 | ავტორი: დებორა ჟანრი: პოეზია 16 აპრილი, 2009 |
ერთხელ ანა კალანდაძეს ინტერვიუში ჰკითხეს,თუ შეუცვლია როდესმე რაიმე უკვე გამოქვეყნებული ლექსის ხელახალი დასტამბვისას. ანამ უპასუხა, რომ მისი ლექსები ჯერ ზეპირად იქმნება და როცა ქაღალდზე გადააქვს, შემდგომ აღარაფერს ცვლის. დღემდე მეც ასე ვიყავი დარწმუნებული. ახლა გამახსენდა, რომ საჭირო იყო, ''ლიტერატურა.გე''-ს თემაში ''არმაღანი'' ლადო ასათიანისადმი მიძღვნილი მისი ლექსი დამედო. გადმოვიღე პირველი კრებული, რომელიც ბიბლიოგრაფიული იშვიათობაა /ანა კალანდაძე, ლექსები, სახელგამი, თბ., 1953 / გავემზადე ტექსტის ასაწყობად, გადავათვალიერე და.. მეუცხოვა. ჯერ ჩემი მეხსიერების ცდომილებას დავაბრალე, ახლა ბოლო პერიოდში გამოცემულ კრებულში /ანა კალანდაძე, ლექსები , საბჭ. საქართველო, თბ., 1984, გვ. 74/, მოვიძიე იგივე ლექსი.შევუდარე და... მოკლედ, ვდებ ორივე ვერსიას:
1.
ანა კალანდაძე
ლადო ასათიანს
„გამიხსენებენ როგორც ნიკალას, და თბილ სამარეს დააბიჯებენ“. ლადო ასათიანი
სადმე, ახლოს, მზე კვლავ გაშლის აკაციებს და ყვავილნი, მათ გულმკერდზე დაფანტულნი, მოვლენ შენთან ... ნანას გეტყვის ნაკადული სასაფლაო ქვის კალთაში დაგაძინებს... მე ასე მწამს, ერთი ნორჩი ნაძვის ძირას ყაყაჩოში საუკუნოდ ჩაგეძინა, ჩაგეძინა სიყვარულით ანაჩქროლებს... არა, ლადო, აღარ მოვწყვეტ ყაყაჩოებს... სიკვდილი კი არ მოსულა მგოსნის კართან, ასეთია ქარიშხლიან სულის ბოლო... ფიროსმანი? ფიროსმანიც მოვა, რათა... შენს სევდიან, „თბილ სამარეს“ ეამბოროს. შმაგი ქარი ყვავილებს რომ ჩაუქროლებს, აღდგებიან წლები შენი ჭაბუკობის: ისევ გინდა,თქვა სიმღერა ჩაუქრობი, ჩვენს შორის რომ სასოებით იხსენება... შმაგი ქარი ყვავილებს რომ ჩაუქროლებს, მშვიდობაზე შენი ლექსი იწერება... გაზაფხული...ნახე,რარიგ წარმტაცია, როს ყაყაჩო ძველ ლოდებთან ტანს აიყრის... სადმე, ახლოს, ყვავილს გაშლის აკაცია, ყვავილს გაშლის და გულმკერდზე გადაიყრის...
1946
2.
ანა კალანდაძე
სასაფლაოს გაზაფხული
„გამიხსენებენ როგორც ნიკალას, და თბილ სამარეს დააბიჯებენ“. ლადო ასათიანი
სადმე, ახლოს, მზეი გაშლის აკაციებს და ყვავილნი, მათ გულმკერდზე დაფანტულნი, მოვლენ შენთან, იტირებენ და ქართული, და ქართული, „უფლის ხელით დახატული“ სასაფლაო ქვის კალთაში დაგაძინებს. და თუ მუდამ შენ მღეროდი ტკბილი ენით, სასაფლაო? სასაფლაო დუმილს ირჩევს. ქარი მოვა, მზეც ჩამოვა ხშირად ზენით და „თბილ საფლავს“ თვის ოქროს ფეხს დააბიჯებს. მე ასე მწამს, ერთი ნორჩი ნაძვის ძირას ყაყაჩოში საუკუნოდ ჩაგეძინა, ჩაგეძინა სიყვარულით ანაჩქროლებს... არა, ლადო, აღარ მოვწყვეტ ყაყაჩოებს... სიკვდილი კი არ მოსულა მგოსნის კართან, ასეთია ქარიშხლიან სულის ბოლო... ფიროსმანი? ფიროსმანიც მოვა, რათა შენს სევდიან, „თბილ სამარეს“ ეამბოროს. მუქ ლურჯ ცაზე მტრედისფერი ნისლი ცურავს, ბრწყინვენ ცვარნი, ცრემლებივით ციმციმებენ... სასაფალაოს ნაკადულზე ჩამოსულან „ნამკაშურის წისქვილები“... მზე, ჩამოვა, ქვის ძეგლებზე სხივებს დაღვრის, ქვის ძეგლებზე, ჟამთა სვლით რომ დაღარულან... ცა ირხევა, ვით ერეკლეს ბაირაღი, და ნაძვები „ნაფიქრალით დაფარულან“, სასაფლაოს გაზაფხულიც წარმტაცია, როს ყაყაჩო ძველ ლოდებთან ტანს აიყრის... სადმე, ახლოს, ყვავილს გაშლის აკაცია, ყვავილს გაშლის და გულმკერდზე გადაიყრის.
ახლა ამ ორ ვერსიას ერთმანეთს ვუდარებ და თქვენი დახმარება მჭირდება,რომ ვუპასუხო რამდენიმე კითხვას: 1.რა ცვლილებები შეიტანა პოეტმა ლექსში. 2.რა მიზეზით? 3.რა მივიღეთ შედეგად ? 4.რომელი ვერსიაა უკეთესი:პირველი თუ საბოლოო ,და რატომ?
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
14. და აქვს კიდე ლამაზი ლექსები ანას, "ასპინძას მიდის მეფე ერეკლე", "ომარ ხაიამს"
ეს სურა შექმნეს შენი ტალახით ქართულ მარანში დანახანია, ყელმოხატული ლერწმის ტოტებით და რახანია ამ სურით სვამენ ღვინოს ლოთები ომარ ხაიამ.
მაგარია
ასევე "მზემ აიწია ფეხის წვერებზე", "შორია თამარ", "საქართველოო ლამაზო", " ორი ქვეყნის საზღვრად ვდგევარ", "ფეხი დამადგით", ასევე ერთი პატარა ლექსი:
დაიწყო ისევ ზარების რეკა კვლავ უმაღლესის ძალთა მხმობელად, ქართულთა ხატთა შესამკობელად ჩქარობენ გელათს ბეშქენ და ბექა.
" შენ ისე ღრმა ხარ ქართულო ცაო", " სთქვი არჯაკელო ხვიარა", "არაბი ხარ? იეზიდი", "ბიძინა, შალვა და ელიზბარი"
ასევე:
ჯეჯილში ჩაიშრიალა თვალგახელილმა ყანამა, მთით მობერილმა ნიავმა, ნარგიზის იავნანამა, ერთი პაწია ჩიორა მუხიდან მომესალმა, ია განგებამ დახატა, თუ ფიროსმანის ყალამმა? ყაყაჩოს ღვინო სალხინო როგორ არ შესვას ანამა, ჟუჟუნა წვიმა მოვიდა, დიდი მინდორი დანამა.
ბელა ახმადულინა იხსენებდა ანას პოეზიას ვთარგმნიდი და მთელი დღე ანასა და საქართველოზე ვფიქრობდიო, რა მშვენიერია ანას პოეზია და რა მშვენიერიაო საქართველო.
ლექსიც აქვს ბელას ანასადსი მიძღვნილი და ფრაზებია იქ:
ანა კლიანიტეს, კლიანიტეს შტო ვი პრეჟძე ნე ბილი ვ ხაშნოი, ანა კლიალას ი სმიალას.
"შემოდიოდა ჩვენში კალანდა" ამ ლექსზე ამბობდა ანა, ფანტაზიით დავწერეო, რადგან კალანდის ამბავში არ ვიაქტიურო დით, დაბადების დღეებზეც არ დავდიოდითო, ჩვენ ქუთაისში ვცხოვრობდით და მე გურიაში ჩადიოდი ხოლმეო. ერთხელ, როგორც მახსოვს, მელიტონ ბალანჩივაძის რაღაც მუსიკალურ კომპოზიციას მოვუსმინე, ანა იგონებდა და მერე ვუთხარი მელიტონ თქვენი კომპოზიცია მოვისმინეო და მელიტონმა მითხრა ეგ კომპოზიცია ფანტაზიით დავწერე, ზოგჯერ ფანტაზიაც მნიშვნელოვანიაო. მეც ჩემი კალანდია ფანტაზიით დავწერეო.
მშვენიერი ანა
და აქვს კიდე ლამაზი ლექსები ანას, "ასპინძას მიდის მეფე ერეკლე", "ომარ ხაიამს"

13. მეორე ვერსია ჯობია და კიდე ერთი მომწონს ანასი:
როდესაც მზეი თბილი სხივით მინდვრებს შემოსავს და ცვარნაპკური შეირხევა მთაზე მოცხარი, ნინოს ნათელი დაადგება საქართველოსა, ქვაბში ჩურჩულით გადაიწკრს პირჯვარს მოძღვარი. მეორე ვერსია ჯობია და კიდე ერთი მომწონს ანასი:
როდესაც მზეი თბილი სხივით მინდვრებს შემოსავს და ცვარნაპკური შეირხევა მთაზე მოცხარი, ნინოს ნათელი დაადგება საქართველოსა, ქვაბში ჩურჩულით გადაიწკრს პირჯვარს მოძღვარი.
10. მეორე ვერსია უფრო დახვეწილია მეორე ვერსია უფრო დახვეწილია
9. წინასწარ გილოცავ აღდგომას დებორ! წინასწარ გილოცავ აღდგომას დებორ!
8. კარგი გიქნია დებორა, ლიტერატურა. გეს მართლა ლადოს და ანას ლექსი თუ გადაარჩენს, თორემ იქ ისეთი დრომოჭმული ვერლიბრი და თეთრი ლექსები იდება, თან გინებით, უცხოელებმა რომ შეძლონ წაკითხვა პირველყოფილი ადამიანები ვეგონებით... კარგი გიქნია დებორა, ლიტერატურა. გეს მართლა ლადოს და ანას ლექსი თუ გადაარჩენს, თორემ იქ ისეთი დრომოჭმული ვერლიბრი და თეთრი ლექსები იდება, თან გინებით, უცხოელებმა რომ შეძლონ წაკითხვა პირველყოფილი ადამიანები ვეგონებით...
7. მეორე ვერსია კარგია მეორე ვერსია კარგია
6. მეც,მეორე ვერსია მომეწონა...:) მეც,მეორე ვერსია მომეწონა...:)
5. მეორე ვერსია მომეწონა უფრო, გაიხარეთ! მეორე ვერსია მომეწონა უფრო, გაიხარეთ!
4. გამარჯობა, დებორა! მეორე ვარიანტი უნდა სჯობდეს მგონი. ალბათ ავტორმა გადაიკითხა და გაუჩნდა ახლებურად თქმის სურვილი. გამომიცდია ასეთი რამ:) გაიხარე! გამარჯობა, დებორა! მეორე ვარიანტი უნდა სჯობდეს მგონი. ალბათ ავტორმა გადაიკითხა და გაუჩნდა ახლებურად თქმის სურვილი. გამომიცდია ასეთი რამ:) გაიხარე!
3. ქალბატონო ნინო, სხვა პორტალზე სხვა კომენტარის პასუხად აქ ვიტყვი რომ კრიტიკოსები არ გადაშენებულან და ამის ერთ-ერთი ნათელი სახე თქვენ ბრძანდებით, თქვენი იშვიათი ალღოთი და ნიჭით. აქ კი, დავსძენ რომ თქვენ კითხვებს კვალიფიციურად ვერ ვუპასუხებ, უბრალოდ ვიტყვი რომ მეორე ვარიანტში უფრო მეტი "ანაა", ჩემი აზრით, და უფრო მომეწონა. ქალბატონო ნინო, სხვა პორტალზე სხვა კომენტარის პასუხად აქ ვიტყვი რომ კრიტიკოსები არ გადაშენებულან და ამის ერთ-ერთი ნათელი სახე თქვენ ბრძანდებით, თქვენი იშვიათი ალღოთი და ნიჭით. აქ კი, დავსძენ რომ თქვენ კითხვებს კვალიფიციურად ვერ ვუპასუხებ, უბრალოდ ვიტყვი რომ მეორე ვარიანტში უფრო მეტი "ანაა", ჩემი აზრით, და უფრო მომეწონა.
2. ...ამ საკითხებში ვერაფრით დაგეხმარები, მაგრამ გაგახარებს ღმერთი მშვენიერი ანას გახსენებისთვის... თორემ ისე გავერთეთ საკუთარი, ასე ვთქვათ შემოქმედებით... ...ისე სხავაობა პირველივე კუპლეტში მკაფიოდ ჩანს, მიზეზზე ვერაფერს ვიტყვი, შედეგად კი მეორე ვერსია უფრო მომწონს... ...ამ საკითხებში ვერაფრით დაგეხმარები, მაგრამ გაგახარებს ღმერთი მშვენიერი ანას გახსენებისთვის... თორემ ისე გავერთეთ საკუთარი, ასე ვთქვათ შემოქმედებით... ...ისე სხავაობა პირველივე კუპლეტში მკაფიოდ ჩანს, მიზეზზე ვერაფერს ვიტყვი, შედეგად კი მეორე ვერსია უფრო მომწონს...
1. ისე იდეა კარგია მე მეორე ვერსია უფრო მომეწონა. ისე იდეა კარგია მე მეორე ვერსია უფრო მომეწონა.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|