მიმწუხრის ჟამი.ჩაესვენა მზე, დადუმდნენ ჩრდილნი პირამიდების, თითქოს ეჰნატონს,ნეფერტიტს,რამზესს მოაკლდათ სხივი ძველი დიდების. უწყალოდ ბრუნავს ცხოვრების ჩარხი და განვლილ დღეებს გვკიდებს ტვირთებად, ფარაონების მრუმე სამარხი გარდასულ ლანდთა ოხვრით ირთვება. ღამეა.ფშვინავს უდაბნო მშვიდად, თვალი ეჩვევა სილას მთვარიანს, ადრე ეს ღამე ფორიაქს მგვრიდა – ის ხომ სიკვდილთან წილნაყარია! წარსული თავის სიღრმეში მითრევს, სრულდება,რასაც აღარ ველოდი, სიჩუმის ზღვარზე გადაშლილ ფიქრებს ვაწვენ აკვანში უდარდელობის. ოჩანი რიტმი დასწურავს წამებს, ქარებს გაატანს კუშტ სინამდვილეს, მამლის ყივილი გადაფხრეწს ღამეს, ფხიზლად ოცნებას გამიადვილებს. ცას დაემჩნევა ვარსკვლავთა ცვენა, უძილო თვალი ვერ იგრძნობს სიზმარს, თუნდაც უსიტყვოდ დამუნჯდეს ენა, შენსკენ მოვმართავ ოცნების პრიზმას. და ალიონის მთრთოლვარე სახე დახატავს სფინქსის მედიდურ პროფილს, ელვარე კვალი უეცრად დახევს სევდას ნამალევს და ჯერ არყოფილს. მზე კვლავ ამოდის და ქრება მთვარე, ჩურჩულს იწყებენ პირამიდები, სიძველის სუნთქვა ისევე ამრევს, ვით ბავშვს რიდიანს კოცნა დიდების. და განთიადის მწვავე ალმურში შენზე ოცნებას დავედევნები, მსურს,რომ ვიგემო შეხედვა მრუში და შენი ტრფობის მწიფე მტევნები.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
18. მზე კვლავ ამოდის და ქრება მთვარე, ჩურჩულს იწყებენ პირამიდები, სიძველის სუნთქვა ისევე ამრევს, ვით ბავშვს რიდიანს კოცნა დიდების.
+ + + ახლა ეს მომეწონა. :) მზე კვლავ ამოდის და ქრება მთვარე, ჩურჩულს იწყებენ პირამიდები, სიძველის სუნთქვა ისევე ამრევს, ვით ბავშვს რიდიანს კოცნა დიდების.
+ + + ახლა ეს მომეწონა. :)
17. მიმწუხრის ჟამი.ჩაესვენა მზე, დადუმდნენ ჩრდილნი პირამიდების, თითქოს ეჰნატონს,ნეფერტიტს,რამზესს მოაკლდათ სხივი ძველი დიდების. უწყალოდ ბრუნავს ცხოვრების ჩარხი და განვლილ დღეებს გვკიდებს ტვირთებად, ფარაონების მრუმე სამარხი გარდასულ ლანდთა ოხვრით ირთვება.
ძალიან მაგარია, 5 ქულა და ბრავო შენ ქვენატკოცა. და საერთოდ, დღიურში წავიღეეეე... მიმწუხრის ჟამი.ჩაესვენა მზე, დადუმდნენ ჩრდილნი პირამიდების, თითქოს ეჰნატონს,ნეფერტიტს,რამზესს მოაკლდათ სხივი ძველი დიდების. უწყალოდ ბრუნავს ცხოვრების ჩარხი და განვლილ დღეებს გვკიდებს ტვირთებად, ფარაონების მრუმე სამარხი გარდასულ ლანდთა ოხვრით ირთვება.
ძალიან მაგარია, 5 ქულა და ბრავო შენ ქვენატკოცა. და საერთოდ, დღიურში წავიღეეეე...
14. აუუუუუ მალადეცცცცცცცცცც, აი ეს არის ლექსი, რა რითმა რა BEრძNULI მითოლოგია, = ) ) ) არა მართლა ძალიან მაგარია აუუუუუ მალადეცცცცცცცცცც, აი ეს არის ლექსი, რა რითმა რა BEრძNULI მითოლოგია, = ) ) ) არა მართლა ძალიან მაგარია
13. რამზესს ხათრით...5
რამზესს ხათრით...5
12. მზე კვლავ ამოდის და ქრება მთვარე, ჩურჩულს იწყებენ პირამიდები, :) მზე კვლავ ამოდის და ქრება მთვარე, ჩურჩულს იწყებენ პირამიდები, :)
10. წარსული თავის სიღრმეში მითრევს, სრულდება,რასაც აღარ ველოდი, სიჩუმის ზღვარზე გადაშლილ ფიქრებს ვაწვენ აკვანში უდარდელობის.
კარგია.... წარსული თავის სიღრმეში მითრევს, სრულდება,რასაც აღარ ველოდი, სიჩუმის ზღვარზე გადაშლილ ფიქრებს ვაწვენ აკვანში უდარდელობის.
კარგია....
9. არ მომეწონა პირველივე სიტყვიდან. მომიტევეთ მაგრამ მიმწუხრი რა არის? არ მომეწონა პირველივე სიტყვიდან. მომიტევეთ მაგრამ მიმწუხრი რა არის?
7. საინტერესოა და მომეწონა, მიუხედავად იმისა, რომ არც ისე მიმზიდველი თემაა ჩემთვის პირადად. საინტერესოა და მომეწონა, მიუხედავად იმისა, რომ არც ისე მიმზიდველი თემაა ჩემთვის პირადად.
6. სადაური ზედგინიძე ხარ? სადაური ზედგინიძე ხარ?
5. და განთიადის მწვავე ალმურში შენზე ოცნებას დავედევნები, მსურს,რომ ვიგემო შეხედვა მრუში და შენი ტრფობის მწიფე მტევნები. ;;) და განთიადის მწვავე ალმურში შენზე ოცნებას დავედევნები, მსურს,რომ ვიგემო შეხედვა მრუში და შენი ტრფობის მწიფე მტევნები. ;;)
4. ლამაზად წავიდა ბოლომდე :) ლამაზად წავიდა ბოლომდე :)
3. ძალიან მომეწონა ლექსი.
" უწყალოდ ბრუნავს ცხოვრების ჩარხი "
ეს მგონი რომელიღაც ლექსში მაქვს წაკითხული :? ძალიან მომეწონა ლექსი.
" უწყალოდ ბრუნავს ცხოვრების ჩარხი "
ეს მგონი რომელიღაც ლექსში მაქვს წაკითხული :?
2. საინტერესოა...ასოციაციური...წარმატებები...:) საინტერესოა...ასოციაციური...წარმატებები...:)
1. საინტერესოა...ასოციაციური...წარმატებები...:) საინტერესოა...ასოციაციური...წარმატებები...:)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|