ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ინია ინია
ჟანრი: პროზა
21 მაისი, 2009


ჩემი მარტივი და ფერადი შეუძლებლობები

ფსიქიატრი გასულია?

კედლები, კედლები, კედლები .ყოფილი თეთრი ფერის ეხალა ოდნავ მოლურჯო ან ოდნავ ნაღვლიანი ნაცრსიფერი ან გარდაცვალებული ცისფერი ,კედლებზე მიყრდნობილი ძვლები,და თვალები ორ -ორად ცარიელი ან მოლოდინგავლილი ,დამტვრეული მარაოსავით გადაშლილი სახეები კისრებს საცოდავად უჭირავთ ყოველი სახის წინ კარი, ისიც ისეთივე ფერში როგორც კედლები. და სურნელი, სურნელი ,სურნელი: თმის, ტანსაცმლის, ცარიელი შუშების,შპრიცების,წამლების და ყველაზე მძაფრად შიშის...ეს ყველაფერი დიდ ქვაბს გავს გაურეცხავს და გადამურულს ,ახდი თუარა თავს პირველად შიშის სურნელი შემოგეფეთება მერე თმის მერე მოლოდინის და ჩამოგისხამენ თეთრხალათიანები  რეცეპტულ პუნშს და ფსკერზე შეიძლება ოდნავ შესამჩნევად დაილექოს იმედი ,არ უნდა შენჯღრიო ფრთხილად უნდა დალიო . უნდა დალიო ჩუმად, უინტერვალოდ .ჩვენ გავიარეთ ქუჩები.რამდენიმე გზაჯვარედინი ,შუქნიშანი მთელი სამი აქტით რომელმაც პირველად აგვიკრძალა ,მერე მოგვამზადა და მერე ნება დაგვრთო,და მივადექით ქვაბს,მართალია გარედან სახლს უფრო გავდა მაგრამ მაინც ავხადეთ ხუფი და ამ სურნელებით გაბრუებულები ჩავცვივდით მასში,მე არ მიგვრძვნია შიშის სურნელი რადგან არ ველოდებოდი რეცეპტს,ვიწრო დერეფანში იდგა და იყო ყველაფერი გარდა ჰაერისა ,და ვგრძნობდი როგორ იზოგავდნენ ჩემი ფილტევბი გარედან შემოყოლილ ნარჩენებს და უთანაგრძნობდნენ სხვების ფილტვებს რომლებიც მოლოდინს ისე დაეღალა სულერთი იყო რას  შეისრუტავდნენ და გამოუშვებდნენ.მოლოდინი და ჯდომის ინსტიქტი კარგად იცნობენ ერთმნეთს და ერთმანეთში საუბარიც ძალიან უყვართ,ასე რომ შუქნიშანივით არ უკითხავთ ჩემი კუნთებისთვის  ისე გადაადგილეს და უცებ მჯდომარე პოზიციაში აგმოვჩნდი,როცა უაზროდ ზიხარ და შენ არ ელოდები რეცეპტს თვალები წამში რამდენ ტრიალს აკეთებენ ძნელია დათვალო.ისევ აიღო ქვაბის თავი და ისევ ვიღაც მომდევნო რეცეპტის მოლოდინში შემოერია სივრცეს და შემოიტანა რაღაც ახალი. ქუჩა მთელი თავისი მტვერით, სურნელებით სიცივით.ტანსაცმელზე დატოვებული მზერები და მოლოდინები,კი არ მოდიოდა ფეხქვეშ ორი ყვითელი ბურთი ედო და ბურთები მოაგორებდნენ მის სხეულს ლურჯად შემოსილს,ხელებს ეჭირათ თეთრი ფურცელები შავად გაფერადებული დიაგნოზებით ,თვალებმა ნაცნობებივით ჩაუარეს პირველ მეორე მესამე და მეოთხე კარებს მეხუთეს მოანტრებული სახლივით მიაწებეს მზერები და ხელებმა ლამის შეაღეს მაგრამ,ტვინს გაახსენდა საზოგადოებრივი ქცევის წესების კულტურული ასპექტები, რამაც აიძულა სახმო სიმებს ეთქვა სიტყვები ერთად რამდენიმე ,უბრალო მაგრამ მიანც შესამჩნევი და საოცრდ ჩვეული ამ გარემოსთვის: ბოლო თქვენ ხართ?და ფსიქიატრი გასულია?ბგერებმა მოიცვა მთელი დერეფანი რამაც დაშლილი მარაოების საოცარი სიწრაფით გამრთელება გამოიწვია და ოცდატორმეტმა წყვილმა თვალმა უცებ მოძებნა შეშფოთებული  ზიზღნარევი მზერა და ყველამ უარყო მოლოდინი .ისინი უბრალოდ იყვნენ ავად თუმცა სხეულებრივად.თვალებმა იგრძნეს სიმშვიდე და მოლოდინს კიდევ ერთხელ გამოუყვეს ენები და მდგომარედ დაიწყეს ლოდინი.ფეხქვეშ ყვითელი ბურთები ჯერ გალურჯდნენ მერე გაწითლდნენ და როცა გადაწყვიტეს ამოესუნთქათ კარი შიგნიდან გაიღო და კარმა იკითხა რიგითობის შესახებ ,ბურთებმა იგრძენს საჭიროება და ისევ გაგორდნენ ყვითლად და მსუბუქად.ოთახში ჩამქრალმა ნათურებმა სიხარული იგრძნეს და რეალური სითბოს მოლოდინში თვალები განაბეს,ვიღაცის ხელმა იპოვა ჩამრთველი და ისინიც უკვე თბებოდნენ.ბგერები ერთმანეთს შეხვდნენ. ხელებმა ხელებს ფურცლები მიაწოდეს და თვალების დროც დადგა,ისევ გამოუყვეს ენები ნათურებს თვალებმა და ხმამ დაასკვნა,რომ მას ყვითელ ბურთებზე მდგომ ლურჯს საუბართერაპია სჭირდებოდა,ამ უახლოეს მეთოდს იყენებდნენ სადღაც მილიარდობით კილომეტრებს იქით წრეში ჩამჯდარი ენაგადმოყოფილი თვალები,გაზარმაცებული ყურები,სამზარეულოს ჩვრებივით ჩამოკიდებული მკლავები და ქაფქირივით ბრტყელი ტერფები,და ხმამ დასვა კითხვა შორეულ ბავშვობაზე,რაზეც ყელმა არ ისურვა ბგერების გამოშვება,ხმამ გადაწყვიტა თვალებად ქცეულიყო ცოტახნი და ლურჯის თვალებში ჩაეხედა ოღონდ ეს ცოტა უფრო ღრმა ჩახედვა უნდა ყოფილიყო იმ კითხვასავით ღრმა .შეძლო,შეძლო დაენახა თეფშები ,მათ კიდეებზე დალაგებული უარყოფილი ხახვის მუხლები და კამის წამწამები ,წვიმის მომლოდინე ჭიაყელებივით გამხმარი მაკარონები,დაწინწკლული სახე და ჩამოფხატული თმები მათ დასამალად,დაინახა სხვაც ნაწნავებით და ზიზღნარევი ღიმილი..თუმცა ხმა იყო და მას სჭირდებოდა სიტყვები ,რომ ყოფილიყო ხელი იქნებ მარტო მარცვლები ნდომოდა მაგრამ ხმა იყო და სიტყვები სჭირდებოდა. დრომ მოინდომა გავლა და საქმიანმა ხმამ მეორედ შეხვედრა განსაზღვრა, ბურთები აგორდნენ და მდძიმედ გამოასრიალეს თვალებსაც ჩაეძინათ ,ყელი ეძებდა ბგერებს მეორედ იმ კითხვის დასამელად.ქუჩაშიც ყვითელი ბურთები დაგორავდნენ.დაგორავდნენ,და კენწლავდნენ ერთმანეთის უსაფრთხოებას და დაცულობას.
,თითებით,მკლავებით,მაჯებით,იდაყვებით,მაგრამ არა თავით ,რდგან იყო შანსი აგრესიული ზემოქმედების მათ კი უბრალოდ უნდოდათ ყოფილიყვნენ მრგავლები და იდეალურები რომ არ გასჩენოდათ იგივე კითხვები და რომ თვითონ ყოფილიყვნენ ყვითელი ბურთები.ლურჯი ქუჩაზე გადაგორდა აღარ დაელოდა შუქნიშნის ტრივიალურ შეხებას საკუთარი მოძრაობის განრიგთან გაცურა დღეებში რომელთაც დაავიწყდათ კითხვები ,კედლების ფერი ,საყვარელი კარები და ხმაც.უკვე აღარ ეხლართებოდნენ ერთმანეთს ნერვები ფეხებში რაც აღარ იწვევდა შეგრძნებას ტკივილს ,თვლებშიც ჩანდნენ სუფთა თეფშები და არანაირი უარყოფა



თანდილა ანუ მჭერი ანუ ეგზისტენციალურობის ინტერვალი ანუ მწვანე ძაღლი

თანდილა ისაა ორი ერთში ჩატეული,ორი სახახელით, ორი სახით,სიარულის დროს პირველი ფეხების წყვილი მეორეს ასწრებს და რომ დაამთხვიოს ტერფებს უკან ტოვებს ,პროფილი და თმა მის წინა ცხოვრებას გავს,ლაპარაკის დროს დამაჯერებლობას ეძებს და მისი თვალები, როცა პოულობენ ორივე წყვილს თანაბრად გაფართოების სურვილი უჩნდება და ერთმანეთში რომ ვეღარ ეტევიან სადღაც გადიან ემოციურად მეთექვსმეტე სივრცეში.ხელები ამ დროს ჰაერს ურევენ ერთმანეთში.მას აქვს სახლი ,რომელიც სულ თან დააქვს,მის სახლს ერთი დიდი უჯრა და ორი პატარა სარკმელი აქვს ორი სახელური.მაგრამ არა კარების შესაღებად,ვისც უნდა იკიდებს ამ სახლს და თან დაყვება თავისი ნივთებივით.თუ კარგად დააკვირდები მის ზურგს უკან პირველად კბილის ჯაგრისი დგას მერე გაყოლებაზე წინდები,თეფშები ,წყვილი დანა-ჩანგალი,საკიდებზე ჩამოკიდებული ნაღვლიანი პერანგები,ხომ იცი პერანგები რა უხასიათოები არიან ურჩევნიათ კარადაში იყვნენ მთელი ცხოვრება ვიდრე ესე იარონ,ლაპარაკის დროს შესვენებები აქვს და შუალედებში ორწყვილი თვალები ყველა კუთხიდან ათვალიერებენ მსმენელს.მისთვის ცნობილია კუნთების მოძრაობის ყველა შესაძლო ვარიანტი.თვალები აქვს ოთხშრიანი,პირველ შრეზე თანაგრძნობას ძინავს ,მეორეზე ცნობას ,მესამეზე სურვილებს,მეოთხეზე მაინც დაღლაა,თუმცა მეოთხე შრე თითქმის არასდროს არ ჩანს.იმდენად რეალურია რამდენადაც მისი თმებისგან შეკრებილი ყოველდღიური ამბები და იმდენად ლოგიკური რამდენადაც მის გულისჯიბეში ჩადებული შუშები რომლებსაც მზე შემოეძარცვათ.ის დადის და ანათებს,კი არ დადის ანარეკლივითაა.მას ყავს მირაჟული თვითკმაყოფილება რომელიც აკეთებინებს ინტერვალებს შუშებთან და პირისპირ დგას  ერთში ჩატეული ორი,ორმაგი მოლოდინით.მის სახლს მცველად მწვანე ძაღლი ყავს გამჭვირვალე კუდით მათ აქვთ საერთო ყნოსვის და ძებნის ინსტიქტი და მუდმივი მზაობა გაქცევისთვის.ის ყიდის ან აჩუქებს ფიქრებს და სურვილებს რომლებასც თავის სასწორზე წონის,პინების  მაგივარად მეორე ხელისგულები უდევს ,სასწორი კიდე მწვანე ძაღლს კიდია კუდზე,იმდენად რეალურია რომ ყველა საგანს და ქმედებას მისთვის მხოლოდ მოხმარებადი მნიშვნელობა აქვს მას თითქმის არა აქვს ნარჩენები. სახლში წიგნის თაროები აქვს და ზედ ამბები ულაგია,ყველაზე საინტერესო :ორი კონსერვი ლობიოს სიყვარულის ისტორიაა.ისე მე მგონია რომ ლობიო  ნაბიჭვარი მცენარეა და იცი რატო?,პირველად სხვები იწყებენ მის განაყოფიერებას,წყალს ასხამენ ერთი ღამე ასე ტოვებენ და მერე თესავენ,უადვილებენ ჩასახვის პროცესს,მერე იწყებს თვითონ სხვის მიერ გაღვიძებული ნაყოფის ზრდას, თუმცა რა შუშია ეს ამ სიყვარულით სავსე ისტორიასთან ეს ისე უბრალოდ. ხომ გითხარი მისთვის ყველა საგანს და მოვლენას მოხმარებითი მნიშვნელობა აქვს,თვით ისეთ დიად შეგრძნებასაც როგორიც სიყვარულია,ჰოდა გაბმული ზუმერის მერე მეორე მხრიდან ხმა გაისმა პირველმა ხმამ გამოტოვებული საათების შესახებ იკითხა.პასუხიც მშვიდი იყო და უბრალო, წამებმა იგრძნეს მათი ღირებულებითი მნიშვნელობა და კიდევ უფრო მეტი გახელებით გაეკიდნენ ერთმანეთს.ხელმა შეწყვიტა მათი ერთმანეთის მიერ დევნა და ამ მარათონის ჯამმა იგივე ღირებულება შეიძინა რაც  ორმა კონსერვმა ლობიომ.ისედაც სხვის მიერ გამოწვეული სიცოცხლის მუდმივად ტარებით გაღიზიანებულმა მერე ბნელ ყუთში ჩაკეტილმა და ვიღაცის მოლოდინში დაღლილმა მარცვლებმა გადაწყვიტეს გაქცევა ,ამოლაგდნენ და ისევე დაეწყვნენ რიგში როგორც კბილის ჯაგრისი ,დანა-ჩანგალი,თეფშები,ნაღვლიანი პერანგები,სათითაოდ ჩაუარეს გამყიდველს და ააწრიპინეს დაფა რომელიც ღიქვამდა მათ ღირებულებას,კარმა ზრდილობიანად გაუღიმა და ორივე მკლავი გაშალა,გამოცვივდნენ საფეხურებზე ჩაირბინეს,სკამების ქვეშ გაძვრნენ დალაგებულ ფეხსაცმელებს და წინდებშორის, იპოვეს ქუჩა,არა ეს ყველაფერი არ გავდა არც ყუთს და არც იმ ხელებს რომელმაც ჯერ მათი დაბადება გამოიწვია ,მერე ზრდა,მერე ნახევრად რბილ სუბსტანციაში ყოფნას,ქუჩა გავდა მდინარეს ფსკერზე მგორავი ქვებით, შუწელში მცურავი თევზებივით და ზედაპირზე მოტივტივე მტვრის ნაწილაკებივით. იარეს ასე ერთმანეთის ჩრდილში მძრომებმა და ქალაქის შუაგულში იპოვეს ჭა სადაც მხოლოდ ჩრდილები ჩაყარეს თავიანთი,ხომ გითხარი უკვე იგი მჭერია,მართალია აღარ თამაშობენ ბავშვები კლდის პირას ჭვავის ყანაში მაგრამ ის მაინც პოულობს მარცვლებს და იჭერს მათ,თუმცა არ აკონსერვებს. საკუთარ მარტოობას მინარცხებულ აჩრდილებს იჭერს და უკეთებს მიმართულებეს ან გადამისამართებებს,მისი ნერვები ყოველდღე ქსოვენ აბლაბუდას სადაც დაჭერილი ჩრდილები ტოვებენ სახეებს ან ფიქრებს ან არაფერს და ისიც ყრის მერე ამ ამბებს შემხვედრ ურნაში რომ დამალოს მისი თვალების მეოთხე შრე და ვერავინ იპოვოს მასში ნამდვილობა.ის ასეთია მუდმივად ცვლადი და ორმაგი.

მას

მას სახელში თანაბრად აქვს ხმოვნებიც და თანხმოვნებიც მაგრამ თვითონ არათანაბარია,აქვს უფერო თვალები და თითები რომლებიც სულ წნიან ნერვებს.ის ითვლის ყველაფერს. ქუჩებს .დღეებს,შეგრძნებებს,თვალების დახამხამებებს,სხვების ნაბიჯებს.თუ დიდხანს უყურებს ჰაერს მტვრის ნამცეცებსაც კი.გულმავიწყია.არა გულმავიწყი კი არარი ვერაფრით დაამთხვია თავისი და ამ ქალაქის ქუჩების წყობა ერთმანეთს და იკარგება.მას არ მოწონს მარცვლების წყობა საკუთარ სახელში.საკუთარი თმის სიგრძე და ფერი,მკედის ზომაზე რომ არაფერი ვთქვათ,ის აპროტესტებს თავის ქალურობას საწყისიდან,რდგან ´მთელი ცხრა თვე ელოდებოდნენ მას როგორც მამაკაცს და როცა მისმა გამრავლების ორგანომ პირველივე ქალური ცვლილება განიცადა,პროტესტის ნიშნად კაცის ფეხსაცმელები იპოვა.იპოვა და მოირგო.კაცურად ადგამდა ტეფებს ქუჩებს.ის ვერასდროს იფიქრებს რა უნდა და ყოველთვის არ უნდა ის რაც სხვებს უნდათ.აღიზინებს ყველაფერი ,იგი უყურებს სხვებს როგორც ადგილმონაცვლე მიმკებს ან კიდურებს.მისთვის ინსტიქტები იცვლიან ადგილებს საჭიროებისამებრ ,ისე ეს საჭიროებისამებრ ყველაზე საოცარი ინსტიქტია ინსტიქტებს შორის,რადგან იგი შეიცავს ყველა დანარჩენს  და მას ადვილად შეუძლია გარდაქმნა.მას არ უყვარს ნაგავში ქექვა იგი ატარებს ნაგავს,სადაც უამრავი სახე,ემოცია ,დღე,თვალები,ამოსუნთქვები,და შიგადაშიგ  სახეებიც ყრია,და ის ვერ ყრის სულ თან დააქვს,და ვერ კარგავს ,ისტერიულად ეშინია დაკარგვის ჰოდა ასე დააქვს და დააქვს .
თუ ოდნავ მაინც მოინდომა რომელიმე მენაგვემ ამ ნაგვის ამოქექვა ის იწყებს ამ ნარჩენების ყლაპვას ,მანამდე სანამ ...რამნიშვნელობა აქვს ...მას უყვარს გზა რომელსაც არააქვს განსაზღვრულობა,მისი მამოძრავებელი ინსტიქტია ძებნა და დავიწყება ,მაგრამ ამ ორივე ინტიქტს ერთ ადგილას უყვართ ჯდომა,სამრიგად ´ჩაწყობილი  უჯრედების გასწვრივ ,ხანდახან ერევიან ერთმანეში და ეძებენ მერე ერთმანეთის დასაწყისს უდასასრულოდ. მას სივრცეები კვადრატებად აქვს დაყოფილი,დროსთან ერთად აქრობს ერთ წრფეს და ასე გადის უსასრულოდ ერთმანეთში მამოძრავებელი ინსტიქტების წყალობით და მიდის წრფეთა ნაგავსაყრელისკენ რომელიც ჯერ ვერიპოვა.მას უყვარს ქალაქი და ქალაქსაც უყვარს ის. ისინი დადიან ერთმანეთში და ორივე ერთმანეთში  ეძებს .და უმალავენ ისინი ერთმანეთს ძებნის ობიექტებს ,რომ არ დავიწყდეთ ერთმანეთი და ისევ გამოვიდნენ გარეთ და ისევ იარონ ერთმანეთში.ის უყურებს ქალაქს ზემოდან და ქალაქი დაცოცავს მასში.ისინი ემალებიან ერთმანეთს ზოგჯერ სახლებში მაგრამ ქალაქს არააქვს სახლი იგი ყველა სახლშია და ყველა ქუჩაში,ყველა გზაჯვარედინთან.ყველა მიტოვებულის და ბედნიერის თვალებში თუმცა სხვებმა იციან ადგილების ამოჩემება მის სხეულზე და მხოლოდ იმ ნაწილში ტოვებენ ნაფეხურებს.ქალაქს დაეკარგა მოლოდინი ,კიარ დაეკარგა იმათ ოთკუთხედ ფურცლებზე გადაიტანეს მისი სხეული ზედმიწევნით,თუმცა ქალაქი მაინც თამაშობს და ალაგ ალაგ თმის ფერს იცვლის.მას უყვარს ქალაქი და ქალაქსაც უყვარს ის.მას არ უყვარს ფილმები მაგრამ ცხოვრობს კადრებით და ის ავადაა,მის დაავადებას ფრაგმენტული დავიწყების შიში ქვია,ის იმეორებს მუდმივად სახეებს და ემოციებს,შეგრძნებებს.იგი გაურბის იგივეობას მაგრამ ვერ მიხვდა რომ ეს გაქცევის მცდელობებიც იგივეობაა და იგივეობა საწყისია და ის მუდმივად იმეორებს ყველაფერს.ყოველ დღე მისი თითები ერთიდაიგივე მოძრაობებს აკეთებენ ტელეფონის სხეულზე და ციფრებად ქცეული ხმის მოლოდინში სიჩუმე რამდენჯერმე წყვეტს სუნთქვას,და ის სვამს იგივე კითხვას .ეს ხმა ციფრების მიღმა დგას და მას უბრალოდ გა ქვია ,მასაც თანაბრადააქვს სახელში ხმოვნები და თანხმოვნები,მათ საერთო ძებნის ინსტიქტი აქვთ,თუმცა ხმა ეძებს უფრო რეალურად ანუ საზოგადოებრივად, ყოველდღე ჭიმავენ ისინი სახურავების თავზე თოკს და ფენენ სიტყვებს ნათქვამს და უთქმელს .და ასე სიტყვებგადაფენილ სივრცეებს უყოფენ ერთმანეთს.ისინი ცდილობენ არ წაართვან მნიშვნელობა საგნებს.ხომ იცი აივანს აღარ სჭირდება მკლავები.იმიტომ რომ მოიგონეს ორფეხზე შემდგარი არსება.ზოლებიანი რკინის შლაპით.და დაატიეს მასში აივანი,თავისი ამინდით და უამინდობებით,თოკებით და ზედ თავდაყირა დაკიდებული პერანგებით.ჰოდა აივნის უაზროდ გაწვდილ მკლავებს ხანდახან ქარი თუ დაკიდებს თავის უხასიათობებს.ის თმებზე იკიდებს უხასიათობებს და ქართან თამაშობს დავიწყებობანას,თუმცა ვიტამინის ნაკლებობის გამო გაყოფილ თმებს ხშირად ეკარგებათ უხასიათობები,მოლოდინებივით...მას უყვარს დგომა და ყურება მოძრავ იგივეობებზე...იგი ყლაპავს უმისამართო სიტყვებს და არა მარტო სიტყვებს.მისი საყვარლი თამაშია გადანაცვლებობანა გადამრავლების გარეშე.




ფერშემრევი

როცა დადიხარ გრძნობ მის მოძრაობას რამდენიმე ფილაქნის უკან.სხვაა გადაადგილების მანერით.როცა დადის არარსებული ფიცრების კიდეებს ეყრდნობა და სინჯავს მათ სანდოობას ან გამძლეობას,კუნთებს ეზარებათ გადაადგილება მაგრამ საყრდენი ძვლები აიძულებენ მათ თანგაყოლას.მხრებს მუდმივი წერწირი ავქვთ შეკრული და მალები პარალელური თანამგზავრებივით მორჩილად ქმნიან ხერხემლის წრფეს.ხელები  მუდმივი შეერთების სურვულით არიან ავად და შეზრდის წამს ეძებენ. თვალები ბავშვური აქვს და სულ თან დაყვება ილუზიური თანამგზავრები როცა მარტო დადის მაინც ისეთი შეგრძნება გაქვს რომ მის ყველა განედზე სახეები დევს.წასვლაც საოცრად იცის,მაშინაც ასე უბრალოდ ადგა აიღო თავისი წითელი პარკი ,გაუყარა ხელკავი და წავიდნენ,იცი როგორ? პარკს გული და მხრები უთრთოდა ,ის კი მიდიოდა მშვიდად გვერდით წითელკაბიანი პარკი მიყვებოდა,მას კი მაჯაზე ედო მისი სიფრიფანა თითები,კი არ დადის მიცურავს ხოლმე ,ღრმად ყვინთავს და წნევის ცვალებადობა იწვევს მის სიჩუმეს.მას და ირონიას საერთო ღიმილი აქვთ,ხშირად თხოვნიან მიმიკურ პაუზებს ერთმანეთს. მას უყვარს თვითტკბობა და თვითონ დადის საკუთარ თავში გამოუსვლელად, თითქოს იკარგება ხანდახან თუმცა ყოველთვის მოდიან მდინარეები და უნებლიად გამოაქვთ მისი აჩრდილები გარეთ .წყლით ხომ უსწრაფესია.არა თავხედი არ ვარ  ალბათ ,უბრალოდ სიტყვებს ვენათხოვრე დაუკითხავად და არც ბრჭყალები დავუსვი ზემოთ.ჰო წყლით მართლა უსწრაფესია მთელი იმ გზადღეწამწრეების შემოვლა აღარ ჭირდებათ ფილტვებს.აღარ ჭირდებათ მილიარდი მსგავსი ქმედების ჩადენა არც სისხლის ნაწილაკები იფიქრებენ მორიგ ინერციულ გადაადგილებაზე,შესაბამისად არც  ტვინის უჯრედები გაუშვებენ მსგავს იმპულსებს,უბრალოდ გადაივლიან სხვა ღრუბლები რომელიღაც მისთვის ნაცნობი ცის თავზე. ის მინის გამჭვირვალე კოლბაში ზის და მისი მაცოცხლებელი იმპულსია  შერევა-თუმცა სუსპენზიური,თავიდან თვითონაც ხსნადია თუმცა ყოველთვის ილექება,ან უბრალოდ შუა ინტერვალში ჩერდება და ნახევრად გახელილი თვალებით უყურებს წყლის აპკს სადაც პერიოდული ჩაღრმავებები ამხელენ ტერფებს,ტუჩებს,ხელისგულებს,მკლავებს- იდაყვებამდე,წვივებს- თეძოებამდე და ასე დაუსრულებლად და თუ ვინმე მიუახლოვდა მის გარსს იმღვრევა მოტივტივე ნაწილაკები ერევიან მის ღიმილში და მისი თითები იწყებენ თავიდან შერევას და ის დაუსურლებლად საშინლად საინტერესო პროცესია რომელიც არც შეთბობით მთავრდება და არც სხვა მინერალის დამატებით.ის ისაა უხილავი თანამგზავრებით,მკვეთრი მოძრაობებით და ფერებით.მერე შენც გიჩნდება უსაშველო სურვილი რომ აურიო იცი როგორ აძონძილი ძაფის გორგალივით გახლართო ერთმანეთში და მერე ლაბირინთობანა ეთამაშო ან...რამნიშვნელობა აქვს...  მაგრამ ის ხომ მინის გამჭვირვალე კოლაბში ცხოვრობს და ადგლი მარტო თავისთვის აქვს თუმცა მსაში კოლბის აჩრდილი ცხოვრობს და მირჟულ სიცარილეებს ამხელს. ხოლმე.ხომ განგიცდია არა მზე რო ჩამოგეღვრება და უნებლიედ რო გეღიმება,აი გრძნობ რომ უნებლიედ მოცოცავენ სხივები შენს ნაკვთებზე და ვერ იკუმშები,აი ცოცვის პროცეს გრძნობ ბოლომდე და კუნთები იწყებენ გადანაცვლებით ინსტიქტებს შენდა დაუკითხავად, ასეთი ჩამოღვრილი გამოხედვა აქვს თუმცა ისეთივე წამიერი და მირაჟული როგორც მაში მცხოვრები კოლბა .მზერას ტალღასავით უშვებს,როცა წყალში კენჭს ისვრი ხომ წრევდება ბგერა ,იხლართებიან რგოლები უსაშველოდ ,ასე აგდებს მზერას თვალის გუგაში და მერე  ფართოვდებიან თვალის ფსკერზე გარდატეხილი სხივები უასშველოდ,იმდენად უსაშველოდ რომ თვალის´გუგები ფართოვდებიან თეთრ გარსებმადე და მერე ყველაფერი იდღაბნება,ქუჩები და სახლები ერთმანეთში ირევიან მოძრავ ელემენტებთან ერთად და შენც უნებლიედ შერეული ხდები უნებლიედ ,ინსტიქტებივით...


ჩემი ნეიროქირურგიული შეუძლებლობები

თმისძირები ფართოვდებიან უზარმაზარი ნათურის სითბოსგან,სადღაც ვწევარ,თუმცა ამ შეგრძნებას წოლა არ ქვია,ყველა ნაწილი დევს და მხოლოდ კანი გრძნობს რომ ამ ნათურას ვუყვარვარ და ცდილობს გამათბოსთუმცა თვითონვე ხვდება რომ მეზიზღება,მე ვხუჭავ თვალებს და იმდენად ღრმად რომ ლამისაა ერთმანეთს შეეზრდონ წამწამები,ეხლართებიან ერთმანეთში და მათაც ეშინით.გარედან სითეთრეა ,შიგნიდან ოქროსფერი რგოლები მოდის და მივძვრები ამ რგოლებში გაუთავებლად,თუმცა ნელ-ნელა წრეები ვიწროვდება და ისევ ვიჭედები.და ვგრძნობ კარების მოლოდინს და წამიერ გაღებას ამოსუნთქვასავით.ის იდაყვებით აღებს  და ყველაზე სუფთა ხელებით ჩრდილებს აწყვილებს კედელზე.და მას თითების მაგივრად ხელის  მტევნებზე მაკრატლები აქვს ჩამოზრდილი და ქვეცნობიერი ჩახედვის სურვილი აიძულებს მის თითებს მოძრაობას მხოლოდ ერთი მიმართულებით,ის ანაწილებს და ყოფს ყველაფერს საკუთარი შეგრძნებების გარდა,თუმცა მე ხომ არ ვიცნობ მას ,უბრალოდ საშინლად მომწონს ეს არცნობის პროცესი და საკუთარი შუაზე გაჭრილი ორგანოების ცქერა,მიზეზების არქონა მათ გასამრთელებლად. ჰო ვწევარ და ვგრძნობ მოლოდინსაც როგორ ეშინია და უნდა გაქცევა მაგრამ ეხალა ჩემი დრო დგება და მე ვეთამაშები მას,პერიოდულად უშვებ მაგრამ მერე ისევ ვაბრუნებ,ვგრძნობ როგორ ფითრდება და როგორ ეკარგება სუნთქვის ინტერვალები.თუმცა მეც ხომ აშკარაა, კონცენტრირებას სხვა რამეზე ვცდილობ.არ მინდა დავინახო მისი სახე,სულ არ გავს იმ სახეს ვისაც ყოველდღე ძილის წინ ვაკვირდები ახლო და შორი ხედებით.მოძრაობებიც განსხვავებულია, მანერებიც,არა ის სხვაა ვინც მე მყავს და ვისაც ეხლა ველოდები. მორიგ გაკვეთის მოლოდინში თუმცა მათ საერთო აქვთ,ჩვევა სახელად -ჭრა.თითები მოძრაობენ რიტმულად და მე ვხედავ ჩემს გაყოფილ უჯრედებს ,ვაკვირდები და ვხედავ მათ თვალებს ტკივილისგან გადაფართოებულს.თუმცა მე ხომ მივეჩვიე ტკივილობანას თამაშს და სურვილი მხოლოდ ერთი მაქვს ,დავიმახსოვრო ჩემი უჯრედული და ბიოლოგიური თვალებით-ის.უკვე მერამდენედ მეზიზღება ეს ნათურები,დაუკითხავად დააწანწალებენ ამ ჩრდილებს კედლებიდან კედლებზე და იმ წერტილებს საშინლად მკვეთრად აჩვენებენ რასაც მინდა დავაკვირდე.ეხლაც ვერ ვხედავ .თუმცა ვგრძნობ მის სიმშვიდეს და მის სურვილს კიდევ უფრო ღრმად ჩახედვის.ერთადერთი ინსტიქტი რომელიც გვაერთიანებს ცოცვაა.მე ვგრძნობ როგორ მოცოცავენ მისი თითები ჩემს გარღვეულ უჯრედებშორის ,და ვგრძნობ როგორ მივცოცავ მე შიშთან ერთად რეზინის თხელ აპკსა და კანს შორის დარჩენილ უჰაერო ვაკუუმში.იქნებ.იქნებ მზერა მაინც
ჩავჭიდო მის ხელს და გაუნაწილო ჩემი შიში და გაორება.ის ,ის მშვიდია სასტიკად მშვიდი,თვალები სარკეებს უგავს სადაც მხოლოდ ჩემი შეშლილობა ირეკლება,ის სწრაფადაჩაკეტვადი ღიაობაა ჩემთვის,როგორც კი ჩემს ჩრდილს გრძნობს იკეტება ან მირეკლავს.მე მიანც ვწევარ ამ სურნელებით გადაბრუებული და გაყოფილი და მეზიზღება ნათურა რომელსაც ვუყვარვარ და რომელიც მთელი ჟინით მინათებს სხეულს.მას კიდევ ნთურა უყვარს ,ნათურას მე ვუყვარვარ ...ავირიეთ...ნაკერიც ვგრძნობ ირიბი და ცალმხრივი გამოდის ფიქრივით.დასასრულისკენ მიდის და მინდა გაგიჟება თუმცა მასწრებენ ჩემი უჯრედები და ორდებიან,ოთხდებიან, ექვსდებიან,წყვილდებიან რა... უსწრაფესად და ჩნდება თითებშორის წითელი სიცარიელე.ველოდები გაგრძელებას და ნათურაც ოდნავ მიყვარდება ,წითელი სიცარილე ხომ მან ამხილა.წამწამებიდან ფეხებამდე ჩემი ნერვული ობობა წებოვანი დორბლით ადი-ჩამოდის .ქსოვს მერემდენე პერანგს ,თუმცა მე დარღვევას ღარ ვაპირებ,ის თვითონ ჭრის...მაინც არ ვიცი როგორია ....არა ისეთი არ არი ძილისწინ რო ვათვალიერებ ,თუმცა თვალები მაინც ცნობადია ,ცნობადად დაღლილი.და მე მიჩნდება უნებლიე სურვილი რომ რაღაც ვთხოვო და ჩემი გაორებული უჯრედები იწყებენ თხოვნის რიტუალს ჩუმად და დამარცვლით ამბობენ სიტყვებს ,ეს რიტუალი ჩემი გონებრივი იმპულსებია  და სიტყვიერად ასე ჟღერს..გემუდარები ნუ იცვლი ასე სწარფად მიმკებს და მოძრაობებს და სახის გამომეტყველებას, ნუ იცვლი ასე სწრაფად მისამართებს და ტელეფნის ნომრებს ,ნუ იცვლი ასე სწრაფად შეგრძნებებს  და ემოციებს. გემუდარები ნუ იცვლი ასე სწრაფად სახელებს და განცდებს, გემუდარები ნუ იცვლი ასე სწრაფად გრძნობებს და ყველაფერს  იმას რასაც ვცდილობ რომ ოდნავ ,მაინც საერთო იყოს შენთან .გემუდარები ერთხელ მაინც მომიტანე პური ერთხელ მაინც იყიდე ჩემთვის და მომიტანე რომ მერე დავჯდეთ ერთად საღამოს და უბრალოდ უყუროთ .გემუდარები ერთხელ მაინც დავჯდეთ და უყუროთ როგორ იცვლიან ვარსკვლავები ცაზე ადგილს და როგორ მოძრაობს მთელი ცა წრიულად და როგორ იცვლებიან ფერები დაღლილ თვალის გუგებში. გემუდარები ერთხელ მაინც ვილაპარაკოთ ამინდზე ან სულერთია რაზეც ოღონდ ვილაპარაკოთ და ოღონდ გავიგო შენი ხმა და შენი ბგერა და შენი არსებობა ჩემს მარჯვნივ, თორემ ყოველ ღამე ეღვიძება ჩვენს გონებრივ შვილს და კითხულობს სად არის მამა და ტირის იმიტომ რომ მამასთან უნდა და სანამ შენ გახდები სხვისი შვილის მამა, მანამ მაინც უთხარი ერთხელ ჩვენს  გონებრივ შვილს რომ კვირას ჩვენ წავალთ თევზების საჭერად ან ფრანის საფრენად ან უბრალოდ დავჯდებით და ვუყურებთ პურს და ვილაპარაკებთ დღეებზე რომელიც იქნება ორი ან სამი დღის მერე ან, იმ დღის მერე როცა შენ წახვალ და მართლა გახდები სხვისი შვილის მამა და სამუდამოდ დაგვტოვებ მე და ჩვენ გონებრივ შვილს და დაგვიტოვებ პურის ერთ ნაჭერს და იმასაც სულ ზემოთა თაროზე დადებ, რომ ვუყუროთ და ვიგრძნოთ რომ შენ აქ იყავი. გემუდარები ნუ იცვლი ასე სწრაფად ფიქრებს და მოძრაობის ტრაექტორიას და ნუ აყირავებ მართ  კუთხეებს წრეწირებში და ნუ წელავ მოძრაობის განედებს და ნუ ტოვებ იგივე ნაფეხურებს იატაკზე რომელსაც მე ყოველდღე ვწმენდ...თუმცა მას არაფერი ესმის მთელი ამ თხოვნის რიტუალისგან,ის მშვიდია სასტიკად მშვიდი  და წითელ სიცარიელის შევსებას ცდილობს.მე ვერ ვპოულობ სიტყვებს და ჩემს გაორებულ უჯრედებს ქვემოთ ვტოვებ...
ის ჩემი ცხოვრებისეული შეუძლებლობაა,მარტივი  შეუძლებლობა.და მეც ასე მარტივად ამოვი ჩემ ე.







კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები