ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ირინკა
ჟანრი: პოეზია
2 მაისი, 2009


დიაგნოზით...

ისე მეკიდები ხასიათში,
როგორც ალკოჰოლი კაპილარებს,
ღამე ბევრად უფრო შარმიანი,
სუნთქვით მოგონებებს დამიამებს.
ფიქრებს დავაყოლებ მოწევამდე
ყავას,
ერთი ღერი სინანულიც...
და თუ კიდევ ძლიერ მომენატრე,
ჩემში ჩაგაფერფლებ სიგარეტით.
დროში უმიზეზოდ მეძნელები,
მაინც ახირებად დამემართე,
მგონი ემოციებს ვერ ვერევი,
უნდა ამიტანო “გაფრენამდე...”
მთვარეს შეეყარა დეპრესია,
ახლა გაგიჟებაც შემიძლია,
მუხლზე ჩამოსმული დიაგნოზით,
მე დღეს უშენობით შეშლილი ვარ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ლილიტი_ ვულოცავთ დაბადების დღეს