავცვდი, გავთეთრდი და ჩამოვბერდი... - და კვლავ შორი ჩანს ნატვრის ახდენა... წინაპარნი და წინამორბედნი საფლავში სწუხან ქვეყნის წახდენას!..
ძმანო და შვილნო - ანუ ლომებო!.. - კიდევ როდემდის - ანუ სანამდის?!. გადასახდელი ჩვენგან ომები კიდევ როდისთვის უნდა გადავდოთ?!.
ქაჯებს ნესტანი ჰყავდეთ როდემდის - ანუ ქალაქი ჩვენი - სატახტო?!. სული გორგასლის სანამ ჰგოდებდეს დაჟანგულ ჟინით - ომის გადახდის?!
მომდგარა ჟამი გამოფხიზლების, გამოღვიძების - ერის, მთვლემარის!.. მამულის ახლად შემომტკიცების - სისხლით, ძარღვებში დაუტევარით!..
მიძლეულ ლუკმას ძაღლიც კი არ ჭამს, ფასი აქვს მხოლოდ ბრძოლის მონაგარს!.. ღირს კი - ამ დამღლელ თმენად და გარჯად, ვინც ტახტზე გვიზის ბელად-მონარქად?!.
როდემდის - მიწა, ხვედრი ღვთისმშობლის!.. - გადამთიელზე ყიდონ ბითუმად?!. პასუხის ამის - უფალო, გვედრი! - ღირსგვყავ ჩვენ!.. ბაგეთ ნუ დაიდუმებ!!!
მტერმა შინამ თუ მტერმა გარეშემ როს ერთპირ თავი აიშვა ერთობ, - შენს კვართსა ზედა ბილწთა თარეში გვარქვი - როდემდის ვითმინოთ, ღმერთო?!.
მომეც ჩვენ ძალი - მწირთა და ცოდვილთ!.. - რომ უკუვიხმოთ ნიჭი ერთობის, შევიძლოთ, ვინძლო, დავიცვათ, ოდით ვიცავდით რასაც, რასაც ვერ ვთმობდით!!!
ერს - სალკლდედ აღმდგარს!.. - ეშმაც ვერ გახრის, თუკი ჯიგარიც ამოატანა ერთ მრისხანე და მკვახე შეძახილს: - აწ და მარადის გ ა ნ ვ ე დ ს ა ტ ა ნ ა ვ !!!
ჩრჩილშესეული მუხისა
/ ეპიგრაფის მაგიერ/
დედულ-მამულის გამყიდველებს
თუმც თავს ბევრი დაატეხეთ მეხი, უფლის წილხვედრს ძვრას ვერ უზამთ, მჯერა!!! - ტვინზე ეშმამ თუ დაგადგათ ფეხი, რომ დაგხშვიათ გონებაც და მზერაც?!.
მუხა - ტოტებდაჩეხილი, მაინც აქოჩრილი, მუმლმა რომ ვერ წააქცია, მსხვერპლი ხდება ჩრჩილის...
ჩრჩილს კი ვითღა გაუმკლავდეს - მუხანათს და უნდოს, უჩინ-მაჩინ - შიგ ფესვებში უტიფრად რომ ბუდობს?!.
ვაგლახ, მიწყივ ასე იყო... წყევლად გვდევდა მუდამ: - ხარბად ხრავდა მუხას ჩრჩილიც - პირშეკრული მუმლთან!..
რად, რად!.. - ჩემო ბებერო და ჯიშიანო ერო?!. ,, ჩემო კარგო ქვეყანავ '' და ჩემო ბედისწერავ?!.
რად - ოდითვე ნახმლევ-ნაჭრევს დღენიადაგ იხვევ?!. სულ შიგნიდან, სულ ღალატით რატომ ტყდება ციხე?!.
ვინ ვერ გაძღა შენი სისხლით,ვერ ეწია წადილს?.. ვინ რად გაჭრის მუხას ტოტებს მუხისტარა წალდით?!.
გულსა და გონს შვილთა შენთა ასე ვინ რად ამღვრევს, რომ აქამდის - ვერ იქნა და ვერ იშუშებ ნახმლევს?!.
... ... ...
შენ მაინც და ერთხელ მაინც - შეჭირვებულთ ერთობ, გვითხრა ვინძლო - ეგზომ დიდად რა შეგცოდეთ, ღმერთო?!.
დღემდე მშვიდად ან ვით ისმენ მუხის გმინვა-ჩივილს, თავს მუმლი რომ დაჰხვევია და ფესვებზე ჩრჩილი?!.
* * * * * * * * * * * * * * *
- ბზობის ბრწყინვალე დღესასწაულს გილოცავთ ყველას, ჩემო ძვირფასებო! მრავალს დავესწროთ ბედნიერებით, სიყვარულითა და სიხარულით აღსავსენი ბედნიერ საქართველოში და მასთან ერთად!!! ჩვენთან არს ღმერთი!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
18. უჩვეულო მუხტი გაქვთ5 უჩვეულო მუხტი გაქვთ5
17. არს და იყოს!
მეც საშინლად მიხარია ,თოთოეული ქართველის ნახვა ამ შორეულ ქვეყანაში..უბრალოდ ქართული გვარის გაგონებაც კი ამხარებს... არს და იყოს!
მეც საშინლად მიხარია ,თოთოეული ქართველის ნახვა ამ შორეულ ქვეყანაში..უბრალოდ ქართული გვარის გაგონებაც კი ამხარებს...
16. გულიანი ლექსებია...5 გულიანი ლექსებია...5
15. ა მ ი ნ პოეტო... ა მ ი ნ პოეტო...
14. ერს - სალკლდედ აღმდგარს!.. - ეშმაც ვერ გახრის ნურც გაეხაროს!!!
და ძმაზე მეტად ძმადა ვთვლი ქართველს ეს გრძნობით გვევლოს!!!
გაიხარეთ და გაძლიერდით! ერს - სალკლდედ აღმდგარს!.. - ეშმაც ვერ გახრის ნურც გაეხაროს!!!
და ძმაზე მეტად ძმადა ვთვლი ქართველს ეს გრძნობით გვევლოს!!!
გაიხარეთ და გაძლიერდით!
13. გავცვდი, გავთეთრდი და ჩამოვბერდი... - და კვლავ შორი ჩანს ნატვრის ახდენა... წინაპარნი და წინამორბედნი საფლავში სწუხან ქვეყნის წახდენას!..
გამარჯობა, იმედო! ნაღდო პოეტო და ძმაო! 555555555555555 გავცვდი, გავთეთრდი და ჩამოვბერდი... - და კვლავ შორი ჩანს ნატვრის ახდენა... წინაპარნი და წინამორბედნი საფლავში სწუხან ქვეყნის წახდენას!..
გამარჯობა, იმედო! ნაღდო პოეტო და ძმაო! 555555555555555
12. გავცვდი, გავთეთრდი და ჩამოვბერდი... - და კვლავ შორი ჩანს ნატვრის ახდენა... წინაპარნი და წინამორბედნი საფლავში სწუხან ქვეყნის წახდენას!..
გაიხარეთ! გავცვდი, გავთეთრდი და ჩამოვბერდი... - და კვლავ შორი ჩანს ნატვრის ახდენა... წინაპარნი და წინამორბედნი საფლავში სწუხან ქვეყნის წახდენას!..
გაიხარეთ!
11. აღფრთოვანებული ვარ!
გაიხარეთ!
მრავალ ბზობას დაესწარით! აღფრთოვანებული ვარ!
გაიხარეთ!
მრავალ ბზობას დაესწარით!
10. ვინც ერთსა სთხოვს მიწყივ ციერს, ბევრის მომსწრე გაწბილების: - ღირსჰყოს ხილვად ი ბ ე რ ი ი ს სვეკეთილად გ ა ბ რ წ ყ ი ნ ე ბ ი ს !!! _ღმერთმა გისმინოთ, ბატონო იმედო... ვინც ერთსა სთხოვს მიწყივ ციერს, ბევრის მომსწრე გაწბილების: - ღირსჰყოს ხილვად ი ბ ე რ ი ი ს სვეკეთილად გ ა ბ რ წ ყ ი ნ ე ბ ი ს !!! _ღმერთმა გისმინოთ, ბატონო იმედო...
9. ჩვენი მარადიული სატკივარი...გაიხარე, ჩქიმი ჯიმა! 10:) ჩვენი მარადიული სატკივარი...გაიხარე, ჩქიმი ჯიმა! 10:)
8. ნამდვილი კოლხის გულისცემა იგრძნობა, გაიხარე იმედო 555 ნამდვილი კოლხის გულისცემა იგრძნობა, გაიხარე იმედო 555
7. ერს - სალკლდედ აღმდგარს!.. - ეშმაც ვერ გახრის, თუკი ჯიგარიც ამოატანა ერთ მრისხანე და მკვახე შეძახილს: - აწ და მარადის გ ა ნ ვ ე დ ს ა ტ ა ნ ა ვ !!!
გაიხარე, იმედა! 5 ერს - სალკლდედ აღმდგარს!.. - ეშმაც ვერ გახრის, თუკი ჯიგარიც ამოატანა ერთ მრისხანე და მკვახე შეძახილს: - აწ და მარადის გ ა ნ ვ ე დ ს ა ტ ა ნ ა ვ !!!
გაიხარე, იმედა! 5
6. შენ მაინც და ერთხელ მაინც - შეჭირვებულთ ერთობ, გვითხრა ვინძლო - ეგზომ დიდად რა შეგცოდეთ, ღმერთო?!.
დღემდე მშვიდად ან ვით ისმენ მუხის გმინვა-ჩივილს, თავს მუმლი რომ დაჰხვევია და ფესვებზე ჩრჩილი?!.
დღევანდელობა... :( შენ მაინც და ერთხელ მაინც - შეჭირვებულთ ერთობ, გვითხრა ვინძლო - ეგზომ დიდად რა შეგცოდეთ, ღმერთო?!.
დღემდე მშვიდად ან ვით ისმენ მუხის გმინვა-ჩივილს, თავს მუმლი რომ დაჰხვევია და ფესვებზე ჩრჩილი?!.
დღევანდელობა... :(
5. ძალიან კარგებია. 5 ძალიან კარგებია. 5
4. ვმუნჯდები!!! შენს ჭაღარას პატივი და მოკრძალება სულით ქართველო!!! ვმუნჯდები!!! შენს ჭაღარას პატივი და მოკრძალება სულით ქართველო!!!
3. მომწონს ძალიან! 55555555555 მომწონს ძალიან! 55555555555
2. მესიტყვის და კაცად-კაცის სიმხნე ვიდრე გულს უხარის, ბევრ გულს შიშზე ბევრჯერ აცრის ომახუხვი ხმა მუხრანის!!!
კარგია!.. მესიტყვის და კაცად-კაცის სიმხნე ვიდრე გულს უხარის, ბევრ გულს შიშზე ბევრჯერ აცრის ომახუხვი ხმა მუხრანის!!!
კარგია!..
1. მოგესალმებით , ბატონო იმედო, უდიდესი პატივისცემითა და მოკრძალებით.
მოგესალმებით , ბატონო იმედო, უდიდესი პატივისცემითა და მოკრძალებით.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|