რას მეტყვი, მამავ?! ვერ დავასრულე წუთისოფელთან ჩემი წანწალი, გეზი აუცდა ამ გზებს საუღლეს, ჯიბრში მყავს ჯიქურ ბედი წაწალი. რაც ვიცოდვილე, წრიალებს სულში სულ ამიწეწა ფიქრის სამანი, ვერ ჩავრგე ნერგი ზესიყვარულში, ვერ ვამზეურე იასამანი. მამავ, იქნება, ეს გზაც ნისლია, და მირაჟ – მირაჟ დავალ ცეცებით, სანთლების შუქზე ლურჯი ბიბლია, თითქოს ცის შემთბარ სამოსს ვეხები. სხივი ცას მკრთალი სხივით ლამბავდა. სწუხდნენ ქარები, ნელი თუ მალი, და თავქვე მედო უფლის ლაბადა, მიწა მზის თბილი თავსასთუმალი. დავდივარ ასე სულის ხსნისათვის, სიტყვების ზვავის დამატყდა თქეში, და ერთი ციდა სტრიქონისათვის, რამდენი ღამე ჩამადნა ხელში. ხანდახან თითქოს სივრცე-მანძილი, წამში ჩემ თვალწინ უხმოდ დამთავრდა, რას მეტყვი, მამავ?! როცა დაღლილი, სულს ძლივს ვიბრუნებ დედის საფლავთან... გახიდული ვარ, ცხოვრების ჯვარზე, ხორცით ვცოდებ და ლექსით ვმარხულობ, ჩემი ხმა ჩიტსაც არ ესმის გზაზე, მაშ, სტრიქონ-ხილვებს რისთვის ვნახულობ?... ახლა ცრემლ-ყინულ ბილიკზე დავალ, ვით სხივი ბინდში ნაფერკმთალები, და გზას ცისკრისკენ მიკვალავს, მამავ, იესოს თბილი ნატერფალები...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
27. მართლა უფლის ნატერფალებივით თბილი ლექსია... მოგიკითხეთ, ბატონო დავით! :) მართლა უფლის ნატერფალებივით თბილი ლექსია... მოგიკითხეთ, ბატონო დავით! :)
24. მშვენიერი ლექსია! :) მშვენიერი ლექსია! :)
23. მშვენიერი ლექსია! მოკითხვა თქვენ! მშვენიერი ლექსია! მოკითხვა თქვენ!
22. ფანტასტიური იყო :) ფანტასტიური იყო :)
21. თბილია ძალიან555 თბილია ძალიან555
20. და გზას ცისკრისკენ მიკვალავს, მამავ, იესოს თბილი ნატერფალები... 55555555555 მოგიკითხეთ ბ. დავით, თბილო ადამიანო... მთელი გულით გილოცავთ ბზობას... და გზას ცისკრისკენ მიკვალავს, მამავ, იესოს თბილი ნატერფალები... 55555555555 მოგიკითხეთ ბ. დავით, თბილო ადამიანო... მთელი გულით გილოცავთ ბზობას...
19. გახიდული ვარ, ცხოვრების ჯვარზე, ხორცით ვცოდებ და ლექსით ვმარხულობ, ჩემი ხმა ჩიტსაც არ ესმის გზაზე, მაშ, სტრიქონ-ხილვებს რისთვის ვნახულობ?... 5
გახიდული ვარ, ცხოვრების ჯვარზე, ხორცით ვცოდებ და ლექსით ვმარხულობ, ჩემი ხმა ჩიტსაც არ ესმის გზაზე, მაშ, სტრიქონ-ხილვებს რისთვის ვნახულობ?... 5
18. ძალიან მიყვარს ეს პოეტი... დახვეწილი და... არამარტო. ძალიან მიყვარს ეს პოეტი... დახვეწილი და... არამარტო.
17. კომენტარი მგონი ზემდეტია! მაქსიმალურტი შეფასება! ;) კომენტარი მგონი ზემდეტია! მაქსიმალურტი შეფასება! ;)
16. "და თავქვე მედო უფლის ლაბადა,მიწა მზის თბილი თავსასთუმალი." ულამაზესი და გულისშემძვრელი ლექსია. "და თავქვე მედო უფლის ლაბადა,მიწა მზის თბილი თავსასთუმალი." ულამაზესი და გულისშემძვრელი ლექსია.
15. და ერთი ციდა სტრიქონისათვის, რამდენი ღამე ჩამადნა ხელში.
მრავალ ბზობას დაესწარით. და ერთი ციდა სტრიქონისათვის, რამდენი ღამე ჩამადნა ხელში.
მრავალ ბზობას დაესწარით.
14. ძალიან კარრგი ლექსიაააა:)
ბზობას გილოცავთ :) ძალიან კარრგი ლექსიაააა:)
ბზობას გილოცავთ :)
13. მახსოვს და მომწონს ეს ლექსი... რამდენინე კორექტურა და წვრილმან ლაფსუსს ალბათ შეასწორებ. 5 ჩემგან ი. ჯ. მახსოვს და მომწონს ეს ლექსი... რამდენინე კორექტურა და წვრილმან ლაფსუსს ალბათ შეასწორებ. 5 ჩემგან ი. ჯ.
12. რაც ვიცოდვილე, წრიალებს სულში სულ ამიწეწა ფიქრის სამანი. ვერ ჩავრგე ნერგი ზესიყვარულში, ვერ ვამზეურე იასამანი.
ძალიან ლამაზია, დავით! გაიხარე! ბზობას გილოცავ! მრავალს დაესწარი! 5 რაც ვიცოდვილე, წრიალებს სულში სულ ამიწეწა ფიქრის სამანი. ვერ ჩავრგე ნერგი ზესიყვარულში, ვერ ვამზეურე იასამანი.
ძალიან ლამაზია, დავით! გაიხარე! ბზობას გილოცავ! მრავალს დაესწარი! 5
11. რა კარგი ინტონაციაა ლექსში, დამამშვიდა საოცრად. მოგილოცავთ მთელი გულით ჩემთვის პატივსაცემო ავტორო. უფალი გფარავდეთ. რა კარგი ინტონაციაა ლექსში, დამამშვიდა საოცრად. მოგილოცავთ მთელი გულით ჩემთვის პატივსაცემო ავტორო. უფალი გფარავდეთ.
10. და გზას ცისკრისკენ მიკვალავს მამავ, იესოს თბილი ნატერფალები... :) ბზობას გილოცავთ და გზას ცისკრისკენ მიკვალავს მამავ, იესოს თბილი ნატერფალები... :) ბზობას გილოცავთ
9. გაიხარეე!!! ბზობას გილოცავ დავით, მეგობარო!!! გაიხარეე!!! ბზობას გილოცავ დავით, მეგობარო!!!
8. უზომოდ ნაგრძნობია! სამწუხაროა, 2-ზე მეტის დაწერა რომ არ შემიძლია! :( უზომოდ ნაგრძნობია! სამწუხაროა, 2-ზე მეტის დაწერა რომ არ შემიძლია! :(
7. ბზობას გილოცავთ!! პირადი თუ სამსახურეობრივი დატვირთვის გამო ინტერნეტსივრცე თანდათან დამივიწროვდა, ამიტომ ხშირად ვეღარ შემოვდივარ საიტზე, მაგრამ ყოველთვის დიდი სიყვარულით მახსოვართ ჩემო ნაცნობო თუ ვირტუალურო მეგობრებო. გაიხარეთ! ბზობას გილოცავთ!! პირადი თუ სამსახურეობრივი დატვირთვის გამო ინტერნეტსივრცე თანდათან დამივიწროვდა, ამიტომ ხშირად ვეღარ შემოვდივარ საიტზე, მაგრამ ყოველთვის დიდი სიყვარულით მახსოვართ ჩემო ნაცნობო თუ ვირტუალურო მეგობრებო. გაიხარეთ!
6. ბრწყინვალეა!!!
ბზობას გილოცავთ! ბრწყინვალეა!!!
ბზობას გილოცავთ!
5. უუუუძძძძლიიიიიიიიიიიიიერეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეესსსსსსსსსიიიიიიიიიიიიიიიი კაციიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიი! ბზობას გილოცავთ ბატონო დავით! გაიხარეთ! და თბილი მოკითხვა ჩემსგან! უუუუძძძძლიიიიიიიიიიიიიერეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეესსსსსსსსსიიიიიიიიიიიიიიიი კაციიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიი! ბზობას გილოცავთ ბატონო დავით! გაიხარეთ! და თბილი მოკითხვა ჩემსგან!
4. გაიხარე, დავით! გილოცავ ბზობის ბწყინვალე დღესასწაულს!:) გაიხარე, დავით! გილოცავ ბზობის ბწყინვალე დღესასწაულს!:)
3.
შესანიშნავია :)
2+111111111 thumbs up!!!!!!!!!!!!!
დავით, ბზობას გილოცავ :)
საუკეთესო სურვილებით, განდი. არწივი.
პი.ეს. 20 წუთის წინ კი ვიძახდი , დღეს ძლიერი ლექსები დაიდება ურაკზე თქო და აჰაა, ფაქტი სახეზეა, დავითის ლექსი პირველი მერცხალია :) გაზაფხული კარზე აბრახუნებს :) რა ლამაზია,,
შესანიშნავია :)
2+111111111 thumbs up!!!!!!!!!!!!!
დავით, ბზობას გილოცავ :)
საუკეთესო სურვილებით, განდი. არწივი.
პი.ეს. 20 წუთის წინ კი ვიძახდი , დღეს ძლიერი ლექსები დაიდება ურაკზე თქო და აჰაა, ფაქტი სახეზეა, დავითის ლექსი პირველი მერცხალია :) გაზაფხული კარზე აბრახუნებს :) რა ლამაზია,,
2. ხორცით ვცოდებ და ლექსით ვმარხულობ...
ძალიან,ძალიან მომეწონა... გილოცავთ ბზობას... სიძლიერეს გისურვებთ... ხორცით ვცოდებ და ლექსით ვმარხულობ...
ძალიან,ძალიან მომეწონა... გილოცავთ ბზობას... სიძლიერეს გისურვებთ...
1. არ ვიცი რა ვთქვა... ბრავო ბრავო და ბევრჯერ ბრავო არ ვიცი რა ვთქვა... ბრავო ბრავო და ბევრჯერ ბრავო
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|