ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მატასი
ჟანრი: პოეზია
24 აპრილი, 2009


დაღლილი წვება.
ბრაზობს.
ემოციები, საკუთარი თავი
და ცრემლები ახჩობს.
ნერვებზე აცვამ
ყველა ფიქრს
და ზარებსაც აქსოვ,
დღეს აღარ იცის
უყვარხარ
თუ უბრალოდ ართობ?!

ნუთუ კვლავ დაგთმობს?

გივიწყებს სადღაც,
სადაც შუაღამეს
წუთები აკრთობს.
ხუთიც და მალე გადააბიჯებს
კიდევ ერთ ასოს.
შენ კი არ ჩანხარ,
დავიწყებას სასმელში ახრჩობს.
თბილ სიტყებს აქრობს
და მოგონებებს შემოახვია
შავთეთრი მანტო.

დათვრა და

დაგთმო.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები