ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ირინკა
ჟანრი: პოეზია
17 მაისი, 2009


ა დ ი ო ს !

ხანდახან, როცა მზე დატოვებს
ქვაბულებს,
თმა-სხივებს ავარცხნის ალისფერ
ალიონს
და ბოდვა ზღაპრებად აღარცერთს
გვაბრუებს,
მე ვამბობ: ძვირფასო, თენდება,
ადიოს!
წასვლამდე ქვაფენილს შიშველი
ტერფებით,
რატომღაც დუმილით შენს სურნელს
შევაწმენდ,
ქარდაქარ ხეტიალს ვერაფრით
შევეშვი,
როგორ ცას მთვარე და სიცოცხლეს
მევალე.
შეთქმული ღამიდან, ვიპარავ
სურვილებს,
სიყვარულს ვახატავ სხეულზე
სამყაროს,
ცამდე მეოცნებე, არსებობს
თუ ვინმე
მე ვარ და მეც მხოლოდ შენ თამაშს
ვთამაშობ.
ხანდახან, როცა მზე არც ტოვებს
ქვაბულებს,
წვიმა კი ასველებს დაზაფრულ
ალიონს,
მოსვლამდე, ჯერ წასვლის სონეტით
გაყრუებ
და ვამბობ: ძვირფასო, თენდება,
ადიოს!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები