ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დიოტიმა
ჟანრი: პოეზია
15 აპრილი, 2009


ზაზა აბზიანიძის ბუხართან

          პოეტ ზაზა აბზიანიძეს ერთი გატაცება აქვს: დიდებისათვის პატარა საბავშვო ლექსებსა და ზღაპრებს წერს,მერე გრაფიკულადაც თავად აფორმებს.
          ამ ნაწარმოებების პერსონაჟები რეალური ადამიანების,ძირითადად მისი ახლო მეგობრების ალეგორიები არიან ,სიტუაციებიც რეალურია,ნამდვილად მომხდარი მის საახლობლოში ,ოღონდ უკვე ''გაიგავებული'' .
        უცნობი,ახალი მკითხველი ,ალბათ, ბევრს ვერც ვერაფერს მიხვდება,ჩვენთვის კი საკუთარი ყოფითი განსაცდელებისა თუ სატკივრის ზაზასეული იუმორით წამლობისა და მისი მეუღლის,ქალბატონი ლესიას ფერწერული ნამუშევრებითა და კოლექციით სავსე დიდ ოთახში მოღუღუნე ბუხართან ერთად გატარებული ბედნიერი მომენტების ღიმილიანი მოგონებაა.
        ჩემს პირად არქივში რამდენიმე ასეთი ლექსი ინახება.უკეთესი იქნებოდა, შემეძლოს ნახატიანად მოთავსება,მაგრამ ჩემი გაწაფულობა ამ საქმეში ნულს ქვემოთაა,არც ფაქიზო-''ლეპ ტოპი'' მიწყობს ხელს.

ზაზა აბზიანიძე

ნინო დარბაისელს

სანამ კლანჭს არ გაჰკრავს ძერა,
გვრიტს არ სჯერა ბედისწერა!



ტურიკო

{ნინოს - მოწონებული ლექსი - ავანსად ზაზასგან,9 /V/2000 }

მოგახსენებთ:
ამა დილას,
კუ ჩამარტყა გამადრილმა:
''ვინააო ტურიკო,
რომ აჭმევენ ურიგოდ''

-რა რიგი და რა ქრთამი,
აქ რომ დაკლეს ქათამი,
მერგო ერთი ბარკალი.
რა გამოდის?
დავკარგე მეგობარი ყოფილი,
თან კუც თავში ჩამარტყეს....
ვარ შეურაცხყოფილი!

ტურა

_ _ _ _ _ _ _ _ _ _

გამადრილი -/ ლაბადიანი პავიანი /- მაიმუნის სახეობა, სხეული - 78-80 სმ, კუდის სიგრძე- 50-60 სმ,ბინადრობს აფრიკასა და აზიაში.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები