ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: il-kila
ჟანრი: პოეზია
18 აპრილი, 2009


შენს თვალებს(სალოს)...

შენი თვალები ჩემი ფიქრის მწვერვალებს იპყრობს,
მაქვს ნახანძრალი მე საბრალოს ტანჯული გული.
გრძნობის სიგიჟე ახლა ღვთისგან წყალობას ითხოვს,
დღეს შენ გეკუთვნის ჩემი წრფელი, ბავშვური სული.
    შენი თვალები ჩემი ტანჯვის გასაღებია,
    ქარი ამ სიტყვებს მიაქანებს ლაბირინთებში.
    ეს გრძელი გზები კიდევ ერთხელ გასავლელია,
    ზოგჯერ ახლოს ხარ, ისე როგორც ღამის სიზმრებში.
ბევრჯერ ვეცადე გავცდენოდი ამ დახშულ კარებს,
რომ ჩემს სურვილებს მოეპარათ შენთვის ღიმილი.
მაგრამ ვერასდროს ვერ ვჯობნიდი ამ გიჟმაჟ ქარებს,
ხელში მრჩებოდა გასაოცრად ბევრი ტკივილი.
    მე მოვყვებოდი შენი კაბის შრიალს მარადჟამს,
    შენი სიტურფე გზაა ჩემთვის მთელი ცხოვრების.
    მაინც ყოველთვის  მე ვრჩებოდი ნაპირს გადაღმა,
    შენ ბილიკი ხარ გადარჩენის, სულის ცხონების.
შენი თვალები ჩემი ფიქრის მწვერვალებს იპყრობს,
მაქვს ნახანძრალი მე საბრალოს ტანჯული გული.
გრძნობის სიგიჟე ახლა ღვთისგან წყალობას ითხოვს,
დღეს შენ გეკუთვნის ჩემი წრფელი, ბავშვური სული...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები