ადამ! ჩემს პირველ წინაპარს გიხმობ უსასრულობის მდუმარ ჟამიდან, მოწვეთავს ცრემლი, ლოდების სისხო, იღვრება სისხლი უფლის ტანიდან.
ხან ბნელს უმზერდი, ხან კიდევ _მზისფერს, დრო გაავებულ ქარივით გდევდა, გზებზე უგონოდ დაცვენილ ნიღბებს ციებასავით შეჰყრიათ ელდა.
ცხოვრება იქცა მოსაწყენ ფარსად, წუთიერ ყოფის ქაოსში ჩარჩი, ვინც მარადიულ რჩებოდი მგზავრად, გერქვა ბერი თუ იყავი ჩარჩი.
იცხოვრო უნდა უფლის გულისთვის, ხანმა რამდენი ცრემლი გადინა, ევას ცდუნებამ ხე ცნობადისთვის სამოთხე როგორ დაკარგვინა?!
ევამ რაც სცოდა ეს ყველამ ვიცით, შენ ის მითხარი, არის საშველი?! მძიმდები სოფლის ბებერი სიძვით, მიკვირს, აქამდე როგორ გაძელი?
კი, ეშმაც იყო სულში მყოფელი, თუმც ღმერთთან მეტი გქონდა საერთო, მოსაწყენია წუთისოფელი, კაცი რაღაცით უნდა გაერთო.
რა შეიცვალა?! მაცდური თვალი გდარაჯობს ბებერ თავსასთუმალთან; ისევ გწყურია ომი და ქალი, ისევ ცოდვილი დგახარ უფალთან.
რა შეიცვალა?! ოფლითა შენით დაირჩინეო, საბრალოვ თავი, კეთილს როცა იქმ, აღარ გაშინებს ყმა არსაკიძის მოჭრილი მკლავი?! *** კითხვები იქნებ უფრო რთულია ხოლო პასუხი არის მარტივი, და როცა ფიქრობ, დასასრულია, თურმე საკუთარ აწმყოს დასტირი.
ისევ იზრდება ცისაკენ ტოტი, მდინარეც ისევ ბორგავს თავისით, ისევ ცდუნდება ევათი ადამ ჩვეულებრივი ძველი ხალისით.
ადამ! გვითხარი ვინ დაგიგულა, რა არის შენი არსი, მიზანი, ხან ღვთის სათნო ხარ, ხან კალიგულა, ისე რთული ხარ, ვერ შეგიცანი.
ზოგი ნიღაბი ისე მძიმეა, შენ დაიღალე არ გყოფნის ძალა, როცა ქვეყანას ჩალა ახურავს და ნახირისთვის არ ჰყოფნით ჩალა.
სად დასრულდება ეს ხეტიალი, სად არის შენი ბოლო სავანე, უფლის სამეფო წუთისოფელი, რა ჰქენი, ადამ, რას დაამგვანე?
*** სიკვდილი _ აი, ჭეშმარიტება, რომელსაც ხედავ და ვერ იჯერებ, და როცა ფიქრობ, უნდა აფრინდე, კუს ნაბიჯებით მოდის სიბერე.
ხან მზეა მწველი, ხან _ ეშაფოტი, ხან მდინარეზე ავი ნისლია, შენ შეგიძლია იყო ნაფოტი, მეტი რა გზაა, რა შეგიძლია?!
რა გჭირდებოდა? _ ცოტა იმედი, ცოტა სინათლე და ცოტა წყალი, პურის ნატეხი, ისიც მცირედი, და მოერთგულე ღვთის სათნო ქალი.
სიცოცხლე რაა? _ ისიც ხიდია, ამა სოფლიდან ზესთასოფლისთვის, ჩვენთა ვნებათა, ჩვენთა გზნებათა, ჩვენთა საწუხართ უარყოფისთვის.
გრძელდება ომი... სიკვდილ-სიცოცხლის რინგზე კვლავ რჩება მეტოქე ორი, იცი? სულ პირველ ნაბიჯს რომ ადგამ, აღარც საფლავის ქვა არის შორი... *** შენ მიდიოდი, ნიღბების გროვა ეყარა გზაზე, როგორც ლოდები, და ვიდრე წახვალ, იფიქრო დროა, სად, რომელ სამანს უახლოვდები.
აპოკალიფსი _ ამა სოფლისთვის გაფრთხობს თუ ისევ გიჩენს იმედებს, თუ ისევ ელი ცოდვილ მოდგმისთვის უფალი ხსნას რომ გამოიმეტებს.
წარსული მუდამ დამნაშავეა, ან იქნებ სულაც არის მართალი, აწმყო ოცნების სასაფლაოა, ვინ ჰპოვოს შვება ან სამართალი.
უმზერს დრო ასე ავად მსახვრავი, შენს აღზევებას ანდა ხარაკირს, ცოდვის წილ რაიც გერგო სახრავი, ლოტის ერთ ცრემლის ფასად არა ღირს.
პოეტი რაა? _ ისიც ხიდია, ბრმები ცეცებით რომ გადადიან, წუთისოფელი ერთი გაფრენა და კვამლისფერი ერთი დარდია.
ტკივილი რაა?... სისხლი სდის ცხოვარს, უარყოფილი, მოკლული ლირა, _ ჰა, ლონგინოსმა ჯვარცმულ მაცხოვარს ფერდში ჰკრა შუბი და აატირა.
ის სისხლი წვეთავს, ჟამი ტიალი... და დედამიწაც წრიალებს ცოდვის, როდის შეწყდება ეს ხეტიალი, სხვა გალაქტიკებს შევრჩებით როდის? *** გილგამეშიდან გაგარინამდე, ფირდოუსიდან კობო აბემდე, შენ უნდა იდგე უფლის მორჩილი, აგურს აგურზე უნდა ადებდე.
ჭეშმარიტება _ აი, საზრისი, რომელსაც ეძებ და ვერ იპოვნი, რა რჩება ბოლოს, თუ ისიც ჰქრება ფერი, ბგერა თუ ერთი სტრიქონი?
ვერ გაექეცი ცხოვრების ავ სუსხს, იყავ ომში თუ ჯვართან იდექი. კითხვა, რომელიც შეიცავს პასუხს, მოსაძებნია კითხვა ისეთი.
მე ბევრს ვიცნობდი ცნობილ სატანებს, თეთრ კვარცხლბეკებზე მროკავ მამონებს, ყინვის საცერში რომ გაგვატარეს, გვასაპყარეს და ისე გვამონეს.
კვლავ იღვანცალო ახალ კერპისთვის, ეგ რა ველური, ავი ჟინია, რწმენა რომ კვდება, აი, სადარდო, ხორცი რომ კვდება, ნუ გეშინია. *** პლატონს ზრდიდი თუ რუსთაველს ზრდიდი, არტემიდას თუ ხახულს აგებდი, დღეს საით მიდის ეგ შენი ფიქრი, ხომ არ დაშვრი და ხომ არ დაბერდი?
...ეგ სიმართლეა, _ მე ასე ვგონებ, მტკიცედ დექ! _ ისევ გვმოძღვრავს უფალი, ან სხვას იმონებ, ან თავად ჰმონებ, სადღაა სული თავისუფალი.
პირველად იყო სიტყვა, რომელიც გადაარჩენდა ცოდვილ სამყაროს, ხვალ რას გვიმზადებს მამა უფალი, ამ დილეგიდან სადღა გაგვყაროს?
და დედამიწა, ცოდვილი სახლი, ხმაურობს, შფოთავს, წვალობს და იბრძვის, კვლავ გაუცემი რჩება პასუხი, რისთვის, მამაო, მითხარი, რისთვის?
...ადამ, ხომ გესმის ჩემი ძახილი, სამყაროს ქმნიდან რაც რომ მოდიხარ, აღსავლის კართან მორცხვად დახრილი, კვლავ უფლის ერთი წვეთი მგონიხარ.
რას ფიქრობ, ადამ, სად აქვს სასრული, ამ შენს ხმასუსტ და სევდიან სოლოს, ბედისწერასთან შეგუებული ბედისწერასთან მარცხდები ბოლოს.
იქნებ მე ვცდები და დამარცხება შენს გზას აროდეს არ უწერია, დილით რომ გულზე მზე დაგაცხრება უნდა იყვირო მშვენიერია!
დაცემისთვის და აღსარებისთვის იქნებ ფერმნათი დილა დაიწყო, ორთავ სოფელში გამარჯვებისთვის ვალდებული ხარ, ადამ, მზად იყო!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
20. დიდებულია5555 დიდებულია5555
19. ნებისყოფა რა საჭიროა... აქ ლექსი თავად გაკითხებს თავს...წყალივით მირაკრაკებს... და გულს აფიქრებს, გულს... და რა იმედით ამავსო... ამ წუთისოფლის გაუსაძლის ორომტრიალიში.... :):):) ნებისყოფა რა საჭიროა... აქ ლექსი თავად გაკითხებს თავს...წყალივით მირაკრაკებს... და გულს აფიქრებს, გულს... და რა იმედით ამავსო... ამ წუთისოფლის გაუსაძლის ორომტრიალიში.... :):):)
18. დავით შენი ლექსები ყოველთვის გამოირჩევა დახვეწილობით. მომეწონა
პირველად იყო სიტყვა, რომელიც გადაარჩენდა ცოდვილ სამყაროს, ხვალ რას გვიმზადებს მამა უფალი, ამ დილეგიდან სადღა გაგვყაროს?
ეს განსაკუთრებულად მომხვდა გულზე :) დავით შენი ლექსები ყოველთვის გამოირჩევა დახვეწილობით. მომეწონა
პირველად იყო სიტყვა, რომელიც გადაარჩენდა ცოდვილ სამყაროს, ხვალ რას გვიმზადებს მამა უფალი, ამ დილეგიდან სადღა გაგვყაროს?
ეს განსაკუთრებულად მომხვდა გულზე :)
17. სულმოუთქმელად იკითხება თავიდან ბოლომდის,დიდებული,ბრწყინვალე და უდიდესი ემოციური მუხტის მატარებელი ლექსია უ.ს. ლირიკული პოემა,დიდი ხანია ასეთი გულწრფელი,მშვენიერი და თემატურად დინამიური ნაწარმოები არ წამიკითხავს.გილოცავ პოეტო, სიზიფეს ლოდს მოერიეთ! სულმოუთქმელად იკითხება თავიდან ბოლომდის,დიდებული,ბრწყინვალე და უდიდესი ემოციური მუხტის მატარებელი ლექსია უ.ს. ლირიკული პოემა,დიდი ხანია ასეთი გულწრფელი,მშვენიერი და თემატურად დინამიური ნაწარმოები არ წამიკითხავს.გილოცავ პოეტო, სიზიფეს ლოდს მოერიეთ!
16. აბა რა გითხრა პოეტო, პოეტი ხარ! 5 აბა რა გითხრა პოეტო, პოეტი ხარ! 5
15. ხან ღვთის სათნო ხარ, ხან კალიგულა, ისე რთული ხარ, ვერ შეგიცანი.
ეგრეა.. 5 და 5 ხან ღვთის სათნო ხარ, ხან კალიგულა, ისე რთული ხარ, ვერ შეგიცანი.
ეგრეა.. 5 და 5
14. :) პოეტს სალამი და რომ მეცალოს ერთი დაწვრილებით გავიგებდი რას დადიხარ ამ მიტინგებზე:) ლექსი კარგი, როგორიც ყოველთვის და ჩემი შეფასებაც მაქსიმუმი :) პოეტს სალამი და რომ მეცალოს ერთი დაწვრილებით გავიგებდი რას დადიხარ ამ მიტინგებზე:) ლექსი კარგი, როგორიც ყოველთვის და ჩემი შეფასებაც მაქსიმუმი
13. ის სისხლი წვეთავს, ჟამი ტიალი... და დედამიწაც წრიალებს ცოდვის, როდის შეწყდება ეს ხეტიალი, სხვა გალაქტიკებს შევრჩებით როდის? 5!
ის სისხლი წვეთავს, ჟამი ტიალი... და დედამიწაც წრიალებს ცოდვის, როდის შეწყდება ეს ხეტიალი, სხვა გალაქტიკებს შევრჩებით როდის? 5!
12. დავით ჩემო, ახლა იმფერი მთვრალი ვარ ამის წაკითხვას ვერშევძლებ ნაღდად, მარა გპირდები ხვალ აუცილებლად წავიკითხავ!
P.S. საკანში სიმპათიურად გამოიყურებოდი :D დავით ჩემო, ახლა იმფერი მთვრალი ვარ ამის წაკითხვას ვერშევძლებ ნაღდად, მარა გპირდები ხვალ აუცილებლად წავიკითხავ!
P.S. საკანში სიმპათიურად გამოიყურებოდი :D
11. უდავოდ კარგია! უდავოდ კარგია!
10. ამ საღამოს მხოლოდ ამ ლექსისთვის ღირდა აქ შემოხეტება. შესანიშნავი კი არა, უშესანიშნავესია. ამ საღამოს მხოლოდ ამ ლექსისთვის ღირდა აქ შემოხეტება. შესანიშნავი კი არა, უშესანიშნავესია.
9. შესანიშნავია. შესანიშნავია.
8. კითხვა, რომელიც შეიცავს პასუხს, მოსაძებნია კითხვა ისეთი.
ორთავ სოფელში გამარჯვებისთვის ვალდებული ხარ, ადამ, მზად იყო!
ბედისწერასთან შეგუებული ბედისწერასთან მარცხდები ბოლოს.
მთავარია სულისკვეთება არ დამარცხდეს რწმენა რომ კვდება, აი, სადარდო, ხორცი რომ კვდება, ნუ გეშინია.
გაიხარეთ და გაძლიერდით, კარგო ადამ!-იანო!!!
კითხვა, რომელიც შეიცავს პასუხს, მოსაძებნია კითხვა ისეთი.
ორთავ სოფელში გამარჯვებისთვის ვალდებული ხარ, ადამ, მზად იყო!
ბედისწერასთან შეგუებული ბედისწერასთან მარცხდები ბოლოს.
მთავარია სულისკვეთება არ დამარცხდეს რწმენა რომ კვდება, აი, სადარდო, ხორცი რომ კვდება, ნუ გეშინია.
გაიხარეთ და გაძლიერდით, კარგო ადამ!-იანო!!!
7. მოგვიანებით შეიძლება წაკითხვაც შევძლო... ახლა კი, უბრალოდ, მინდა გითხრათ _ გამეხარდა იქ რომ დაგინახეთ გუშინ, სადაც, მჯერა, რომ სიმართლე დგას! მოგვიანებით შეიძლება წაკითხვაც შევძლო... ახლა კი, უბრალოდ, მინდა გითხრათ _ გამეხარდა იქ რომ დაგინახეთ გუშინ, სადაც, მჯერა, რომ სიმართლე დგას!
6. კითხვები იქნებ უფრო რთულია ხოლო პასუხი არის მარტივი, და როცა ფიქრობ, დასასრულია, თურმე საკუთარ აწმყოს დასტირი.
რწმენა რომ კვდება, აი, სადარდო, ხორცი რომ კვდება, ნუ გეშინია!....
ბრავო, დავით! 5
კითხვები იქნებ უფრო რთულია ხოლო პასუხი არის მარტივი, და როცა ფიქრობ, დასასრულია, თურმე საკუთარ აწმყოს დასტირი.
რწმენა რომ კვდება, აი, სადარდო, ხორცი რომ კვდება, ნუ გეშინია!....
ბრავო, დავით! 5
5. გამოგყვებით დავით!!! მომეწონა!!! გამოგყვებით დავით!!! მომეწონა!!!
4. რწმენა რომ კვდება, აი, სადარდო, ხორცი რომ კვდება, ნუ გეშინია
მორაკრაკებს :) რწმენა რომ კვდება, აი, სადარდო, ხორცი რომ კვდება, ნუ გეშინია
მორაკრაკებს :)
3. ძალიან კარგია,
დაცემისთვის და აღსარებისთვის იქნებ ფერმნათი დილა დაიწყო, ორთავ სოფელში გამარჯვებისთვის ვალდებული ხარ, ადამ, მზად იყო!
ძალიან კარგია,
დაცემისთვის და აღსარებისთვის იქნებ ფერმნათი დილა დაიწყო, ორთავ სოფელში გამარჯვებისთვის ვალდებული ხარ, ადამ, მზად იყო!
2. კითხვები იქნებ უფრო რთულია ხოლო პასუხი არის მარტივი, და როცა ფიქრობ, დასასრულია, თურმე საკუთარ აწმყოს დასტირი.
წყალივით იკითხება... თავისით მიდის... კითხვები იქნებ უფრო რთულია ხოლო პასუხი არის მარტივი, და როცა ფიქრობ, დასასრულია, თურმე საკუთარ აწმყოს დასტირი.
წყალივით იკითხება... თავისით მიდის...
1. თვეში ერთხელ საიტზე ვდებ მონიტორისათვის შეუფერებელი ზომის დიდ ნაწარმოებს. ვისაც ნებისყოფა გაქვთ გამომყევით "ადამის გზაზე". თვეში ერთხელ საიტზე ვდებ მონიტორისათვის შეუფერებელი ზომის დიდ ნაწარმოებს. ვისაც ნებისყოფა გაქვთ გამომყევით "ადამის გზაზე".
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|