ფიფქების სინაზე შევერცხლილ მინაზე ასრულებს ხანმოკლე ვარდნას, ნაზი შემოდგომა, მზის მხარდამხარ დგომა სუსხიან დღეებში გადნა. ფიფქების სინაზე, ფიქრები ბინაზე, სადაც მიგვიღებენ ერთად, სარკმელზე კაკუნი, ურდულის ჩხაკუნი, მიჩუმდა ზრიალი მტერთა. გუგული კედლიდან დროს სწრაფად ხედნიდა, ხმაური მოირგო სმენამ, თითების სიცივე, ვეღარ მოვიცილეთ, სიტყვები დაკარგა ენამ. გრძნობების სანგარში რომ ტყდება განგაში, ჩუმობს მონატრება წყნარი, ერთურთის გუგებში ვიპოვეთ ნუგეში, აჟღერდა თანხმობის ქნარი. ოცნების მხარეში დავიწყეთ თარეში, ბუხრიდან ავიდა კვამლი, თოვლიან ღამეში არ მსურდა გამეშვი, შემაკრთო ყივილმა მამლის. ნაძვების ჩეროდან მთვარე რომ მღეროდა, სახურავს დააწვა ჩრდილი, ბზარიანი სარკე ვის მშვენებას არკვევს, ვის უხმობს სიმღერა დილის? შორს დარჩა შიშები, რომ კვლავ გაგიშვებდი, გარბიან დღეები ზამთრის, მომავლის გზებიდან ორივეს მზე გვინდა, გაზაფხულს იმედად ჩავთვლით.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
16. მომეწონა, რა ვერ გეტყვი... ალბათ:
მომავლის გზებიდან ორივეს მზე გვინდა, გაზაფხულს იმედად ჩავთვლით.
მომეწონა, რა ვერ გეტყვი... ალბათ:
მომავლის გზებიდან ორივეს მზე გვინდა, გაზაფხულს იმედად ჩავთვლით.
15. მერე რა რომ ლექსები (მარტო ამისი კიარა საერთოდ) ძალიან იშვითად მომწონს
მაინც ფანი ვარ შენი :D მერე რა რომ ლექსები (მარტო ამისი კიარა საერთოდ) ძალიან იშვითად მომწონს
მაინც ფანი ვარ შენი :D
14. ...თავისებური ფორმა, თავისებურად მელოდიური, ყველაფრით თავისებურია... :) ...თავისებური ფორმა, თავისებურად მელოდიური, ყველაფრით თავისებურია... :)
13. განწყობის ლექსია : ზამთარი, სიცივე, ბუხარი გრძნობები ...
გადასარევია :) განწყობის ლექსია : ზამთარი, სიცივე, ბუხარი გრძნობები ...
გადასარევია :)
12. საღოლლლლლლლლლლლლლლლლლლლლ , რას ამბობ -ომ- რა აკლია, ძალიან მაგარი ლექსია საღოლლლლლლლლლლლლლლლლლლლლ , რას ამბობ -ომ- რა აკლია, ძალიან მაგარი ლექსია
11. თითქოს რაგაც აკლია ,მარა მაინც კარგად მიდის თითქოს რაგაც აკლია ,მარა მაინც კარგად მიდის
10. სინაზე ბინაზე
კაკუნი ჩწაკუნი
.... არ მომწონს არ მომწონს
სინაზე ბინაზე
კაკუნი ჩწაკუნი
.... არ მომწონს არ მომწონს
7. ასეთი ფორმა რატომ ?:-? ნაძვების ჩეროდან მთვარე რომ მღეროდა, სახურავს დააწვა ჩრდილი, ბზარიანი სარკე ვის მშვენებას არკვევს, ვის უხმობს სიმღერა დილის? ასეთი ფორმა რატომ ?:-? ნაძვების ჩეროდან მთვარე რომ მღეროდა, სახურავს დააწვა ჩრდილი, ბზარიანი სარკე ვის მშვენებას არკვევს, ვის უხმობს სიმღერა დილის?
6. რა ფორმა აქვს ლექსს,კიბის საფეხურებვითაა:D
ხოო მელოდიური კია...
შორს დარჩა შიშები, რომ კვლავ გაგიშვებდი, გარბიან დღეები ზამთრის, მომავლის გზებიდან ორივეს მზე გვინდა, გაზაფხულს იმედად ჩავთვლით.
ვოტ.:D
გქონდეს გაზაფხულის იმედი. რა ფორმა აქვს ლექსს,კიბის საფეხურებვითაა:D
ხოო მელოდიური კია...
შორს დარჩა შიშები, რომ კვლავ გაგიშვებდი, გარბიან დღეები ზამთრის, მომავლის გზებიდან ორივეს მზე გვინდა, გაზაფხულს იმედად ჩავთვლით.
ვოტ.:D
გქონდეს გაზაფხულის იმედი.
5. ფიფქების სინაზე შევერცხლილ მინაზე ასრულებს ხანმოკლე ვარდნას, ნაზი შემოდგომა, მზის მხარდამხარ დგომა სუსხიან დღეებში გადნა. ფიფქების სინაზე შევერცხლილ მინაზე ასრულებს ხანმოკლე ვარდნას, ნაზი შემოდგომა, მზის მხარდამხარ დგომა სუსხიან დღეებში გადნა.
4. მელოდიურია და თან იმდენად, რომ ''ვაგონი მიქრის'' გამახსენდა, რა ვქნა:)
ერთურთის გუგებში ვიპოვეთ ნუგეში... მელოდიურია და თან იმდენად, რომ ``ვაგონი მიქრის`` გამახსენდა, რა ვქნა:)
ერთურთის გუგებში ვიპოვეთ ნუგეში...
3. ასეთი ლექსები არ მხიბლავს ემმა. 2009-05-19 21:16:43
ღრმა პატივს ვცემ შენს გემოვნებას ემმა :) (ამ კონკრეტულ ვარიანტში) ასეთი ლექსები არ მხიბლავს ემმა. 2009-05-19 21:16:43
ღრმა პატივს ვცემ შენს გემოვნებას ემმა :) (ამ კონკრეტულ ვარიანტში)
2. შემცივდა ზამთრის გახსენებაზე....რა დროს ზამთარია,ძლის არ გავითბეთ გვერდები....ცოტა დაგვაცადე სიცხით დატკბობა... :) შემცივდა ზამთრის გახსენებაზე....რა დროს ზამთარია,ძლის არ გავითბეთ გვერდები....ცოტა დაგვაცადე სიცხით დატკბობა... :)
1. ასეთი ლექსები არ მხიბლავს ასეთი ლექსები არ მხიბლავს
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|