 | ავტორი: სპილუკა ჟანრი: პროზა 31 მაისი, 2009 |
ჩემთვისაც პირველია, მაგრამ შენ ნუ გეშინია, მე არ გიღალატებ! მიდი, დაიწყე! ჰო, ეგრე, კარგია... ხომ გითხარი გამოგვივა-მეთქი... ყოჩაღ! შენ ეს შეძელი! ხედავ, როგორ მოწონხარ ყველას?!
ნუ მირტყამ თავში! -ერთი-ერთი, ერთი-ორი, ერთი... გვესმის ყველას! კარგად გვესმის! ყველაფერი გავიგეთ ბატონო! ნუ მაფურთხებ! რა გაყვირებს, რა?! ან შენ რაღა გინდა?! რა საჭიროა ამდენი აგრესია?! ყველა რატომ მიყვირიხართ?! ვეღარ დაამთავრეთ?! რამდენი ხართ სულ?! გეყოფათ რა, წადით სახლებში! აღარ შემიძლია მეტი!
ვეღარაფერს ვიხსენებ... ბოლოს მახსოვს წვიმდა... რა მოხდა მერე?! ეს რა დამმართეთ?! რას ერჩით ჩემს სხეულს?! რას მიშვრებით?! გთხოვთ არ გინდათ... ეს არ გააკეთოთ!.. ოღონდ „პაიალნიკით” არა!.. მეტი რაღა ვქნა?! რაც შემიძლია ვაკეთებ... გთხოვთ შემიბრალეთ... გპირდებით კარგად ვიმუშავებ...
ეს საიდანღა მოიყვანეთ?! მთვრალია, ამან რა უნდა იმღეროს?! კარაოკე და ჯანდაბა შენ! ჩადი ძირს! ხმა ჩაიგდე! წადი რა დაიძინე, დაყრუვდა ხალხი... ხელი გამიშვი! ნუ მისვრი აქეთ-იქეთ! ოღონდ ძირს არ დამაგდო... მე მეტს ვეღარ გავუძლებ... არ დამამტვრიო რა, გეხვეწები... არა...
-რას აკეთებ ძმაო? -თავიდან რომ მქონდა, გახსოვს? ეს ისაა.. მეგობარს ვათხოვე და ნახე რა დღეში ჩაუგდია. ხან მიტინგზე უთრევია და ხან სადღაც ბარში, კარაოკეზე. ერთხელ წვიმაშიც კი დაუტოვებია. სქემას ხედავ რა დღეშია?! -მერე შეძლებ მაგის გაცოცხლებას? -კი, კი, აუცილებლად გავაკეთებ, მაგარი მიკროფონია, ძალიან მიყვარს. ცოტა ხანში დავამთავრებ და მერე შევუბეროთ...
ეს შენ ხარ? მადლობა ღმერთს! რომ იცოდე როგორ გამიხარდა შენი დანახვა. ძალიან მომნატრებიხარ... გახსოვს პირველად როგორ მოეწონე ხალხს?! მერეც რამდენს ვმღეროდით და ვმხიარულობდით ერთად... მაგრამ, იმ ქაჯს რომ გაატანე ჩემი თავი, არ შეგეცოდე? არა უშავს, რაც მთავარია ახლა ისევ შენთან ვარ... მოდი ძველი დრო გავიხსენოთ და ისევ ერთად ვიმღეროთ... მიდი დაიწყე! მე არც ახლა გიღალატებ!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
11. კარგი ხარ, სპილუკა! ძალიან მიყვარხარ... 5 კარგი ხარ, სპილუკა! ძალიან მიყვარხარ... 5
10. მაგარი რამეა! მაგარი რამეა!
9. საწყალი მიკროფონი...... საწყალი მიკროფონი......
8. სკოლაში გვაძლევდნენ ხოლმე თემებს: დიალოგი ჩანთასთან, ან მერხთან, ან რომელიმე სხვა უსულო საგანთან... შენმა ნაწერმა გამახსენა ის დრო...ოსტატურად აცოცხლებ ყველაფერს, ჩემი მასწავლებელი 5-ს დაგიწერდა... ხოდა მეც... სკოლაში გვაძლევდნენ ხოლმე თემებს: დიალოგი ჩანთასთან, ან მერხთან, ან რომელიმე სხვა უსულო საგანთან... შენმა ნაწერმა გამახსენა ის დრო...ოსტატურად აცოცხლებ ყველაფერს, ჩემი მასწავლებელი 5-ს დაგიწერდა... ხოდა მეც...
6. ძალიან მწირია!!! მეტიც შეიძლებოდა ესაუბრა. არ ვარ კმაყოფილი!!! უკეთესად შეგიძლია. არ მიყვარს პირფერობა!!! თითქმის არაფრის მთქმელი იყო. მას შეუძლია გაცილებით უკეთესი რამეები მოყვეს!!! წარმატებები შენა. ყოველი უსულო მეტყველებს!!! აი, ამეტყველება კი ადამიანის პრეროგატივაა. ამ კონკერტულ შემთხვევაში ალბათ მელანი არ გეყო!!!
წარმატებები ჩემგან!!! ხუთს გიწერ!!! ძალიან მწირია!!! მეტიც შეიძლებოდა ესაუბრა. არ ვარ კმაყოფილი!!! უკეთესად შეგიძლია. არ მიყვარს პირფერობა!!! თითქმის არაფრის მთქმელი იყო. მას შეუძლია გაცილებით უკეთესი რამეები მოყვეს!!! წარმატებები შენა. ყოველი უსულო მეტყველებს!!! აი, ამეტყველება კი ადამიანის პრეროგატივაა. ამ კონკერტულ შემთხვევაში ალბათ მელანი არ გეყო!!!
წარმატებები ჩემგან!!! ხუთს გიწერ!!!
5. :D საინტერესოა :D საინტერესოა
4. ვაა, მაგარი ნაწერია, , კარაოკე ხო საერთოდ მაგრად ასწორებს :D საწყალი მიკროფონი ,, :D
მიკროფონის განწირული ხმა,, როგორც იქნა შესმენილი იქნა, ხო?? კი დაუბრუნდა თავის პატრონს და,,
მშვიდობიანი დღე :)
პატივისცემით, განდი. არწივი.
ვაა, მაგარი ნაწერია, , კარაოკე ხო საერთოდ მაგრად ასწორებს :D საწყალი მიკროფონი ,, :D
მიკროფონის განწირული ხმა,, როგორც იქნა შესმენილი იქნა, ხო?? კი დაუბრუნდა თავის პატრონს და,,
მშვიდობიანი დღე :)
პატივისცემით, განდი. არწივი.
3. საინტერესოა :P საინტერესოა :P
1. რაღაც ძაან საყვრელი :) რაღაც ძაან საყვრელი :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|