წიგნიდან << თავისუფალი სონეტები >>
1. აპრილის თავსხმის ნაკლული სონეტი
ღვარცოფი ნაცრავს ყვავილთა ხანძარს... უმწეოს შემწედ ახლა მჭირდები!.. აპრილმა ყელი ჩამოიკაწრა ხმაჩაწყვეტილი სველი ჩიტებით...
ზეცამაც ღაწვი ჩამოიკაწრა... ამ თქეშს ხეებიც როგორ უძლებენ?1. ან გულს - ნუგეშად რომ დარჩა არც-რა, რა წამალ-სამთელს აწ მოვუძებნი...
ღვარს - მგლოვარ დღეთა ფერფლად და ნაცრად მიაქვს გაძარცვულ ვარდთა ფურცლები...
2. მოლოდინის ნაკლული სონეტი
ღამეს ანათებს შუქი ვარდების, ვაზი სურნელით ნათლავს ბუნებას... შენ შორეთიდან მოემართები, რადგან არ ძალგიძს არდაბრუნება!..
რადგან შენა ხარ, ნიჭი გაძლების ვინც მიწილადა, დასჯილს ობლობით, რისი მადლითაც არ ვინაცრები დრემდე, დარდი რომ დამეუფლება...
ესეც რომ შემრჩა მარტოდ დარჩენილს, მადლობელი ვარ ამად გამჩენის!..
3. ტკივილიანი მონატრებისა
/ანუ ნატურმორტი ღამისმთეველი ვარდებით/
... თვალს რომ ამიწვავს ღამე ცრემლებით, ძილს ვნატრობ - სიზმრად ვინძლო გიხილო!.. შენც ამ ცრემლების ღვარში ევლები, ვით ცისლრის ცვარში ბაღის ღიღილო...
შენი ხატის წინ დახრილ ვარდებთან დღედაღამ ფხიზლობს ძველი შანდალი... საწუთრო კიდევ რას მემართლება, ერთხელ შენ მაინც მითხარ მართალი!..
ან - ამ გულს ტკივილს რა გაუნელებს - სხვა ვიღა მეტყვის დაბეჯითებით?!.
და როს ვერც ვაზის მშველის სურნელი, ვერც ჟრიამული ჭრელი ჩიტების, სნეული სენით განუკურნელით, კვლავ შენთვის ვარდთა კრეფით ვმშვიდდები...
4. დაობლებულისა... ღვთისმშობლისადმი
ცრემლიან თვალებს ვით მილულავს ღამისმთევარი სევდა, როს ღამეც შეძრულია უხმო გოდებით გულის - ოდითგან დღემდე ობლის ბედის მძევალის, ახლა გულმკერდს რომ ეხეთქება თავგამოდებით!..
ვინ, თუ არა შენ, უწყის უკეთ ყველა დედაზე, ტკივილი ცრემლში თუ რა ძნელად დასამალია?! შენ მოუფონე, შენ უკურთხე ცრემლი - ზედაშე!.. - გულმწუხარსა და მგლოვარს ყოველს, დედა მარიამ!..
შეათბო მარტმა გარეშემო ღიმით ნუშების, აპრილი უფრო გაამშვენებს ირგვლივ სანახებს... კვირტი ყოველი - გაშლილი თუ ჯერ გაუშლელი - რა სიყვარულით შესციცინებს გრძნობას განახელს!..
მაგრამ სატკივართ, გულში ნაჭრევთ მოუშუშებელს, რით უსალბუნებს, რით უწამლებს, რითი უშველის?!.
მრავალი ბედნიერი ბრწყინვალე აღდგომა გაგითენოთ ღმერთმა ბედნიერ და ერთიან საქართველოში!!!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
17. რა სილამაზეა... რა სიმშვიდეა... და რა დახვეწილია აქ ყველაფერი... რა სინაზეა..... :):):) რა სილამაზეა... რა სიმშვიდეა... და რა დახვეწილია აქ ყველაფერი... რა სინაზეა..... :):):)
16. მრავალს დაესწარით. ჩემმა არასაიტელმა მეგობრებმა მითხრეს რომ აქ ხართ. თქვენს ლექსებს არ ვიცნობ. პირადად არ გიცნობენ,უბრალოდ ლიტსამყარო პატარაა და პიროვნულად ძალიან თბილად და კარგად დაგახასიათეს.მოგვიანებით გავეცნობი თქვენს ლექსებს. პატივისცემით. მრავალს დაესწარით. ჩემმა არასაიტელმა მეგობრებმა მითხრეს რომ აქ ხართ. თქვენს ლექსებს არ ვიცნობ. პირადად არ გიცნობენ,უბრალოდ ლიტსამყარო პატარაა და პიროვნულად ძალიან თბილად და კარგად დაგახასიათეს.მოგვიანებით გავეცნობი თქვენს ლექსებს. პატივისცემით.
15. ... თვალს რომ ამიწვავს ღამე ცრემლებით, ძილს ვნატრობ - სიზმრად ვინძლო გიხილო!.. შენც ამ ცრემლების ღვარში ევლები, ვით ცისლრის ცვარში ბაღის ღიღილო...
შენი ხატის წინ დახრილ ვარდებთან დღედაღამ ფხიზლობს ძველი შანდალი... საწუთრო კიდევ რას მემართლება, ერთხელ შენ მაინც მითხარ მართალი!..
ცხოვრებაშიც და პოეზიაშიც ნაღდი, ძმა!! ... თვალს რომ ამიწვავს ღამე ცრემლებით, ძილს ვნატრობ - სიზმრად ვინძლო გიხილო!.. შენც ამ ცრემლების ღვარში ევლები, ვით ცისლრის ცვარში ბაღის ღიღილო...
შენი ხატის წინ დახრილ ვარდებთან დღედაღამ ფხიზლობს ძველი შანდალი... საწუთრო კიდევ რას მემართლება, ერთხელ შენ მაინც მითხარ მართალი!..
ცხოვრებაშიც და პოეზიაშიც ნაღდი, ძმა!!
14. მშვენიერი!!! ღმერთი გფარავდეს ძია იმო!!! მშვენიერი!!! ღმერთი გფარავდეს ძია იმო!!!
13. გაიხარეე! მრავალ აღდგომას! :-* გაიხარეე! მრავალ აღდგომას! :-*
12. მომწონს აქ... მომწონს აქ...
11. ესეც რომ შემრჩა მარტოდ დარჩენილს, მადლობელი ვარ ამად გამჩენის!..
ძალიან კარგია! ეს სურათი - ილუსტრაციებში - ჩემგან! ესეც რომ შემრჩა მარტოდ დარჩენილს, მადლობელი ვარ ამად გამჩენის!..
ძალიან კარგია! ეს სურათი - ილუსტრაციებში - ჩემგან!
10. დღედაღამ ფხიზლობს ძველი შანდალი...
კვლავ შენთვის ვარდთა კრეფით ვმშვიდდები...
ვინ, თუ არა შენ, უწყის უკეთ ყველა დედაზე, ტკივილი ცრემლში თუ რა ძნელად დასამალია?! უფალი შეგეწიოთ... დღედაღამ ფხიზლობს ძველი შანდალი...
კვლავ შენთვის ვარდთა კრეფით ვმშვიდდები...
ვინ, თუ არა შენ, უწყის უკეთ ყველა დედაზე, ტკივილი ცრემლში თუ რა ძნელად დასამალია?! უფალი შეგეწიოთ...
9. დიდებული ლექსებია,სევდიანი,ტკივილიანი და გულშიჩამწვდომი.იხარეთ ორთავე სოფელსა შინა! დიდებული ლექსებია,სევდიანი,ტკივილიანი და გულშიჩამწვდომი.იხარეთ ორთავე სოფელსა შინა!
8. აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს გილოცავთ! 55555555555555555555 აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს გილოცავთ! 55555555555555555555
7. შეათბო მარტმა გარეშემო ღიმით ნუშების, აპრილი უფრო გაამშვენებს ირგვლივ სანახებს... კვირტი ყოველი - გაშლილი თუ ჯერ გაუშლელი რა სიყვარულით შესციცინებს გრძნობას განახელს ! ეს უფრო ლამაზია -ოპტიმისტური ...მეც არ მყავს დედა და არსად არ ვეძებ ის ჩემშია ,ჩემ თვალებში ვხედავ , ჩემ შვილის თვალებში...დედები არასდროს ტოვებენ შვილებს....... ბრწყინვალე აღდგომას გილოცავთ!!! გფარავდეთ ღმერთი..... შეათბო მარტმა გარეშემო ღიმით ნუშების, აპრილი უფრო გაამშვენებს ირგვლივ სანახებს... კვირტი ყოველი - გაშლილი თუ ჯერ გაუშლელი რა სიყვარულით შესციცინებს გრძნობას განახელს ! ეს უფრო ლამაზია -ოპტიმისტური ...მეც არ მყავს დედა და არსად არ ვეძებ ის ჩემშია ,ჩემ თვალებში ვხედავ , ჩემ შვილის თვალებში...დედები არასდროს ტოვებენ შვილებს....... ბრწყინვალე აღდგომას გილოცავთ!!! გფარავდეთ ღმერთი.....
6. გაიხარეთ, ბატონო იმედო! აღდგომის მადლი შეგეწიოთ თქვენ და სრულიად საქართველოს! გაიხარეთ, ბატონო იმედო! აღდგომის მადლი შეგეწიოთ თქვენ და სრულიად საქართველოს!
5. ზეცამაც ღაწვი ჩამოიკაწრა... ამ თქეშს ხეებიც როგორ უძლებენ?! ან გულს - ნუგეშად რომ დარჩა არც-რა, რა წამალ-სამთელს აწ მოვუძებნი... ზეცამაც ღაწვი ჩამოიკაწრა... ამ თქეშს ხეებიც როგორ უძლებენ?! ან გულს - ნუგეშად რომ დარჩა არც-რა, რა წამალ-სამთელს აწ მოვუძებნი...
3. გილოცავთ,ბატონო იმო!უფალი გფარავდეთ. არაჩვეულებრივია სუყველა...მიყვარს აქ სტუმრობა ... გილოცავთ,ბატონო იმო!უფალი გფარავდეთ. არაჩვეულებრივია სუყველა...მიყვარს აქ სტუმრობა ...
2. გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს თქვენ და სრულიად საქართველოს გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს თქვენ და სრულიად საქართველოს
1. გაიხარე პოეტო, მე რომ წამოვედი, იმის მერე დიდხანს გააგრძელეთ? გაიხარე პოეტო, მე რომ წამოვედი, იმის მერე დიდხანს გააგრძელეთ?
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|