რაღა უნდა მიყო, მტერო, მაშინც ვტირი, როცა ვმღერი, აქეთ _ თათრის ყურანი მგლეჯს, იქით _ რუსის ხიშტის წვერი.
გულში ბოღმა ჩამისახლდა, ჟამი ესე მექცა ფარსად, მე რომ გოგო შევიყვარე, თათრის ფაშის დგება ხასად.
მე რომ ბიჭი ძმად ვიგულე, მტრის ტაბლასთან მოყვრად მჯდარი, აქეთ მკლავს და აქეთ მპარავს, ვაი, ჩვენი ცოდვის ბრალი.
და მახელებს გრძნეული ხმა, ტაძრის ყოველ ლოდზე ბზარი, გორს და ზუგდიდს იქით უკვე საქართველო აღარ არი.
და სარჩოსთვის ქუჩაში მდგარს, სახეში სცემს ქარი, მტვერი და ნათლობის ჯვრებით ვაჭრობს ჩემი გაძარცული ერი.
რაღა უნდა მიყო, მტერო, მაშინც ვტირი, როცა ვმღერი, აქეთ _ თათრის ყურანი მგლეჯს, იქით _ რუსის ხიშტის წვერი.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
45. მომწონს თქვენი შემოქმედება :)) მომწონს თქვენი შემოქმედება :))
44. ++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++ ++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++
40. როცა ყველა ასე იფიქრებს, მაშინ ვეღარაფერს დაგვაკლებს მტერი. ლექსი ძალიან მომწონს. როცა ყველა ასე იფიქრებს, მაშინ ვეღარაფერს დაგვაკლებს მტერი. ლექსი ძალიან მომწონს.
39. ემოციური და დროული 555555 ემოციური და დროული 555555
38. ყოჩაღ!!! მე არაფერი მეთქმის!!! ყოჩაღ!!! მე არაფერი მეთქმის!!!
37. ძლიერი ხარ, ლექსითაც და ემოციური მუხტითაც. ძლიერი ხარ, ლექსითაც და ემოციური მუხტითაც.
36. და მახელებს გრძნეული ხმა, ტაძრის ყოველ ლოდზე ბზარი, გორს და ზუგდიდს იქით უკვე საქართველო აღარ არი. :-( და მახელებს გრძნეული ხმა, ტაძრის ყოველ ლოდზე ბზარი, გორს და ზუგდიდს იქით უკვე საქართველო აღარ არი. :-(
35. ასე გულწრფელი.... ასე ნაღდი ...რა დიდი ტკივილით ავსებულა გული ნატანჯი..... ასე გულწრფელი.... ასე ნაღდი ...რა დიდი ტკივილით ავსებულა გული ნატანჯი.....
34. რაღა უნდა მიყო, მტერო, მაშინც ვტირი, როცა ვმღერი, -მიყვარს თქვენი ალალი ტკივილი...5 რაღა უნდა მიყო, მტერო, მაშინც ვტირი, როცა ვმღერი, -მიყვარს თქვენი ალალი ტკივილი...5
33. ერთი, უფლის ჯარში ჩავდგეთ დავით! მერე, ნახე ჩვენი მტერის ცოდვის ბრალი!
ერთი, უფლის ჯარში ჩავდგეთ დავით! მერე, ნახე ჩვენი მტერის ცოდვის ბრალი!
32. ტკივილი-სამშობლო... ღმერთმა უმრავლოს საქართველოს თქვენისთანა ადამიანები! ტკივილი-სამშობლო... ღმერთმა უმრავლოს საქართველოს თქვენისთანა ადამიანები!
31. გორს და ზუგდიდს იქით უკვე საქართველო აღარ არი.
ეჰ,მართალია :( გორს და ზუგდიდს იქით უკვე საქართველო აღარ არი.
ეჰ,მართალია :(
29. მე რომ გოგო შევიყვარე, თათრის ფაშის დგება ხასად.
:(
კარგია ბატონო დავით მე რომ გოგო შევიყვარე, თათრის ფაშის დგება ხასად.
:(
კარგია ბატონო დავით
28. დიახ დავით, რა თქმა უნდა, გეთანხმები ექსტრემისტი და ტერორისტული ჯგუფების მიერ განხორციელებული ქმედებების, ყურანში მოცემული სიტყვებით გამართლების მცდარობის შესახებ ,,
რა თქმა უნდა,, გეთანხმები,, ბევრ მუსულმან ადამიანს შევხვედრივარ,, ბევრიც მისაუბრია მათთან და საინტერესოდაც,,
მოკლედ, ამ დილაადრიან , ფინჯანი ყავის მირთმევის ნაცვლად ამხელა საუბრები გამოგვივიდა, :D თუმცა მე საინტერესო მომენტები დავინახე შენს კომენტარებში და ლექსშიც, რა თქმა უნდა,,
მშვიდობიან და წარმატებულ დღეს გისურვებ :)
საუკეთესო სურვილებით, მაჰათმა განდი. არწივი.
დიახ დავით, რა თქმა უნდა, გეთანხმები ექსტრემისტი და ტერორისტული ჯგუფების მიერ განხორციელებული ქმედებების, ყურანში მოცემული სიტყვებით გამართლების მცდარობის შესახებ ,,
რა თქმა უნდა,, გეთანხმები,, ბევრ მუსულმან ადამიანს შევხვედრივარ,, ბევრიც მისაუბრია მათთან და საინტერესოდაც,,
მოკლედ, ამ დილაადრიან , ფინჯანი ყავის მირთმევის ნაცვლად ამხელა საუბრები გამოგვივიდა, :D თუმცა მე საინტერესო მომენტები დავინახე შენს კომენტარებში და ლექსშიც, რა თქმა უნდა,,
მშვიდობიან და წარმატებულ დღეს გისურვებ :)
საუკეთესო სურვილებით, მაჰათმა განდი. არწივი.
27. ძვირფასო, განდი, თქვენი კომენტარის ყველა მოსაზრებაში გეთანხმებით. მეც ასევე ავღნიშნე ექსტრემისტმა ისლამისტებმა დამახინჯებულად აღიქვეს- მეთქი ყურანის ეს ადგილი. მიუხედავად ჩვენი ერის მწარე ისტორიული გამოცდილებისა, ამაშიც მგონი დამეთანხმებით, ჩვენი ერის ერთ-ერთი გამორჩეულად კარგი თვისება არის _ ტოლერანტობა!! ძვირფასო, განდი, თქვენი კომენტარის ყველა მოსაზრებაში გეთანხმებით. მეც ასევე ავღნიშნე ექსტრემისტმა ისლამისტებმა დამახინჯებულად აღიქვეს- მეთქი ყურანის ეს ადგილი. მიუხედავად ჩვენი ერის მწარე ისტორიული გამოცდილებისა, ამაშიც მგონი დამეთანხმებით, ჩვენი ერის ერთ-ერთი გამორჩეულად კარგი თვისება არის _ ტოლერანტობა!!
26. დავით, მოგესალმები :)
რა თქმა უნდა ჯიჰადის გაგება მრავალნაირად შეიძლება,, მე როგორც ვიცი (შეიძლება ვცდები) ჯიჰადი არ არის მარტო "საღვთო ომი სარწმუნოების გავრცელებისათვის, დაღუპული არაბები კი სამოთხეში ხვდებიან",, არამედ მას სულ სხვა დატვირთვა აქვს იმ წმინდა წიგნში რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ, (არის 4 მხარე ჯიჰადისა, ერთ-ერთია მათ შორის რელიგიის იარაღით დაცვა, )
რა თქმა უნდა, ვისაც როგორ უნდა ისე გამოიყენებს ნებისმიერ პარაგრაფს ყურანიდან, ისევე როგორც, ბიბლიაში ნათქვამია მრავალი ფრაზა რომელიც რელიგიური მხრით თუ არ მოვიდგებით, შეიძლება სულ სხვა მოწოდება დავინახოთ, სისხლი და ასე შემდეგ,,,
ტერორისტული ორგანიზაციები, რომლებიც ყურანში მოცემულ ბრწკალებს იეყენებენ ადამიანთა სისხლის დასაღვრელად, არიან მოკვეთილები თვითონ მუსულმანური საზოგადოებბის მიერ,, ვინც ჯიჰადს იყენებს სხვისი სისხლის დასაღვრელად იგი შეურაცყობს წმინდა წიგნს,,
ისტორიას თუ გადავხედავთ და ამ წერტილიდან გამოვიტანთ დასკვნას, მაშინ შეუსაბამო იქნება ჩვენი მომავლის განსაზღვრა,, თურქეთი არც თუ მთლად ჩვენდამი კეთილად განწყობილი მეზობელი იყო ისტორიულად,, თUმდა დღეს თურქეთზე ახლო მეზობელი მითხარი რომელია ?? ვაჭრობის სიხშირე, მოგზაურობის სიადვილი სტამბულის გავლით, აქტიური ეკონომიკური ურთიერთობები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ,,
ფაქტები მოწმობს რომ დღევანდელ საუკუნეში ცოტა სხვა პრიორიტეტები დგას,,,
ისევე როგორც, ჩვენ გვინდა რომ პატივი სცეს უცხომ ბიბლიას და ვერ ვიგუებთ მასზე რაიმე არსწორის თქმას, მე ვისურვებდი რომ მუსულმანების წმინდა წიგნზე იგივე მიდგომა დაფიქსირდეს და ზოგადად არ იქნას გაიგივებული მუსულმანური რელიგია როგორც ჯიჰადი და ვიღაცის კვლა,,,
მე არ მიმაჩნია მართებულად საუბარი წმინდა წიგნზე ასე ხელაღებულად მხოლოდ იმიტომ, რომ ის არ არის ჩვენი საკუთარი წმინდა წიგნი,,
და სიტყვა თათარის მნიშვნელობა დღეს რამდენად აქტუალურია ესეც მაინტერესებს :)
ნათლობის ჯვარის გაყიდვის შესახებ რაც თქვი , მართლაც მძიმეა,, რა თქმა უნდა, აბსოლიტურად ვიზიარებ განწყობას და გავიგე თუ რისი თქმა გინდოდა,,
ფსევდო მართლმადიდებლობა ეს მართლაც საინტერესო საკითხია,, და ამიტომაცაა ბიბლიაში ნათქვამი,, მოვა დრო, წინ მდგომნი უკან დადგებიან, და უკან მდგომნი წინო,,
დიდი პატივისცემით, მაჰათმა განდი. არწივი.
დავით, მოგესალმები :)

25. ყურანმა როგორ უნდა გაგგლიჯოს დავით? ეჭვი არ მეპარება რომ იცი ამ სიტყვის მნიშვნელობა და... საერთო ჯამში კარგი ლექსია დავითის დიიიიდი თაყვანისმცემელი ვარ მე... ყურანმა როგორ უნდა გაგგლიჯოს დავით? ეჭვი არ მეპარება რომ იცი ამ სიტყვის მნიშვნელობა და... საერთო ჯამში კარგი ლექსია დავითის დიიიიდი თაყვანისმცემელი ვარ მე...
24. მე რომ ბიჭი ძმად ვიგულე, მტრის ტაბლასთან მოყვრად მჯდარი, აქეთ მკლავს და აქეთ მპარავს, ვაი, ჩვენი ცოდვის ბრალი. მე რომ ბიჭი ძმად ვიგულე, მტრის ტაბლასთან მოყვრად მჯდარი, აქეთ მკლავს და აქეთ მპარავს, ვაი, ჩვენი ცოდვის ბრალი.
22. ძვირფასო, განდი, არა მგონია თქვენი ერუდიციის პიროვნებისთვის ამ ლექსში რაიმე გაუგებარი იყოს. ყურანის მიხედვით ჯიჰათი არის საღვთო ომი სარწმუნოების გავრცელებისათვის, დაღუპული არაბები კი სამოთხეში ხვდებიან. რომელიც ექსტრემისტმა ისლამისტებმა დამახინჯებულად გაიგეს და სხვა ერების დაპყრობისთვის გამოიყენეს. მაგალითი: ჩვენი ისტორიიდან _ ასიათასი შეწირული მოწამე მეტეხთან და მრავალი სხვა. "ნათლობის ჯვრებით ვაჭრობა"_პირადაპირი მნიშვნელობით, ერთმა ჩემმა ნაცნობმა ოჯახმა ნათლობის ოქროს ბეჭედი გაყიდა, რომ ოჯახი დისტროფიისაგან ეხსნა. სხვა მრავალი შემთხვევაც არსებობს. შეიძლება სულ სხვა წაკითხვით, ალბათ_ სულიერად გაძარცული, დეკორატიული მართლმადიდებელი, ვაი-პოლიტიკოსი ეკრანის წინ ლოცულობს პოპულისტურად და ამით ფაქტიურად რწმენას ჰყიდის, და ალბათ კიდევ სხვა ქვეტექსტიც, თუმცა მე წერის დროს ეს არ მიგულისხმია. გიდასტურებთ პატივისცემას! ძვირფასო, განდი, არა მგონია თქვენი ერუდიციის პიროვნებისთვის ამ ლექსში რაიმე გაუგებარი იყოს. ყურანის მიხედვით ჯიჰათი არის საღვთო ომი სარწმუნოების გავრცელებისათვის, დაღუპული არაბები კი სამოთხეში ხვდებიან. რომელიც ექსტრემისტმა ისლამისტებმა დამახინჯებულად გაიგეს და სხვა ერების დაპყრობისთვის გამოიყენეს. მაგალითი: ჩვენი ისტორიიდან _ ასიათასი შეწირული მოწამე მეტეხთან და მრავალი სხვა. "ნათლობის ჯვრებით ვაჭრობა"_პირადაპირი მნიშვნელობით, ერთმა ჩემმა ნაცნობმა ოჯახმა ნათლობის ოქროს ბეჭედი გაყიდა, რომ ოჯახი დისტროფიისაგან ეხსნა. სხვა მრავალი შემთხვევაც არსებობს. შეიძლება სულ სხვა წაკითხვით, ალბათ_ სულიერად გაძარცული, დეკორატიული მართლმადიდებელი, ვაი-პოლიტიკოსი ეკრანის წინ ლოცულობს პოპულისტურად და ამით ფაქტიურად რწმენას ჰყიდის, და ალბათ კიდევ სხვა ქვეტექსტიც, თუმცა მე წერის დროს ეს არ მიგულისხმია. გიდასტურებთ პატივისცემას!
20. და მახელებს გრძნეული ხმა, ტაძრის ყოველ ლოდზე ბზარი, გორს და ზუგდიდს იქით უკვე საქართველო აღარ არი.
და სარჩოსთვის ქუჩაში მდგარს, სახეში სცემს ქარი, მტვერი და ნათლობის ჯვრებით ვაჭრობს ჩემი გაძარცული ერი. 5 !
და მახელებს გრძნეული ხმა, ტაძრის ყოველ ლოდზე ბზარი, გორს და ზუგდიდს იქით უკვე საქართველო აღარ არი.
და სარჩოსთვის ქუჩაში მდგარს, სახეში სცემს ქარი, მტვერი და ნათლობის ჯვრებით ვაჭრობს ჩემი გაძარცული ერი. 5 !
19. დავით, მე არ მომეწონა ზოგი ადგილი ამ ლექსში, უბრალოდ ზოგი ადგილი ვერ გავიგე,, სიტყვა თათარი რა კონტექსტშია ნათქვამი?
და ყურანი წმინდა წიგნია მუსულმანების,, ეს ყველამ ვიცით,,
ალეგორიები გაქვს გამოყენებული და ზოგი ჩემთვის გაუგებარია,,
რას ნიშნავს: და ნათლობის ჯვრებით ვაჭრობს ჩემი გაძარცული ერი
ბევრნაირად შეიძლება იქნას ეს გაგებული,,
დილა მშვიდობისა :)
პატივისცემით, განდი. არწივი.
დავით, მე არ მომეწონა ზოგი ადგილი ამ ლექსში, უბრალოდ ზოგი ადგილი ვერ გავიგე,, სიტყვა თათარი რა კონტექსტშია ნათქვამი?
და ყურანი წმინდა წიგნია მუსულმანების,, ეს ყველამ ვიცით,,
ალეგორიები გაქვს გამოყენებული და ზოგი ჩემთვის გაუგებარია,,
რას ნიშნავს: და ნათლობის ჯვრებით ვაჭრობს ჩემი გაძარცული ერი
ბევრნაირად შეიძლება იქნას ეს გაგებული,,
დილა მშვიდობისა :)
პატივისცემით, განდი. არწივი.
18. ეს ლექსი ახლახან გამოქვეყნდა მწერლის გაზეთში , მაშინაც ასე გავიფიქრე:რა მძაფრი და დროულია-მეთქი. 555 ეს ლექსი ახლახან გამოქვეყნდა მწერლის გაზეთში , მაშინაც ასე გავიფიქრე:რა მძაფრი და დროულია-მეთქი. 555
17. ვაი რომ არაფერი შეცვლილაო და მართლაც... ჰმ... ვაი რომ არაფერი შეცვლილაო და მართლაც... ჰმ...
16. " ვაი, რომ არაფერი შეცვლილა..."
ეეჰ მართლაც რომ ვაი
:(
" ვაი, რომ არაფერი შეცვლილა..."
ეეჰ მართლაც რომ ვაი
:(
15. მართლაც რომ..... :( მართლაც რომ..... :(
14. რაღა უნდა მიყო, მტერო...
ნაღდად. რაღა უნდა მიყო, მტერო...
ნაღდად.
13. და მახელებს გრძნეული ხმა, ტაძრის ყოველ ლოდზე ბზარი, გორს და ზუგდიდს იქით უკვე საქართველო აღარ არი.
ვაი ჩვენი ბრალი! ლექსს კი... 5 და მახელებს გრძნეული ხმა, ტაძრის ყოველ ლოდზე ბზარი, გორს და ზუგდიდს იქით უკვე საქართველო აღარ არი.
ვაი ჩვენი ბრალი! ლექსს კი... 5
12. ეჰ..ვაი, რომ არაფერი შეცვლილა... :( ეჰ..ვაი, რომ არაფერი შეცვლილა... :(
11. რა უცნაურია... მართლაც რომ, ''ვაი, ჩვენი ცოდვის ბრალი'' რა უცნაურია... მართლაც რომ, ``ვაი, ჩვენი ცოდვის ბრალი``
10. ქეთი ეს ლექსი საკაშვილის მმართველობის პერიოდში არ არის დაწერილი. იგი დაბეჭდილია ჩემს წიგნში _"რას ტვიფრავ სულზე" /1977წელი/. ვაი, რომ არაფერი შეცვლილა... ქეთი ეს ლექსი საკაშვილის მმართველობის პერიოდში არ არის დაწერილი. იგი დაბეჭდილია ჩემს წიგნში _"რას ტვიფრავ სულზე" /1977წელი/. ვაი, რომ არაფერი შეცვლილა...
8. რას გვიშვება ეს სააკაშვილიიი... :D რას გვიშვება ეს სააკაშვილიიი... :D
7. რაღა უნდა მიყო, მტერო, მაშინც ვტირი, როცა ვმღერი, აქეთ _ თათრის ყურანი მგლეჯს, იქით _ რუსის ხიშტის წვერი.
მართლაც....5 რაღა უნდა მიყო, მტერო, მაშინც ვტირი, როცა ვმღერი, აქეთ _ თათრის ყურანი მგლეჯს, იქით _ რუსის ხიშტის წვერი.
მართლაც....5
6. და ნათლობის ჯვრებით ვაჭრობს ჩემი გაძარცული ერი...
ასეა ჩემო დავით საუბედუროდ! :(
მაგიტოა კარგად ჩვენი საქმე... :(
და ნათლობის ჯვრებით ვაჭრობს ჩემი გაძარცული ერი...
ასეა ჩემო დავით საუბედუროდ! :(
მაგიტოა კარგად ჩვენი საქმე... :(
5. ეჰ, მართლაც, :( ეჰ, მართლაც, :(
4. და მახელებს გრძნეული ხმა, ტაძრის ყოველ ლოდზე ბზარი, გორს და ზუგდიდს იქით უკვე საქართველო აღარ არი.
მტკივნეული რეალობაა და მახელებს გრძნეული ხმა, ტაძრის ყოველ ლოდზე ბზარი, გორს და ზუგდიდს იქით უკვე საქართველო აღარ არი.
მტკივნეული რეალობაა
3. და მახელებს გრძნეული ხმა, ტაძრის ყოველ ლოდზე ბზარი, გორს და ზუგდიდს იქით უკვე საქართველო აღარ არი.
და სარჩოსთვის ქუჩაში მდგარს, სახეში სცემს ქარი, მტვერი და ნათლობის ჯვრებით ვაჭრობს ჩემი გაძარცული ერი.
მტკივნეული რეალობაა და მახელებს გრძნეული ხმა, ტაძრის ყოველ ლოდზე ბზარი, გორს და ზუგდიდს იქით უკვე საქართველო აღარ არი.
და სარჩოსთვის ქუჩაში მდგარს, სახეში სცემს ქარი, მტვერი და ნათლობის ჯვრებით ვაჭრობს ჩემი გაძარცული ერი.
მტკივნეული რეალობაა
2. ''და მახელებს გრძნეული ხმა, ტაძრის ყოველ ლოდზე ბზარი, გორს და ზუგდიდს იქით უკვე საქართველო აღარ არი''...
ჩავყლაპე ყელში ბურთი. და ამის მერე, ჩუმად უნდა ვიყოთ, თურმე...
''ჩვენისთანა ბედნიერი''... ``და მახელებს გრძნეული ხმა, ტაძრის ყოველ ლოდზე ბზარი, გორს და ზუგდიდს იქით უკვე საქართველო აღარ არი``...
ჩავყლაპე ყელში ბურთი. და ამის მერე, ჩუმად უნდა ვიყოთ, თურმე...
``ჩვენისთანა ბედნიერი``...
1. რაღა უნდა მიყო, მტერო, მაშინც ვტირი, როცა ვმღერი...
ასე უნდა ვიყოთ...ჯინაზე...
რაღა უნდა მიყო, მტერო, მაშინც ვტირი, როცა ვმღერი...
ასე უნდა ვიყოთ...ჯინაზე...
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|