ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: D_ურაკელი
ჟანრი: პროზა
11 სექტემბერი, 2009


ი\\\'მ ტჰე გოდ ( ბლა ბლა ბლა და ლა ლა ლა)

ახალი ნაწარმოების დამატება.
ღმერთო ჩემო რა ადვილია..
შემოდიხარ და უბრალოდ იწყებ ახალ ნაწარმოებს სრულიად გაუაზრებლად... ისეთი შთაბეჭდილება მრჩება რომ აზრები ჩემგან გარბიან და მეც მივსდევ და თითო-ოროლას ვიჭერ. ზოგი სად მემალება, ზოგ სად აფარებს თავს და ასე, სად არ წავაწყდები ხოლმე, ანტარქტიდაზე.. პაპუასებთან.. აფრიკაში, ბუდღუზონიელ ველურებთან როკვისას..
ისინი გაფანტულნი არიან ჯერ მთელ დედამიწაზე და შემდეგ გალაქტიკაში.. უიჰ.. აი ხომ ხედავთ, ნაწარმოებს გამოვეკიდე და ნაწვალები გამომივიდა.. მომიტევოს იმ ადამიანის ტვინმა ვისი სახელითაც ვაზროვნებ ახლა.. ეს მე ვარ, მე ისიც ვარ, მე ბევრი ვარ, უამრავი ვარ.. ყველგან ვარ და ფეხებზე მკიდია ტაფტოლოგია..
                22/4/2009            00:05

(მერე ავცდით ერთმანეთს , ვიქნებოდით სადმე ან სადღაც ცალ-ცალკე და ყოველდღე ხდებოდა რაღაც, ან იქნებ არც არაფერი?მერე აირდაირია დრო)
მაგრამ...
_ ALL IN ONE ვარ და ჩემი ერთ-ერთი პერსონაჟია გიჟი? უბრალოდ აკლიმატიზაცია უნდა განვიცადოთ, შეიძლება არც შეგვიცვლია გარემო, მაგრამ თვითონ გარემო შეიცვალა და ჩვენც ცვლილებას გვთხოვს და..
_ALL IN ONE ეგ ყველაზე მაგარია
როცა წუთობრივად იცვლება განწყობა და სხვადასხვანაირი ხდები .მაგრად რომ გკიდია როცა შენი არ ესმით...აუ რეებს ვბოდავ ხო არ იცი?
ხან მარტივად ვიყურები თვალებიდან, ხან კი \\\"ლუსტრაზე\\\" ჩამოკიდებული აბლაბუდის ძაფებსაც კი ვუკვირდები და ვიბლანდები.
(თუმცა სახლში ცოცხიც მაქვს)


_არადა შენ არც კი იცი რომ შენში ეს აბურდულობა მიყვარს როგორც მსოფლიოს დიდი აბლაბუდა: WWW... შენ გაბრუებული ხარ უბრალოდ.. გეყოფა სუნთქვა, რამდენიმე წამით მაინც შეწყვიტე გაუთავებელი გულისცემა, ნუთუ არ მოგბეზრდა ეს ერთფეროვანი არითმია,  მე შენ მიყვარხარ.. ჰო, დაე გებანალურვინებოდეს ეს სიტყვები.. მე მიყვარხარ..


(_შენი ნაწერი წაშალე თუ მომეჩვენა ?
_წავშალე? ან იქნებ არც ყოფილა და მოგეჩვენე რომ იყო..
_არა, ნამდვილად მახსოვს რომ იყო .
_როგორ ხარ?
_ცოცხალი ვარ...  )

(პახაბნობის გარეშე)

_არაფერი საინტერესო და ახალი. ძალიან უინტერესოდ მიდის ეს ბოლო ერთი კვირა. იმდენად გავს ყოველი დღე ერთმანეთს ხან მგონია ,რომ  მომდევნო დღე არ თენდება , ცხოვრების ერთი ჩვეულებრივ დღეში ვარ აღბეჭდილი, შავ თეთრ ფირზე , დრო გაიყინა... და ეს ერთი დღე რომელიც  25 საათია ,ეხვავა უკან და ახლიდან იწყება...

_მე არასდროს ვსაუბრობ საინტერესოდ, იმიტომ უფრო მეტს ვფიქრობ იმაზე, რაზე ვისაუბრო ვიდრე რაზე ვსაუბრობ.
ისე დღეები მართლა საშინლად გვანან ერთმანეთს ამ ბოლო დღეებში, მაგრამ მჯერა ეს ყველაფერი იმიტომ რომ მერე იყოს ძალიან განსხვავებული. აი, ცოტაც; სულ ცოტაც ... დიდი ცვლილებები იგეგმება ჩვენს ცხოვრებებში, ცოტაც და ადამიანებთან ისევ მექნება ურთიერთობა? საოცარია, რა ენაღვლებათ ადამიანებს .

(ჩვენ გვჯერა, ან არ გვჯერა)

_სად დაიტიე ამდენი? ფიზიკური მონაცემებით თუ ვიმსჯელებთ ...
მე უკვე საერთოდაც აღარ მინდა საუბარი.
ჩუმად ვარ და ვიგროვებ ჩემში ყველა სიტყვის ემოციას და ერთ დღეს, ალბათ სწორედ იმ დღეს, როდესაც \\\"დაგეგმილი ცვლილებები\\\" მოქმედებაში შევა? აი ალბათ მაშინ ბუუუუმ
არადა ჩემი ფიზიკური მონაცემებითაც თუ ვიმსჯელებთ... მარა შეგვძლებია.

_მაგრამ ისე, რატომ უნდა აიფარო პირზე ხელი თუ გეყვირება.. უნდა მოვითმინო? . ყველაფერი მარტივია, როცა საკუთარი ნასკის სუნი მაწუხებს ცას ვუყურებ ხოლმე ან ჭერს და ზევით არაა სუნი.. რა პოეტური ვარ ღმერთო ჩემო..
თან რა სკანდალური ვარ . ვერ გადავეჩვიე..
სახსრებში გახსნილობას განვიცდი აქტიურად, რამდენ რამეს განვიცდი, როგორ ამბობენ? ნწ ნწ ნწ?
გემრიელია არაყი და მარწყვი. არ დაგიმალავ და მომენატრა ლაპარაკი და კიდევ..
არა, რა სისულელეა..
ისევ ვიგრძენი ღვიძლი, გული და ბრმა ნაწლავი.. ვიცოცხლებ  გპირდები.
არა მაინც რა მგრძნობიარე ვარ.
გრენდაიზერ!
ჩააართე მბურღველი.. წინ წინ წიიიინ.

_რა მნიშვნელობაა რა დროს რა იყო? ისევ იქედან იწყება სადაც დამთავრდა.
ვერ დაგელოდები ძალიან გეჩქარებოდა.
იჩქარე, ჩვენ ვქვეყნდებით და მეც დაგეწევი ალბათ.






კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები