ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ინია ინია
ჟანრი: პოეზია
15 მაისი, 2009


გადავანაცვლებ

ვეღარ ჩავამთავრე ბოლო ფურცელი და
ყოველდღე ერთი ნაფეხურით  შიგნით ჩავდივარ ჩემში,
და ჩემში დადიან ჩემი ფეხები,
და უსწორმასწორო ნაბიჯებს ტოვებენ
დღეების გასწვრივ.
არათვლხილვად ფერებად წვებიან ნერვები
დღეების გარშემო
და დღემდე ვერ გავიგე რა მინდოდა
როცა გზებზე დავტოვე ჩემი ორეულები.
და მე მინდა ჩემი ორგანოები გადავანაცვლო,
ისედაც ხომ სულ ვფიქრობ
თვალებს ადრე ყურები ერქვათ,
რადგან როცა შენ გხედავ
მე ვამბობ მე შენ გიყურებ და არა მე შენ გითვალებ.
იქნებ სულ გამექრო ორგანოები
ან შემერია შეგრძნებები და გადამერქვა
ყველასთვის სახელი
სულერთია ჩვეულებრივადაც ვერაფერს იგებ....


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები