 | ავტორი: დებორა ჟანრი: პოეზია 21 აპრილი, 2009 |
ღამე - დადუმებული, გული - დაღამებული. ვერ დადგება წაუსვლელად ჩემი შეყვარებული.
რა მიშველის? თეთრი დანა.
თეთრი დანა, შავი ტარი, თეთრი ხელი, შავი მური, ხელისგულზე - ჯვარი, ჯვარი - გზაჯვარედინი.
მარჯვნივ წავიდეს - წყალში შევიდეს, თევზი დაიხრჩოს, ეს - გამოვიდეს, მარცხნივ წავიდეს - ცეცხლში შევიდეს, რკინა დაიწვას, ეს - გამოვიდეს, წინ წავიდეს - კლდეს შევიდეს, კლდე გაიპოს, გამოვიდეს, დაბრუნდეს და გაიხაროს!
ცაზე მიდის თეთრი კრავი, კრავს დახვდება კარავი, იმ კარავში - არავინ, კიდობანი ოქროსი, კიდობანში - მანანა, ფიცარი და კვერთხი, სასაკმლეში - საკმელი, სასანთლეში - სანთელი, საგულეში - გული!
დილა გაღიმებული, ჩიტი - ამღერებული, ასემც ხარობს, ასემც ლაღობს ჩემი შეყვარებული!
ამინ! ამინ! ამინ!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
21. კარგია.... აი ძველ შელოცვებს გავს რა... :) კარგია.... აი ძველ შელოცვებს გავს რა... :)
20. სასაკმლეში - საკმელი, სასანთლეში - სანთელი, საგულეში - გული! სასაკმლეში - საკმელი, სასანთლეში - სანთელი, საგულეში - გული!
19. მე მომწონს..
5 მე მომწონს..
5
18. პატარავ ძვირფასო! სასიამოვნოდ გაოცებული ვარ ლიტმცოდნეობითი ერუდიციითა და ინტუიციით,ტალანტით,რომელიც აღმოვაჩინე შენში.
ეს პრაქტიკულად,იმგვარი ლექსმცოდნეობით-კრიტიკული ანალიზია,რომელსაც ნებისმიერი ავტორი ინატრებდა. წარმატებები და წარმატებები! პატარავ ძვირფასო! სასიამოვნოდ გაოცებული ვარ ლიტმცოდნეობითი ერუდიციითა და ინტუიციით,ტალანტით,რომელიც აღმოვაჩინე შენში.
ეს პრაქტიკულად,იმგვარი ლექსმცოდნეობით-კრიტიკული ანალიზია,რომელსაც ნებისმიერი ავტორი ინატრებდა. წარმატებები და წარმატებები!
17. და კიდევ დიდი სიამოვნებით გავაკეთებდი რეცენზიას თქვენს ლექსებზე მაგრამ ამის შესაძლებლობას არ იძლევა პორტალის ტექ-მხარე (მე ვერ მოვახერხე) ამიტომ აქ და მოკრძალებულად. და კიდევ დიდი სიამოვნებით გავაკეთებდი რეცენზიას თქვენს ლექსებზე მაგრამ ამის შესაძლებლობას არ იძლევა პორტალის ტექ-მხარე (მე ვერ მოვახერხე) ამიტომ აქ და მოკრძალებულად.
16. ნუ ეს არის ის სიტუაცია სადაც შეგიძლია ისაუბრო რითმაზე, რიტმზე,ლექსის ევფონიურ თვისებაზე და არა მარტო... რაღაც მაგიური რითმაა ქ-ნო ნინო. მაჯამა აშკარად არაა, უფრო ტავტოლოგიურია გამოკვეთილი ფონეტიკური და სემასიოლოგიური თვალსაზრისით. ეს კი ქართულ პოეზიაში მეტად იშვიათი ფაქტია. მე პირადად თითზე ჩამოსათვლელი პოეტები მახსენდება ამ დროს... უფრო ძველ ქართულ პოეზიაში გვხვდებოდა. ულამაზესია ასეთი პოეზია, ულამაზესი... და ყოველივე ამის პატარლელურად ლექსს ალამაზებს ზუსტად გადაზომილი და საჭირო ადგილზე ხაზგასმული ნაკლული რითმები (შენ იცი ეს რას ნიშნავს), რომლების თავის მხრივ აცილებულ კლასიკურ რითმას ანუ არასწორ რითმას წააგავს, რომელიც თავის მხრივ უძლიერესია. ხოლო ლექზის კიდევ უფრო ჩაღრმავებისას ვხვდებით კიდევ ერთ უმთავრეს, მაგრამ მხოლოდ დაკვირვებული თვალისთვის შესამჩნევ მეორე ჯგუფის არასწორი ანუ აცდენილი რითმების (ასონანსების) პირველ მნიშვნელობას, ანუ ასონანსი სტრიქონთა კავშირში. ეს უფრო გარდამავალი პოეზიის ღირსებაა ძველიდან ახლამდე. ძალიან გამიხარდა ეს რომ აღმოვაჩინე რადგად თანამედროვე პოეზია ასეთ სირთულეებს ყურს უყრუებს (აქამდე ასე მეგონა). და ბოლოს საერთო, საბოლოო შინაარსი ლექსისა რამოდენიმე ჟანრის კომბინაცია... თავიდან სამიჯნურო, მოხერხებულად გადასული მისტიურში ( მაგიური, როგორც გითქვამს სათაურშივე) , შემდეგ მსუბუქი რელიგიური და ბოლოს რაღაც უცნაურად შეხმაწყობილი ეს ყველაფერი ერთად (ბოლო ტაეპი განსაკუთრებულად) რამდენი ვილაპარაკე... ალბათ თქვენ კარგად გესმით და იმიტომ... ალბათ კი არა ნამდვილად. მოგვიანებით მოგილოცავთ ქ-ნო ნინო რაც შეეხება სასაკმევლეო , რომ ურჩევიათ თქვენთვის გამეღიმა, მაგას თავისი სახელი აქვს. ესეც რომ არა არარსებული სიტყვის რომელ კვეცაში ამოაგდო ასო "ე" საკვირველია...
ნუ ეს არის ის სიტუაცია სადაც შეგიძლია ისაუბრო რითმაზე, რიტმზე,ლექსის ევფონიურ თვისებაზე და არა მარტო... რაღაც მაგიური რითმაა ქ-ნო ნინო. მაჯამა აშკარად არაა, უფრო ტავტოლოგიურია გამოკვეთილი ფონეტიკური და სემასიოლოგიური თვალსაზრისით. ეს კი ქართულ პოეზიაში მეტად იშვიათი ფაქტია. მე პირადად თითზე ჩამოსათვლელი პოეტები მახსენდება ამ დროს... უფრო ძველ ქართულ პოეზიაში გვხვდებოდა. ულამაზესია ასეთი პოეზია, ულამაზესი... და ყოველივე ამის პატარლელურად ლექსს ალამაზებს ზუსტად გადაზომილი და საჭირო ადგილზე ხაზგასმული ნაკლული რითმები (შენ იცი ეს რას ნიშნავს), რომლების თავის მხრივ აცილებულ კლასიკურ რითმას ანუ არასწორ რითმას წააგავს, რომელიც თავის მხრივ უძლიერესია. ხოლო ლექზის კიდევ უფრო ჩაღრმავებისას ვხვდებით კიდევ ერთ უმთავრეს, მაგრამ მხოლოდ დაკვირვებული თვალისთვის შესამჩნევ მეორე ჯგუფის არასწორი ანუ აცდენილი რითმების (ასონანსების) პირველ მნიშვნელობას, ანუ ასონანსი სტრიქონთა კავშირში. ეს უფრო გარდამავალი პოეზიის ღირსებაა ძველიდან ახლამდე. ძალიან გამიხარდა ეს რომ აღმოვაჩინე რადგად თანამედროვე პოეზია ასეთ სირთულეებს ყურს უყრუებს (აქამდე ასე მეგონა). და ბოლოს საერთო, საბოლოო შინაარსი ლექსისა რამოდენიმე ჟანრის კომბინაცია... თავიდან სამიჯნურო, მოხერხებულად გადასული მისტიურში ( მაგიური, როგორც გითქვამს სათაურშივე) , შემდეგ მსუბუქი რელიგიური და ბოლოს რაღაც უცნაურად შეხმაწყობილი ეს ყველაფერი ერთად (ბოლო ტაეპი განსაკუთრებულად) რამდენი ვილაპარაკე... ალბათ თქვენ კარგად გესმით და იმიტომ... ალბათ კი არა ნამდვილად. მოგვიანებით მოგილოცავთ ქ-ნო ნინო რაც შეეხება სასაკმევლეო , რომ ურჩევიათ თქვენთვის გამეღიმა, მაგას თავისი სახელი აქვს. ესეც რომ არა არარსებული სიტყვის რომელ კვეცაში ამოაგდო ასო "ე" საკვირველია...
15. მადლობა,მართალი ხართ,ილტოსპირელო ძვირფასო! ტექსტი საიდანაც გადმოვიტანე,იქ,ეტყობა,კორექტურა იყო გაპარული და ვერ შემინიშნავს.დაუყოვნებლივ გავასწორებ. მადლობა,მართალი ხართ,ილტოსპირელო ძვირფასო! ტექსტი საიდანაც გადმოვიტანე,იქ,ეტყობა,კორექტურა იყო გაპარული და ვერ შემინიშნავს.დაუყოვნებლივ გავასწორებ.
14. სასარკმლეში - საკმელი,
სიმართლე გითხრათ, აი ეს ადგილი ვერ გავიგე.
"სასარკმლე" მესმის, როგორც ადგილი, სადაც არის სარკმელი, ანუ ფანჯარა.
"საკმელი"-ში უეჭველია საკმეველი უნდა ვიგულისხმოთ, ალბათ.
თუ ეს ჩემი მსჯელობა სწორია, გამოდის რომ სარკმელში, ანუ ფანჯარაში საკმეველიო...
მაგრამ რატომ? რა უნდა სკმეველს სარკმელში?
საკმეველი- სასაკმევლეში -- ასე უფრო სწორი და გამართული არ იქნებოდა?
შეიძლება ვცდები კიდეც, მაგრამ ეგ სტრიქონი თავისი პირველადი სახით მაშინ ჩემთვის მაინც ბოლომდე ბუნდოვანი დარჩება. სასარკმლეში - საკმელი,
სიმართლე გითხრათ, აი ეს ადგილი ვერ გავიგე.
"სასარკმლე" მესმის, როგორც ადგილი, სადაც არის სარკმელი, ანუ ფანჯარა.
"საკმელი"-ში უეჭველია საკმეველი უნდა ვიგულისხმოთ, ალბათ.
თუ ეს ჩემი მსჯელობა სწორია, გამოდის რომ სარკმელში, ანუ ფანჯარაში საკმეველიო...
მაგრამ რატომ? რა უნდა სკმეველს სარკმელში?
საკმეველი- სასაკმევლეში -- ასე უფრო სწორი და გამართული არ იქნებოდა?
შეიძლება ვცდები კიდეც, მაგრამ ეგ სტრიქონი თავისი პირველადი სახით მაშინ ჩემთვის მაინც ბოლომდე ბუნდოვანი დარჩება.
13. ნინო, არ დაგვჩაგრო, კაცებსაც დაგვიწერე ''მაგიური დილისპირული". კლდე გაიპოს, გამოვიდეს, დაბრუნდეს და გავიხარო! ნინო, არ დაგვჩაგრო, კაცებსაც დაგვიწერე ``მაგიური დილისპირული". კლდე გაიპოს, გამოვიდეს, დაბრუნდეს და გავიხარო!
11. ქალბატონო ნინო,განა პოეზია მაგიაა არ არის.სიტყვების მაგია? არაჩვეულებრივად ფლობთ ამ მაგიის ხელოვნებას. :):) ქალბატონო ნინო,განა პოეზია მაგიაა არ არის.სიტყვების მაგია? არაჩვეულებრივად ფლობთ ამ მაგიის ხელოვნებას. :):)
10. ჩემს ღიმილს და კეთილ სურვილებს დავტოვებ აქ. კიდევ 5-ს:) ჩემს ღიმილს და კეთილ სურვილებს დავტოვებ აქ. კიდევ 5-ს:)
9. :)) ყავის ჭიქაში თავმიდებული და გაღიმებულიიიიიიი :)) შენ გაიხარე ნიიინ :) გაკოცეეე :-* :)) ყავის ჭიქაში თავმიდებული და გაღიმებულიიიიიიი :)) შენ გაიხარე ნიიინ :) გაკოცეეე :-*
8. თურქული ყავა.ოღონდ მარჯვენა ხელით.ბოლოში რომ ჩახვალთ, ანუ ერთი ყლუპი რომ დაგრჩებათ, საათის ისრის მიმართულებით სამჯერ დაატრიალეთ,ლამბაქზე დაამხეთ,აცადეთ, ძირი გაუგრილდეს,თუმცა ძალიან ნუ გამოაშრობთ,კედლებს თვალიერებას ნუ დაუწყებთ,პირდაპირ მარცხენა ცერი ჩაყავით ჭიქის ძირში,ერთხელ მოატრიალეთ!გამოჩნდება სარკე.ჩაიხედავთ შიგ და დაინახავთ, შეყვარებულთან თავმიდებული როგორ იღიმებით. /კაცებს ეს ჩვენი მაგიური ამბები არ გააგებინოთ,დაფრთხებიან!/ თურქული ყავა.ოღონდ მარჯვენა ხელით.ბოლოში რომ ჩახვალთ, ანუ ერთი ყლუპი რომ დაგრჩებათ, საათის ისრის მიმართულებით სამჯერ დაატრიალეთ,ლამბაქზე დაამხეთ,აცადეთ, ძირი გაუგრილდეს,თუმცა ძალიან ნუ გამოაშრობთ,კედლებს თვალიერებას ნუ დაუწყებთ,პირდაპირ მარცხენა ცერი ჩაყავით ჭიქის ძირში,ერთხელ მოატრიალეთ!გამოჩნდება სარკე.ჩაიხედავთ შიგ და დაინახავთ, შეყვარებულთან თავმიდებული როგორ იღიმებით. /კაცებს ეს ჩვენი მაგიური ამბები არ გააგებინოთ,დაფრთხებიან!/
7. და მერე ყავა მივაყოლოო? თუ რამე ხილის წვენიი? ;;) და მერე ყავა მივაყოლოო? თუ რამე ხილის წვენიი? ;;)
6. დილით,უზმოზე. დილით,უზმოზე.
5. :)) მართლაა??? ;;) აბა დავიზეპირეებ :P და დღის რომელ მონაკვეთში ჯობია... ;) :)) მართლაა??? ;;) აბა დავიზეპირეებ :P და დღის რომელ მონაკვეთში ჯობია... ;)
4. პირდაპირი ჭრა აქვს შეყვარებულის დასაბრუნებლად.გამოცდილი და უტყუარია! პირდაპირი ჭრა აქვს შეყვარებულის დასაბრუნებლად.გამოცდილი და უტყუარია!
3. ჰო,მეც შელოცვის ასოციაცია აღმიძრა,ადრე ბებო ჩამისვამდა კალთაში და იწყებდა: ,,ალისასა,მალისასა, შეგილოცავ თვალისასა:)"
და საინტერესოდ გრძელდებოდა...:) ჰო,მეც შელოცვის ასოციაცია აღმიძრა,ადრე ბებო ჩამისვამდა კალთაში და იწყებდა: ,,ალისასა,მალისასა, შეგილოცავ თვალისასა:)"
და საინტერესოდ გრძელდებოდა...:)
2. რაღაც შელოცვისნაირია :) და ნეტა რას უხდებაა :P რაღაც შელოცვისნაირია :) და ნეტა რას უხდებაა :P
1. ღამე - დადუმებული, გული - დაღამებული. ვერ დადგება წაუსვლელად ჩემი შეყვარებული. 5 ღამე - დადუმებული, გული - დაღამებული. ვერ დადგება წაუსვლელად ჩემი შეყვარებული. 5
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|