ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დათა
ჟანრი: პოეზია
19 აპრილი, 2009


უშენოდ


                       
                   
              მე მომენატრა ღამის თენება...
              ჩურჩული შენთან.
              და ვით უბელო ცხენის ჭენება...
              ისეთი იყო ეს სიყვარული.
              გულს ისევ მიღრნის დარდი ფარულად;
              ნეტავ რა მინდა?-ვცდილობ გავიგო.
              ჩემმა გრძნობებმა ისევ გამართეს შლეგი მარულა...
              -მშვიდად ამიგო!-მეუბნება ვიღაც გარსია.
              ...ისედაც ვიცი,ყველაფერი ახლა ფარსია;ანაც სიზმარი.
              მაგრამ მაგიჟებს უშენობა!
              შენ აქ არა ხარ...
              გადაგმალეს ალბათ ძიძებმა;
              და ამიტომაც გულგახეთქილს,მე... მეღვიძება!   


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები