ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ირინკა
ჟანრი: პოეზია
14 აპრილი, 2009


ნაბიჯები

გუშინ ქარიანი იყო ნაბიჯები,
უფრო სიშიშვლე და მეტი უსიტყვობა,
რავქნა მარტივად თუ მაინც ავირევი,
ვეღარ შეველიე ლექსად უნიჭობას.

სულის ნატვრის ხეზე, აღარ ვაკოწიწებ,
ჭრელ-ჭრელ სურვილებს და ვითომ მეამიტი,
შიშველ გაორებას ვეღარ ვაშოშმინებ,
მგონი შევეჩვიე, ვიყო მეამინდე...

თითებს სითბოს აცლის ღამის სიჩუმე და
(უკვე რახანია ლოცვად არ მინდიხარ),
კიბეს დავუყვები, ირგვლივ სიყრუეა,
გიჟად შერაცხული, ბევრად ადვილი ვარ.

გუშინ ქარიანი იყო ნაბიჯები,
ზოგი ზიგზაგით და ზოგიც უზიგზაგოდ,
როცა უსიტყვობით გაცლას ვაპირებდი,
ჩემში შეგიფარე, სევდა უბინაო.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ლილიტი_ ვულოცავთ დაბადების დღეს