ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნატვრის ხე
ჟანრი: საბავშვო
14 აპრილი, 2009


* * *

უცნაური ჩურჩხელები

თურმე თინას ბებიას,
ჩურჩხელები აუბამს,
ალბათ გამოსაშორბად
სახურავზე გაუბამს.

გამიკვირდა ძალიან,
ჩურჩხელა და სხვენია?
ხოდა ვერც ვეკითხები
თინას ბებოს, მრცხვენია.

ჩემს ბებიკოს შევბედე,
-ბებო შობა მოვიდა?
საახალწლო საჩუქრებს
თოვლის პაპა მომიტანს?

-შობა უკვე ხომ იყო,
მერამდენედ იქნება?
მომავალ წელს შევხვდებით
თუ უფალმა ინება.

-აბა თინას ბებიამ
ჩურჩხელა რად ააბა?
და ჩემს დასანახავად,
სხვენზე მწკრივად გააბა!

გამომხედა ბებიამ,
-ამბავს ყვება ხათუნა,-
(მურას, თითქოს ესმოდეს...
ყურიც გააპარტყუნა)

-აბა ბალღო ჩურჩხელა,
თვალი ხომ არ მატყუებს?!
ძაფს ვუყრიდი ამ დილით
ნემსის ციდა საყურეს.

-გააყოლე თითს თვალი,
აი იქით ბებიავ,
ჩურჩხელების ჯარია,
ნახე როგორ ბევრია.

-ეს ლოლოა ყინულის,
როგორ შეცდი ხათუნა?-
ცრემლით დამბალ ლოყაზე
ხელი მომითათუნა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები