ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ხაფერ ელ-დამასტ ელდინი
ჟანრი: პოეზია
30 მაისი, 2009


საიმქვეყნიო რობაი

არაფერია ქვეყანაზე მართლაც მარადი,
არც მე ვაპირებ სულ აქ ყოფნას ჩემი ბარადით,
მეც მიმბარავენ მალე იმავ ბარით, რომლითაც
გუშინ ვიღაცას, სხვებთან ერთად, მევე ვბარავდი!..

სიკვდილ-სიცოცხლის ამ ბრძოლაში მართლაც მღილნი ვართ
და სულ ამაოდ ვიცინით და მოღეღილნი ვართ...
გლოვა-წუხილიც ამაოა, მე თუ მკითხავენ,
თუ დავფიქრდებით: სულ ერთ მუჭა მიწად ვღირივართ!..

ამიტომ უნდა ნაკვალევი გვრჩებოდეს მართლის,
ვცადოთ, გვიძღოდეს გზა-ბილიკზე შუქი სინათლის,
თორემ ის მთვლელი, უდარდელი, დღემდე რომ გვთვლიდა,
ჩვენც მოგვცელავს და ჯოჯოხეთის მდგმურებს მიგვათვლის...

ჰოდა, ხაფერო, შენც მოასწარ სიკეთე სთესო.
სულ სიყვარულით მი-მოავსე სახლი და ეზო,
თუ გსურს, სიცოცხლით რომ ვიღაცას უღირდე რამედ,
ხოლო სიკვდილით ირუდაქო და იჰაფეზო!..

ამაოება წუთისოფლის მრავალგზის თქმულა,
იგივეს ამბობს შირაზელიც ომარი მულლა,
ამიტომ უნდა გამოვტაცოთ სიცოცხლეს წამი,
რომელიც ვნების მანანებით მი-მონამულა...




კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები