ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: იკა-ირაკლი
ჟანრი: პოეზია
13 მაისი, 2008


ნაპერწკლის ხსოვნას

შენ გამსგავსებდნენ კაკაშკაშა ვარსკვლავს
რომელიც მუდამმ ბრწყინავდა ცაზე,
შენ გამსგავსებდნენ ლურჯთვალა იებს
ტოლს არ უდებდი სინაზით ვარდებს...

თვალებში ცისარტყელები გენთო,
იყავი მუდამ სითბოთი სავსე...
ალბათ ღმერთებსაც კარგები უნდათ
მიტომ წაგვართვეს ჩვენ შენი თავი...

წახვედი ,მაგრამ დატოვე სითბო
და სიყვარული გაუცვეთავი
შენ არ მომკვდარხარ,რადგან იცოცხლებ!
მუდამ ჩვენ გულში და ჩვენს ხსოვნაში...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები