ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ინია ინია
ჟანრი: პოეზია
25 მაისი, 2009


გაიმეორე

გაიმეორე
ჩემი თმები,ჩემი თვალები..
მე გიმეორებ მაშინ როცა გზებს ვაუთოებ
და დამტვერილ შუქნიშნებს ვწმენდ...
მე გიმეორებ თავიდან თვალის ნიშნულებამდე...
და გიხდი გროშებს როცა შენს საზღვრებს ვკვეთ..
აღარ გათვალიერებ.ისედაც მახსოვს შენი ყველა მახინჯი ნაკვთი
და ყველა შენი ლურჯი ზიზღი
რომელიც ასე საშინლად მართობს...
და როცა წვიმები ბანენ მინებს და
რძე ყავაში კარგავს
ფერადოვნებას...
მე ვუსმენ შენს ხმას და ვფიქრობ,
რომ რითმს არცისე კარგად გრძნობ...
და გარეთ ქუჩა მელოდება
გაშლილი საწოლივით
თუმცა ზუსტად იცის
მე არ დავიძინებ მაში..
ყველა ფილაქანი თვითმკვლელობაა,
გაიშვიათებაა ჩვენს ნიშნულებს შორის.
უჰაერობა გვჭირს...
დაიმახსოვრე...
გაიმეორე...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები