ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნატვრის ხე
ჟანრი: იუმორისტული
12 მაისი, 2009


არჩევნები (ფასიანი პოლიტიკური რეკლამა:) )

საარჩევნო უბანს დედამ
დილით ხელი შეავლო
მიალაგა, მოალაგა
და სარკმელიც შეაღო.

ნინომ უთხრა თამუნიას,
ხმას ვის აძლევ დაიკო?!
თოჯინების პარლამენტში
გაყალბებებს არ ვიყოთ.

ერთი სიტყვით გაარკვიეს
საარჩევნო წესები,
მოიწვიეს დამკვირვებლად
საპატიო წევრები.

ზურიკელა პირაღია,
მერე რა რომ ბიჭია?
ლინზებს ხმარობს,თან ისედაც
ეტყობა რომ ნიჭი აქვს.

ლალი,თინა და თამარი
სამივე აქ არიან
თოჯინების პარლამენტი
ყოველთვის მართალია.

ყველამ ბარბი აირჩია,
იმიტომ რომ ნაზია,
ხელში ჩანთა უჭირავს და
ქუსლიანი აცვია

კომუნისტურს კი არა გავს,
ხათრით თვალებპარპალას.
შედეგებიც გამოცხადდა
არჩევნებიც დამთავრდა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები