 | ავტორი: დიოტიმა ჟანრი: პოეზია 7 ივნისი, 2009 |
დოქი
თიხა - წყნარი, შესაწყნარი, ძირბნელი და პირნათელი - ბნელგრილოში დავრჩი ისევ, შენი ნაწარნაქალი. სად ხარ, ჩემო მეთუნეო, უფარავი ვინ დაფაროს! ვიდექ ჩემთვის დაბლა თაროს, არც მეძებდა არავინ. დამიარა ელვის ელდამ, ამოსუნთქვა გამიძნელდა, მყუდრო, თვლემამორეული აირია მარანი.
ყურზე ხელის მოკარება, ჟრიალი და ნეტარება გულამომქრალს მეცნაურა, არა, მეუცნაურა... მაგრამ აღარ დამელია გარეთ - ლაქა, შიგნით - ლექი. მანჯღრია და მაჭანჭყარა, მაინც გამძლე გამოვდექი. სილაც ბევრი დამაყარა, ამირია გონება, დამაყვედრა წყალზე დგომაც, მოლზე წამოგორებაც. რა არ მითხრა სავაგლახო! მერე პირქვე დამამხო. განა ზღვიდან ამოზიდულ ტანმოხატულ ამფორებს ვინმე ასე მოკითხავდა ნათითურ - ნაამბორევს?
რა ვიცოდი, თურმე სურდა სხვა სასმელით ავევსე. დაწრეტიდან ავსებამდე ვეღარც მივუალერსე. იქნებ თავი მოვაწყინე მორაკრაკემ არაკთა? რას არ იტყვის დოქი, ერთხელ თუკი ალაპარაკდა. მომანდომა - მოვინდომე რაც იყო და რაც არა სიტყვა აღარ დამაცალა, მოყუდებით დამცალა. მე მეგონა, ამავსებდა სათავისოდ, თავიდან, ... ... ... ... ... ... ... ... დამაგდო და წავიდა.
საღვინე და სავენახე ნეტა სულ არ დავენახე! რას მერჩოდა, რაღად მითხრა, დოქთა შორის მიცნიხარო, იცი, მართლა მიყვარხარო, ჩემი სულისდგმა ხარო? ერთხელ ვსურდი თურმე სურად და ნაწადიც აისრულა. რა ვქნა, როგორ განვიკითხო მე - აყალომ აყალო?
მეთუნეო, მეთუნეო, მეთუნეო მაღალო! .
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
36. დებორას ნიკით კომენტარის დადების საშუალება უკვე აღარ მაქვს.ერთ მცირე განმარტებას დიოტიმას ნიკით დავამატებ: ღია კარების მტვრევაში ის აქსიომატური გარემოება ვიგულისხმე,რომ კონვენციურ ’’ვეფხისტყაოსანსა’’ და თანამედროვე,მოდერნიზებული კონვენციური ლექსის ნიმუშს ’’დოქს’’ შორის ზუსტად ისეთივე განსხვავებაა,როგორიც დიდ შოთა რუსთაველსა და ნინო დარბაისელს შორის. ლექსი,როგორც ხელოვნების ნაწარმოები,ორგანულ მთლიანობას წარმოადგენს.ამ მთლიანობას სხვადასხვა ელემენტთა რაობა,ხასიათი და მიმართებები ქმნის. სულმოუთქმელად ველი იმ მკითხველის გამოხმაურებას,რომელიც შეეცდება,’’დოქს’’ ამ თვალსაზრისით შეხედოს და თავისი .შეძლებისდაგვარად არგუმენტირებული , კონკრეტული მოსაზრებანი და შენიშვნები გამიზიაროს შინაარსობრივი,სახეობრივი,ფორმობრივი,ენობრივი ,კომპოზიციური და ა.შ მხარეების შესახებ. დებორას ნიკით კომენტარის დადების საშუალება უკვე აღარ მაქვს.ერთ მცირე განმარტებას დიოტიმას ნიკით დავამატებ: ღია კარების მტვრევაში ის აქსიომატური გარემოება ვიგულისხმე,რომ კონვენციურ ’’ვეფხისტყაოსანსა’’ და თანამედროვე,მოდერნიზებული კონვენციური ლექსის ნიმუშს ’’დოქს’’ შორის ზუსტად ისეთივე განსხვავებაა,როგორიც დიდ შოთა რუსთაველსა და ნინო დარბაისელს შორის. ლექსი,როგორც ხელოვნების ნაწარმოები,ორგანულ მთლიანობას წარმოადგენს.ამ მთლიანობას სხვადასხვა ელემენტთა რაობა,ხასიათი და მიმართებები ქმნის. სულმოუთქმელად ველი იმ მკითხველის გამოხმაურებას,რომელიც შეეცდება,’’დოქს’’ ამ თვალსაზრისით შეხედოს და თავისი .შეძლებისდაგვარად არგუმენტირებული , კონკრეტული მოსაზრებანი და შენიშვნები გამიზიაროს შინაარსობრივი,სახეობრივი,ფორმობრივი,ენობრივი ,კომპოზიციური და ა.შ მხარეების შესახებ.
35. აი დაპირებული მაგალითიც:
,,რობაიაზე უკეთესი არ არის ფორმა, რომ დაიტიოს სილამაზე და შინაარსი.''
ახლა მივყვეთ თქვენს მსჯელობას. /პუნქტუაციაზე ,კორექტურებზე,თვით გალაკტიონის სახელის არასწორ ორთოგრაფიაზეც კი,რაც პრინციპული კონცეპტუალური შეცდომაა, აქ საგანგებოდ არ ვისაუბრებ,ვვარაუდობ, ჩემი თხოვნა რომ შეგესრულებინათ,ახალ პოსტში უთუოდ ამასაც ჩაასწორებდით/. 1."ვეფხისტყაოსანიც" კონვენციურო ლექსია. რაღაც გაგებით ეს შეიძლება ასეც კი იყოს,'' - წერთ თქვენ. მე ხაზგასმით აღვნიშნავ: ''ვეფხისტყაოსანი'' რაღაც გაგებით კი არა,სავსებით კონვენციური ლექსია . საუკუნეთა მანძილზე მისი გავლენით დამკვიდრებული უკიდურესი კონვენციურობის დაძლევას დავით გურამიშვილის ნოვაციური ძალა დასჭირდა.
2.''რა გამოდის? რომ ვეფხისტყაოსანი და "დოქი" ორივე კონვენციური ლექსია, ანუ ორივე კარგი და - აი,ლოგიკური შეუსაბამობის კლასიკური ნიმუში,რომელიც მცდარ წანამძღვრებს ეფუძნება.კერძოდ.მე არასოდეს მითქვამს ან დამიწერია,რომ კონვენციური ლექსი ან ვერლიბრი კარგია ან ცუდი. ეს საკითხის არამეცნიერულად დაყენებაა.არსებობს უამრავი კონვენციური ლექსი,რომლის ხარისხიც დაბალი ან მაღალი,ასევე არსებობს ვერლიბრის,ანუ თავისუფალი ლექსის უამრავი საუკეთესო ან უმწეო ნიმუში,როგორც ჩვენს, ასევე უცხოურ პოეზიაში.
ვინც "დოქს" დაიწუნებს მას არაფერი გაეგება არც "ვეფხისტყაოსნისა" და არც ელემენტარული ლიტმცოდნეობითი ტერმინების?''- ამ თქვენს კითხვაზე ჩემი პასუხი ასეთია: მკითხველის ნებაა,მოსწონდეს ან არ მოსწონდეს რაიმე,მაგრამ როდესაც ის საკუთარ ნეგატიურ პოზიციას საჯაროდ აფიქსირებს,უნდა შეეძლოს ამ პოზიციის არგუმენტირება ლიტერატურული კრიტერიუმების მომარჯვებით.'აჯაფსანდალია'' ,ვინეგრეტია'' ჩაქაფულია''და ამ ტიპის გასტრონომიული შეფასებებით მხოლოდ ერთი რამ დასტურდება. რა?! მისი სახელის დარქმევა თქვენთვის მომინდვია.
3.''ჩემს რობაიში მე კონვენციურით საგანგებოდ მივანიშნე მელექსეთა და ლექსთა იმ კასტაზე, რომელსაც ხშირად გვთავაზობთ ხოლმე თქვენ, როგორც რაღაც ნოვატორულს, ორიგინალურს, ავანგარდულს, არადა, რაიც მხოლოდ ნაძალადევი ტვინისჭლეტის შედეგად მიღებული პროდუქტივით ჩანს ჩემთვის,'' - განაგრძობთ თქვენ . ამჯერად ყურადღებას ნუ მივაქცევთ ჩემი პიროვნებისაკენ მომართულ დაუფარავ აგრესიას.ფაქტობრივ მხარეს დავუკვირდეთ. გავიხსენოთ თქვენი რობაის ის ფრაგმენტი,რომლის ინტერპრეტირებასაც აქ ''ახლებურად'' ცდილობთ: ქართული ლექსის ლაღ ფუძეზე წარუმატებლად რომ განუზრახავთ კონვენციურ ლექსთა მყნობაი! მისი შინაარსი,რომელზეც ადრე უკვე გამოვთქვი აზრი, სინამდვილეში ასეთია:/მელექსეებს/ განუზრახავთ, ქართული ლექსის ლაღ ფუძეზე ( აქ ალბათ გინდოდათ დაგეწერათ ''საღ'',თორემ ფუძე შეიძლება იყოს მყარი,მაგრამ ლაღი ფუძე - წარმოუდგენელი მგონია) მისთვის შეუთავსებელ კონვენციურ ლექსს ამყნობენ.ეს კი წარმატებას არ მოუტანთ. ლოგიკურად:რაკი ქართული ლექსი ტრადიციულად კონვენციურია,მასზე ისევ კონვენციური ლექსის დამყნობა - ფუჭი გარჯაა.თქვენ არ იცოდით ამ ტერმინის მნიშვნელობა,ისევე,როგორც არ იცოდით ,როგორ იწოდება რობაი ამას ღია კარების მტვრევა ან სხვისი დაუსაბუთებელი განქიქება კი არა, გულწრფელი აღიარება შეჰფერის. ინტერნეტ საიტებზე ნიკით დაფიქსირებას ერთი არცთუ სახარბიელო შედეგი მოაქვს. პიროვნების დეპერსონალიზაციას უწყობს ხელს.ათავისუფლებს იმგვარი პასუხისმგებლობისაგან,რაც კულტურულ ყოფით გარემოში მოეთხოვება და ალბათ,შეძლებისდაგვარად ავლენს კიდეც. მე არ ვიცი თქვენი რეალური ვინაობა,მაგრამ მჯერა,ყოფით ურთიერთობაში აუცილებლად მოძებნიდით საშუალებას,გულწრფელად გეღიარებინათ,რა შეგეშალათ. გისურვებთ წარმატებას.
აი დაპირებული მაგალითიც:
,,რობაიაზე უკეთესი არ არის ფორმა, რომ დაიტიოს სილამაზე და შინაარსი.``
ახლა მივყვეთ თქვენს მსჯელობას. /პუნქტუაციაზე ,კორექტურებზე,თვით გალაკტიონის სახელის არასწორ ორთოგრაფიაზეც კი,რაც პრინციპული კონცეპტუალური შეცდომაა, აქ საგანგებოდ არ ვისაუბრებ,ვვარაუდობ, ჩემი თხოვნა რომ შეგესრულებინათ,ახალ პოსტში უთუოდ ამასაც ჩაასწორებდით/. 1."ვეფხისტყაოსანიც" კონვენციურო ლექსია. რაღაც გაგებით ეს შეიძლება ასეც კი იყოს,`` - წერთ თქვენ. მე ხაზგასმით აღვნიშნავ: ``ვეფხისტყაოსანი`` რაღაც გაგებით კი არა,სავსებით კონვენციური ლექსია . საუკუნეთა მანძილზე მისი გავლენით დამკვიდრებული უკიდურესი კონვენციურობის დაძლევას დავით გურამიშვილის ნოვაციური ძალა დასჭირდა.
2.``რა გამოდის? რომ ვეფხისტყაოსანი და "დოქი" ორივე კონვენციური ლექსია, ანუ ორივე კარგი და - აი,ლოგიკური შეუსაბამობის კლასიკური ნიმუში,რომელიც მცდარ წანამძღვრებს ეფუძნება.კერძოდ.მე არასოდეს მითქვამს ან დამიწერია,რომ კონვენციური ლექსი ან ვერლიბრი კარგია ან ცუდი. ეს საკითხის არამეცნიერულად დაყენებაა.არსებობს უამრავი კონვენციური ლექსი,რომლის ხარისხიც დაბალი ან მაღალი,ასევე არსებობს ვერლიბრის,ანუ თავისუფალი ლექსის უამრავი საუკეთესო ან უმწეო ნიმუში,როგორც ჩვენს, ასევე უცხოურ პოეზიაში.
ვინც "დოქს" დაიწუნებს მას არაფერი გაეგება არც "ვეფხისტყაოსნისა" და არც ელემენტარული ლიტმცოდნეობითი ტერმინების?``- ამ თქვენს კითხვაზე ჩემი პასუხი ასეთია: მკითხველის ნებაა,მოსწონდეს ან არ მოსწონდეს რაიმე,მაგრამ როდესაც ის საკუთარ ნეგატიურ პოზიციას საჯაროდ აფიქსირებს,უნდა შეეძლოს ამ პოზიციის არგუმენტირება ლიტერატურული კრიტერიუმების მომარჯვებით.`აჯაფსანდალია`` ,ვინეგრეტია`` ჩაქაფულია``და ამ ტიპის გასტრონომიული შეფასებებით მხოლოდ ერთი რამ დასტურდება. რა?! მისი სახელის დარქმევა თქვენთვის მომინდვია.
3.``ჩემს რობაიში მე კონვენციურით საგანგებოდ მივანიშნე მელექსეთა და ლექსთა იმ კასტაზე, რომელსაც ხშირად გვთავაზობთ ხოლმე თქვენ, როგორც რაღაც ნოვატორულს, ორიგინალურს, ავანგარდულს, არადა, რაიც მხოლოდ ნაძალადევი ტვინისჭლეტის შედეგად მიღებული პროდუქტივით ჩანს ჩემთვის,`` - განაგრძობთ თქვენ . ამჯერად ყურადღებას ნუ მივაქცევთ ჩემი პიროვნებისაკენ მომართულ დაუფარავ აგრესიას.ფაქტობრივ მხარეს დავუკვირდეთ. გავიხსენოთ თქვენი რობაის ის ფრაგმენტი,რომლის ინტერპრეტირებასაც აქ ``ახლებურად`` ცდილობთ: ქართული ლექსის ლაღ ფუძეზე წარუმატებლად რომ განუზრახავთ კონვენციურ ლექსთა მყნობაი! მისი შინაარსი,რომელზეც ადრე უკვე გამოვთქვი აზრი, სინამდვილეში ასეთია:/მელექსეებს/ განუზრახავთ, ქართული ლექსის ლაღ ფუძეზე ( აქ ალბათ გინდოდათ დაგეწერათ ``საღ``,თორემ ფუძე შეიძლება იყოს მყარი,მაგრამ ლაღი ფუძე - წარმოუდგენელი მგონია) მისთვის შეუთავსებელ კონვენციურ ლექსს ამყნობენ.ეს კი წარმატებას არ მოუტანთ. ლოგიკურად:რაკი ქართული ლექსი ტრადიციულად კონვენციურია,მასზე ისევ კონვენციური ლექსის დამყნობა - ფუჭი გარჯაა.თქვენ არ იცოდით ამ ტერმინის მნიშვნელობა,ისევე,როგორც არ იცოდით ,როგორ იწოდება რობაი ამას ღია კარების მტვრევა ან სხვისი დაუსაბუთებელი განქიქება კი არა, გულწრფელი აღიარება შეჰფერის. ინტერნეტ საიტებზე ნიკით დაფიქსირებას ერთი არცთუ სახარბიელო შედეგი მოაქვს. პიროვნების დეპერსონალიზაციას უწყობს ხელს.ათავისუფლებს იმგვარი პასუხისმგებლობისაგან,რაც კულტურულ ყოფით გარემოში მოეთხოვება და ალბათ,შეძლებისდაგვარად ავლენს კიდეც. მე არ ვიცი თქვენი რეალური ვინაობა,მაგრამ მჯერა,ყოფით ურთიერთობაში აუცილებლად მოძებნიდით საშუალებას,გულწრფელად გეღიარებინათ,რა შეგეშალათ. გისურვებთ წარმატებას.
34. ჩემს ცხოვრებაში იყო საოცარი ადამიანი. ყველა ადამიანური წარმოდგენის და ზღვრის იქით-მათ შორის დემაგოგიის,ცინიზმის,სარკაზმის...იუმორის.
მისი ყველაზე უნიჭო მოწაფე არ ვარ:)
ქალბატონო ნინო ხომ შეგიძლიათ რომ გასცეთ არგუმენტირებული პასუხი კორექტულად,მაგრამ არა ''რობაიას`` გამოყენება რომ კორექტურა კი არა, თქვენი .... / როგორი?! - აქ თავად მოიძიეთ ეპითეტი/ .. განათლების შედეგი იყო '' ისევ თავს ეხმით:(რა საჭიროა აი ეს ჩანამატი ამ პასუხში. ნამდვილად არ გახასიათებთ ლამაზი და კარგი მხარით.აი ძალიან პირიქით კი.ნიზკო ი პოდლო!!!!!!!!:( ჯერ მწარე გოიმივით ავარდით და კომენტარებში გააშანშალეთ ეს ლექსი,მერე ცალკე პოსტად დადეთ.
რა ქაჯობაა:( ღირსეულ ადამიანს არასდროს გაუჩნდება სურვილი'' პრინიზიწ ''მოწინააღმდეგე,გინდაც ოპონენტი,ხოლო ჭკვიან ადამიანს როცა ამისთვის ღირსება არ ყოფნის,ყოფნის ჭკუა რომ ეს არ გააკეთოს. ძალიან კომპლექსებით დაჭმული და სულნამცეცა ადამიანების დამახასიათებელი თვისებაა ეს:)
ადამიანური ტიპები ძალიან ადვილად იშიფრებიან:) მე არც თავხედი და არც ცინიკური და არც ამბიციური ადამიანების საწინააღმდეგო მაქვს რამე.პირიქით ტაშსაც ვუკრავ,როცა ამას ლამაზად და ოსტატურად აკეთებენ.
ძალიან დაბალი ხარისხის ცინიზმია ეს ქალბატონო ნინო. ძალიან გამხიბლეთ. დიდსულოვნება ძლიერის თვისებაა.ჭკვიანი ადამიანი ბოლო-ბოლო ტამაშობს ამას.
მეც ძალიან მომწონს ბატონი მიშა რატიანი. არასდროს მიუცია თავისი თავისთვის უფლება დაემცირებინა რომელიმე ავტორი.
ქალბატონო ნინო თქვენ რამდენჯერმე გააკეთეთ ასე საკუთარი პერსონის,განათლების დემონსტრირება სხვათა დამცირების ხარჯზე. უნდა გითხრათ რომ ძალიან ულამაზო და უღირსი საქციელია. ძალიან.
და ასეთი საქციელის დროს ძალიან სასაცილოდ არა,არანაირად,ძალიან შესაბრალისად გამოიყურებით .
ვწუხვარ.
ჩემს ცხოვრებაში იყო საოცარი ადამიანი. ყველა ადამიანური წარმოდგენის და ზღვრის იქით-მათ შორის დემაგოგიის,ცინიზმის,სარკაზმის...იუმორის.
მისი ყველაზე უნიჭო მოწაფე არ ვარ:)
ქალბატონო ნინო ხომ შეგიძლიათ რომ გასცეთ არგუმენტირებული პასუხი კორექტულად,მაგრამ არა ``რობაიას`` გამოყენება რომ კორექტურა კი არა, თქვენი .... / როგორი?! - აქ თავად მოიძიეთ ეპითეტი/ .. განათლების შედეგი იყო `` ისევ თავს ეხმით:(რა საჭიროა აი ეს ჩანამატი ამ პასუხში. ნამდვილად არ გახასიათებთ ლამაზი და კარგი მხარით.აი ძალიან პირიქით კი.ნიზკო ი პოდლო!!!!!!!!:( ჯერ მწარე გოიმივით ავარდით და კომენტარებში გააშანშალეთ ეს ლექსი,მერე ცალკე პოსტად დადეთ.
რა ქაჯობაა:( ღირსეულ ადამიანს არასდროს გაუჩნდება სურვილი`` პრინიზიწ ``მოწინააღმდეგე,გინდაც ოპონენტი,ხოლო ჭკვიან ადამიანს როცა ამისთვის ღირსება არ ყოფნის,ყოფნის ჭკუა რომ ეს არ გააკეთოს. ძალიან კომპლექსებით დაჭმული და სულნამცეცა ადამიანების დამახასიათებელი თვისებაა ეს:)
ადამიანური ტიპები ძალიან ადვილად იშიფრებიან:) მე არც თავხედი და არც ცინიკური და არც ამბიციური ადამიანების საწინააღმდეგო მაქვს რამე.პირიქით ტაშსაც ვუკრავ,როცა ამას ლამაზად და ოსტატურად აკეთებენ.
ძალიან დაბალი ხარისხის ცინიზმია ეს ქალბატონო ნინო. ძალიან გამხიბლეთ. დიდსულოვნება ძლიერის თვისებაა.ჭკვიანი ადამიანი ბოლო-ბოლო ტამაშობს ამას.
მეც ძალიან მომწონს ბატონი მიშა რატიანი. არასდროს მიუცია თავისი თავისთვის უფლება დაემცირებინა რომელიმე ავტორი.
ქალბატონო ნინო თქვენ რამდენჯერმე გააკეთეთ ასე საკუთარი პერსონის,განათლების დემონსტრირება სხვათა დამცირების ხარჯზე. უნდა გითხრათ რომ ძალიან ულამაზო და უღირსი საქციელია. ძალიან.
და ასეთი საქციელის დროს ძალიან სასაცილოდ არა,არანაირად,ძალიან შესაბრალისად გამოიყურებით .
ვწუხვარ.
33. ლალი ძვირფასო,მადლობა ნებართვისათვის! ხაფერ ელ-დამასტ ელდინ ძვირფასო! რაკი თქვენ არ ისურვეთ თეზისების სახით ჩამოგეყალიბებინათ საკუთარი შეხედულებანი და სანაცვლოდ კამათის არაკორექტული გზა ირჩიეთ.ახალ პოსტზე პასუხისაგან თავს შევიკავებ და შევეცდები,ისევ წინა პოსტის შესახებ გამოვთქვა აზრი. მისი პირველი აბზაცი - დე , სხვებმა განსაჯონ. ვიდრე დანარჩენ ტექსტში დაფიქსირებული ლოგიკური შეცდომების შესახებ მოგახსენებდეთ ორიოდე სიტყვას, მინდა კმაყოფილებით აღვნიშნო, რომ ჩემმა ლექსმცოდნეობითმა გავლენამ თვით თქვენს შემოქმედებასაც კი სასიკეთო კვალი დაამჩნია. ამას წინათ ''ლიტერატურა.გე''- ს პორტალზე მოთავსებულ ლექსს ,ცხადია,დადებითად ვერ შეგიფასებდით, არა მხოლოდ დაბალი ხარისხის გამო , არამედ უპირველესად იმიტომ , რომ ანონიმ ავტორს წარმოდგენა არ ჰქონდა ლექსის იმ სახეობის შესახებ,რომელსაც სათაურში უთითებდა . ''რობაია'' - არ არსებობს. რობაის - მრავალსაუკუნოვანი ისტორია და აღმოსავლური ძირები აქვს..თქვენ ეს არ იცოდით.ჩემი მითითების წყალობით,ჩანს,უკეთ გაერკვიეთ,რადგან დღეს უკვე სწორად წერთ ამ სიტყვას. '' რობაის'' ნაცვლად ''რობაიას'' გამოყენება რომ კორექტურა კი არა, თქვენი .... / როგორი?! - აქ თავად მოიძიეთ ეპითეტი/ .. განათლების შედეგი იყო ,დაინტერესებული მკითხველი ამაში ადვილად დარწმუნდება ,თუ აქვე,თქვენს გვერდზე მოთავსებულ ნაწარმოებთა სათაურებს გადაავლებს თვალს.ხოლო ვინც მათ წაკითხვას არ დაიზარებს.ხელთ უტყუარი საბუთი ექნება იმის დასადასტურებლად,რომ ავტორი ვერ ერკვევა იმაში,რის გაკეთებაც მოუწადინებია. ამ პოსტს აქ დროებით ვწყვეტ,რადგან შესაბამისი მაგალითი მაქვს გადმოსატანი. ლალი ძვირფასო,მადლობა ნებართვისათვის! ხაფერ ელ-დამასტ ელდინ ძვირფასო! რაკი თქვენ არ ისურვეთ თეზისების სახით ჩამოგეყალიბებინათ საკუთარი შეხედულებანი და სანაცვლოდ კამათის არაკორექტული გზა ირჩიეთ.ახალ პოსტზე პასუხისაგან თავს შევიკავებ და შევეცდები,ისევ წინა პოსტის შესახებ გამოვთქვა აზრი. მისი პირველი აბზაცი - დე , სხვებმა განსაჯონ. ვიდრე დანარჩენ ტექსტში დაფიქსირებული ლოგიკური შეცდომების შესახებ მოგახსენებდეთ ორიოდე სიტყვას, მინდა კმაყოფილებით აღვნიშნო, რომ ჩემმა ლექსმცოდნეობითმა გავლენამ თვით თქვენს შემოქმედებასაც კი სასიკეთო კვალი დაამჩნია. ამას წინათ ``ლიტერატურა.გე``- ს პორტალზე მოთავსებულ ლექსს ,ცხადია,დადებითად ვერ შეგიფასებდით, არა მხოლოდ დაბალი ხარისხის გამო , არამედ უპირველესად იმიტომ , რომ ანონიმ ავტორს წარმოდგენა არ ჰქონდა ლექსის იმ სახეობის შესახებ,რომელსაც სათაურში უთითებდა . ``რობაია`` - არ არსებობს. რობაის - მრავალსაუკუნოვანი ისტორია და აღმოსავლური ძირები აქვს..თქვენ ეს არ იცოდით.ჩემი მითითების წყალობით,ჩანს,უკეთ გაერკვიეთ,რადგან დღეს უკვე სწორად წერთ ამ სიტყვას. `` რობაის`` ნაცვლად ``რობაიას`` გამოყენება რომ კორექტურა კი არა, თქვენი .... / როგორი?! - აქ თავად მოიძიეთ ეპითეტი/ .. განათლების შედეგი იყო ,დაინტერესებული მკითხველი ამაში ადვილად დარწმუნდება ,თუ აქვე,თქვენს გვერდზე მოთავსებულ ნაწარმოებთა სათაურებს გადაავლებს თვალს.ხოლო ვინც მათ წაკითხვას არ დაიზარებს.ხელთ უტყუარი საბუთი ექნება იმის დასადასტურებლად,რომ ავტორი ვერ ერკვევა იმაში,რის გაკეთებაც მოუწადინებია. ამ პოსტს აქ დროებით ვწყვეტ,რადგან შესაბამისი მაგალითი მაქვს გადმოსატანი.
32. რადგან სკაიპში მომწერა რამდენიმემ შემოვბრუნდი-1 .მე არ მომეწონა მიმართვის ტონი ქალბატონი ნინოსი და მივუთითე მას. 2.შემდეგ ხაფერის(მაპატიეთ,არ ვიცი ნამდვილი სახელი)ტონი არ მომეწონა უკვე ქალბატონი ნინოსადმი და ეს ავღნიშნე. 3.რაც შეეხება ჩემს პოზიციას ხაფერის პოზიციისკენ ვარ:)
4მაგრამ რადიკალიზმის მომხრე არ ვარ არაფერში-ანუ ნებისმიერ აზრს,შემოქმედებას და ადამიანს აქვს არსებობის უფლება!
პატივისცემით ყველას მიმართ.
რადგან სკაიპში მომწერა რამდენიმემ შემოვბრუნდი-1 .მე არ მომეწონა მიმართვის ტონი ქალბატონი ნინოსი და მივუთითე მას. 2.შემდეგ ხაფერის(მაპატიეთ,არ ვიცი ნამდვილი სახელი)ტონი არ მომეწონა უკვე ქალბატონი ნინოსადმი და ეს ავღნიშნე. 3.რაც შეეხება ჩემს პოზიციას ხაფერის პოზიციისკენ ვარ:)
4მაგრამ რადიკალიზმის მომხრე არ ვარ არაფერში-ანუ ნებისმიერ აზრს,შემოქმედებას და ადამიანს აქვს არსებობის უფლება!
პატივისცემით ყველას მიმართ.
31. ხაფერ ელ-დამასტ ელდინი, მართალია ეს კაცი...... ხაფერ ელ-დამასტ ელდინი, მართალია ეს კაცი......
30. ჩემი ბოლო პოსტი ამ ''ვითარების'' გამო. ქალბატონ ნინოსთან ალბათ მეც გადამიმლაშებია ხანდახან . ბატონი ხაფერის ტონი არ მომეწონა ქალბატონ ნინოსთან .ძალიან არ მომეწონა!
ქალბატონი ნინო მაღალი კლასის პროფესიონალია და ეს თემაც ძალიან საინტერესო და აქტუალური პოეზიაში. მისაღებია განსხვავებულ და რადიკალურ პოზიციაზე დგომა ამ კონკრეტულ საკითხში. სიამოვნებით მიადევნებს საიტი ამ საჭირბოროტო დისკუსიას თვალს,ცხადია ურთიერთპიროვნული პატივისცემის დაცვით.
ჩემის მხრივ ბოდიში ქალბატონ ნინოს უკვე ხაფერის ტონისთვის.
ვადასტურებ დიდ პატივისცემას ქალბატონ ნინოსადმი,ბევრი რამის გამო . და პირადად ჩემდამი გამოჩენილი ტაქტისთვის ყოველთვის!
ჩემი ბოლო პოსტი ამ ``ვითარების`` გამო. ქალბატონ ნინოსთან ალბათ მეც გადამიმლაშებია ხანდახან . ბატონი ხაფერის ტონი არ მომეწონა ქალბატონ ნინოსთან .ძალიან არ მომეწონა!
ქალბატონი ნინო მაღალი კლასის პროფესიონალია და ეს თემაც ძალიან საინტერესო და აქტუალური პოეზიაში. მისაღებია განსხვავებულ და რადიკალურ პოზიციაზე დგომა ამ კონკრეტულ საკითხში. სიამოვნებით მიადევნებს საიტი ამ საჭირბოროტო დისკუსიას თვალს,ცხადია ურთიერთპიროვნული პატივისცემის დაცვით.
ჩემის მხრივ ბოდიში ქალბატონ ნინოს უკვე ხაფერის ტონისთვის.
ვადასტურებ დიდ პატივისცემას ქალბატონ ნინოსადმი,ბევრი რამის გამო . და პირადად ჩემდამი გამოჩენილი ტაქტისთვის ყოველთვის!
29. დებორა ძვირფასო!
კამათის გაგრძელებას, ჩემი აზრით, სულაც არ ჭირდება ლალის ნებართვები და სათეზისოც აქ იმდენი არაფერია. თუ მაინცა და მაინც თეზისურად ისურვებთ ჩემს ნათქვამებს, იგი ასეთი სახისაა:
მე კარგად ვიცნობ თქვენს წიგნებსა და მხატვრულ შემოქმედებას და კარგა ხანია, რაც გამოტანილი მაქვს დასკვნა, რომ თქვენ ლექსს ინტიუტიურად, ღვთივშთაგონებულად კი არ წერთ, არამედ ა კ ე თ ე ბ თ, ანუ ზედმიწევნით კარგად იცნობთ ვერსიფიკაციის წეს-კანონებს და მაგ მზამზარეულ ფორმებს, ყალიბებს არგებთ მერე თქვენს წინასწარარჩეულ აზრებს, ანუ , როგორც გალაქტიონი იტყოდა ხოლმე, ვიღებთ პროდუქტს, რომელიც არის კიდეც ლექსი, მაგრამ არც არის! ეს თითქოს ერგვარი პარადოქსია, მაგრამ ასეა რეალურად. და მე ამას პოეზიას არ ვეძახი. ეგ "დოქიც", ჩემი ამ გადასახედიდან, ამიტომ ლექსი კი არა, აჯაფსანდალია... ძალიან გთხოვთ, ნუ გეწყინებათ ჩემი ამგვარი გამოლაშქრება, ესაა, უბრალოდ, ხმის ამაღლება იმ საერთო ტენდენციის წინააღმდეგ, რომელსაც ე. წ. ავანგარდის დროშის ქვეშ აქვს ადგილი და რომელ სცენაზეც აბსურდის ისეთი ნიაღვარი მიექანება, რომ ლამის წალეკოს ჭეშმარიტი პოეზიის თავანკარა წყაროები...
სხვად, ყველანაირად, მიიღეთ ჩემი პატივისცემა და ბოდიშიც იქნებ ცოტათი შეუფერებელი ტონებისთვის!
დებორა ძვირფასო!
კამათის გაგრძელებას, ჩემი აზრით, სულაც არ ჭირდება ლალის ნებართვები და სათეზისოც აქ იმდენი არაფერია. თუ მაინცა და მაინც თეზისურად ისურვებთ ჩემს ნათქვამებს, იგი ასეთი სახისაა:
მე კარგად ვიცნობ თქვენს წიგნებსა და მხატვრულ შემოქმედებას და კარგა ხანია, რაც გამოტანილი მაქვს დასკვნა, რომ თქვენ ლექსს ინტიუტიურად, ღვთივშთაგონებულად კი არ წერთ, არამედ ა კ ე თ ე ბ თ, ანუ ზედმიწევნით კარგად იცნობთ ვერსიფიკაციის წეს-კანონებს და მაგ მზამზარეულ ფორმებს, ყალიბებს არგებთ მერე თქვენს წინასწარარჩეულ აზრებს, ანუ , როგორც გალაქტიონი იტყოდა ხოლმე, ვიღებთ პროდუქტს, რომელიც არის კიდეც ლექსი, მაგრამ არც არის! ეს თითქოს ერგვარი პარადოქსია, მაგრამ ასეა რეალურად. და მე ამას პოეზიას არ ვეძახი. ეგ "დოქიც", ჩემი ამ გადასახედიდან, ამიტომ ლექსი კი არა, აჯაფსანდალია... ძალიან გთხოვთ, ნუ გეწყინებათ ჩემი ამგვარი გამოლაშქრება, ესაა, უბრალოდ, ხმის ამაღლება იმ საერთო ტენდენციის წინააღმდეგ, რომელსაც ე. წ. ავანგარდის დროშის ქვეშ აქვს ადგილი და რომელ სცენაზეც აბსურდის ისეთი ნიაღვარი მიექანება, რომ ლამის წალეკოს ჭეშმარიტი პოეზიის თავანკარა წყაროები...
სხვად, ყველანაირად, მიიღეთ ჩემი პატივისცემა და ბოდიშიც იქნებ ცოტათი შეუფერებელი ტონებისთვის!
28. ხაფერ ელ-დამასტ ელდინ ძვირფასო! ძალზე მიჭირს თქვენი ბოლო პოსტისთვის პასუხის გაცემა ერთი გარემოების გამო. ლოგიკურად არ მიძნელდება ,დავასაბუთო თქვენი მსჯელობის არამართებულობა.მაგრამ ორიოდე პოსტის წინ მადლიერების გრძნობით მივიღე ლალის სავსებით სამართლიანი შენიშვნა . თუ მართლა სურვილი გაქვთ ,გაეცნოთ ჩემს აზრს,ერთი გზა რჩება. ლალიმ , აქვე მოთავსებული პოსტით ,სულგრძელად უნდა დაგვრთოს ნება კამათის გაგრძელებისა . ასე რომ,,იქნებ ჯერ მას დაუკავშირდეთ. გარდა ამისა, იქნებ კიდევ ერთხელ გადახედოთ თქვენს ტექსტს,შეასწოროთ უზუსტობანი,რომელიც შესაძლოა უნებლიე იყოს და ახალი პოსტის სახით დადოთ ვერსია,რომლის შესახებაც განვაგრძობთ მსჯელობას.უკეტესი იქნება,თუ სიადვილისთვის თეზისების სახეს მისცემთ.
ხაფერ ელ-დამასტ ელდინ ძვირფასო! ძალზე მიჭირს თქვენი ბოლო პოსტისთვის პასუხის გაცემა ერთი გარემოების გამო. ლოგიკურად არ მიძნელდება ,დავასაბუთო თქვენი მსჯელობის არამართებულობა.მაგრამ ორიოდე პოსტის წინ მადლიერების გრძნობით მივიღე ლალის სავსებით სამართლიანი შენიშვნა . თუ მართლა სურვილი გაქვთ ,გაეცნოთ ჩემს აზრს,ერთი გზა რჩება. ლალიმ , აქვე მოთავსებული პოსტით ,სულგრძელად უნდა დაგვრთოს ნება კამათის გაგრძელებისა . ასე რომ,,იქნებ ჯერ მას დაუკავშირდეთ. გარდა ამისა, იქნებ კიდევ ერთხელ გადახედოთ თქვენს ტექსტს,შეასწოროთ უზუსტობანი,რომელიც შესაძლოა უნებლიე იყოს და ახალი პოსტის სახით დადოთ ვერსია,რომლის შესახებაც განვაგრძობთ მსჯელობას.უკეტესი იქნება,თუ სიადვილისთვის თეზისების სახეს მისცემთ.
27. ძვირფასო დიოტიმა, ერთი ძველი ამბავი უნდა მოვყვე თქვენი კომენტარის საპასუხოდ: ალბათ გახსოთ ერთი მხედრიონელი შარლატანი იყო, მგონი გოდერძიშვილი გვარად, კახეთის რწმუნებულად დანიშნეს. ერთი მლიქვნელი ჟურნალისტი ესტუმრა, აქებს, ადიდებს და ეუბნება, ბატონო გელა, თქვენ ახლა ის ხართ, რაც ერეკლე მეორე იყო თავის დროზეო... ამანაც როდი დაიმორცხვა, ხოო, ცხადია, ეგრეა, მაგრამ ჩვენს შორის მაინც არის რაღაც განსხვავება, მე პროფესიით ვეტერინარი ვარო... წარმოგიდგენიათ! თითქოს მარტლა ეს ყოფილიყოს მათშორის სხვაობა, დანარჩენით კი მისხალ-მისხალ იმეორებდა ერეკლე მეფეს!.. აი, რა მოაქვს ამპარტავნებას, გაყოყოჩებას, გაზულუქებას!... ეხლა კი, ნება მიბოძეთ, მივუბრუნდე თქვენს ნათქვამს, რომ "ვეფხისტყაოსანიც" კონვენციურო ლექსია. რაღაც გაგებით ეს შეიძლება ასეც კი იყოს, მაგრამ რა შუაშუია აქ თქვენი "დოქი"? რა გამოდის? რომ ვეფხისტყაოსანი და "დოქი" ორივე კონვენციური ლექსია, ანუ ორივე კარგი და ვინც "დოქს" დაიწუნებს მას არაფერი გაეგება არც "ვეფხისტყაოსნისა" და არც ელემენტარული ლიტმცოდნეობითი ტერმინების? კი, თქვენ ეს ასე გამოგყავთ იმ მკითხველთან, ვინც მართლა ვერ ერკვვა მსგავს საკითხებში, მაგრამ ვინც ერკვევა, მისი ასე იოლად ხელზე დახვევა მაგ თქვენს მიერ ყოველთვის ჭარბად მოტანილი ლიტმცოდნეობითი ტერმოინებით ხომ სეუძლებელია! ეგ ხომ მხოლოდ ფუჭი კოკეტობაა, თავმოწონებაა თქვენის მხრივ საზოგადოებაში, სადაც, ეს თქვენც და მეც მშვენივრად ვიცით, ძირითადად, არაპროფესიონალები არიან!.. და კიდევ: ჩემს რობაიში მე კონვენციურით საგანგებოდ მივანიშნე მელექსეთა და ლექსთა იმ კასტაზე, რომელსაც ხშირად გვთავაზობთ ხოლმე თქვენ, როგორც რაღაც ნოვატორულს, ორიგინალურს, ავანგარდულს, არადა, რაიც მხოლოდ ნაძალადევი ტვინისჭლეტის შედეგად მიღებული პროდუქტივით ჩანს ჩემთვის, პირადად. ეგეთ ლექსებს მე ნაკეთებ ლექსებს ვეძახი, ანუ კაი დურგლის მიერ გამოჩორკნილ ბურატინოებს, რომლებიც ჩვეულებრივი, ბუნებრივი წესით ჩასახული და დედის მიერ ნაშობი ბავშვისაგან, ცხადია, ბევრით განსხვავდება... დაბოლოს, ჩემი რჩევაა: ცოდნით, სულ რომ თავიდანაც მოხეთქავდეს, მაინც ნუ დააჭარბებთ ხოლმე თავს ნურავის!
და ისევ ერთი რობაი:
ხაფერ, ცხოვრება, თავად ხედავ, რა ბანძიც არი, ჰოდა, ეს ხალხიც, რა გჭირს, მაინც რით ვერ იცანი! მიხვდი: ლამაზი არის, მაგრამ ბულბულობას კი ვერასდროს შეძლებს მოკაკანე დაბლა ციცარი! ძვირფასო დიოტიმა, ერთი ძველი ამბავი უნდა მოვყვე თქვენი კომენტარის საპასუხოდ: ალბათ გახსოთ ერთი მხედრიონელი შარლატანი იყო, მგონი გოდერძიშვილი გვარად, კახეთის რწმუნებულად დანიშნეს. ერთი მლიქვნელი ჟურნალისტი ესტუმრა, აქებს, ადიდებს და ეუბნება, ბატონო გელა, თქვენ ახლა ის ხართ, რაც ერეკლე მეორე იყო თავის დროზეო... ამანაც როდი დაიმორცხვა, ხოო, ცხადია, ეგრეა, მაგრამ ჩვენს შორის მაინც არის რაღაც განსხვავება, მე პროფესიით ვეტერინარი ვარო... წარმოგიდგენიათ! თითქოს მარტლა ეს ყოფილიყოს მათშორის სხვაობა, დანარჩენით კი მისხალ-მისხალ იმეორებდა ერეკლე მეფეს!.. აი, რა მოაქვს ამპარტავნებას, გაყოყოჩებას, გაზულუქებას!... ეხლა კი, ნება მიბოძეთ, მივუბრუნდე თქვენს ნათქვამს, რომ "ვეფხისტყაოსანიც" კონვენციურო ლექსია. რაღაც გაგებით ეს შეიძლება ასეც კი იყოს, მაგრამ რა შუაშუია აქ თქვენი "დოქი"? რა გამოდის? რომ ვეფხისტყაოსანი და "დოქი" ორივე კონვენციური ლექსია, ანუ ორივე კარგი და ვინც "დოქს" დაიწუნებს მას არაფერი გაეგება არც "ვეფხისტყაოსნისა" და არც ელემენტარული ლიტმცოდნეობითი ტერმინების? კი, თქვენ ეს ასე გამოგყავთ იმ მკითხველთან, ვინც მართლა ვერ ერკვვა მსგავს საკითხებში, მაგრამ ვინც ერკვევა, მისი ასე იოლად ხელზე დახვევა მაგ თქვენს მიერ ყოველთვის ჭარბად მოტანილი ლიტმცოდნეობითი ტერმოინებით ხომ სეუძლებელია! ეგ ხომ მხოლოდ ფუჭი კოკეტობაა, თავმოწონებაა თქვენის მხრივ საზოგადოებაში, სადაც, ეს თქვენც და მეც მშვენივრად ვიცით, ძირითადად, არაპროფესიონალები არიან!.. და კიდევ: ჩემს რობაიში მე კონვენციურით საგანგებოდ მივანიშნე მელექსეთა და ლექსთა იმ კასტაზე, რომელსაც ხშირად გვთავაზობთ ხოლმე თქვენ, როგორც რაღაც ნოვატორულს, ორიგინალურს, ავანგარდულს, არადა, რაიც მხოლოდ ნაძალადევი ტვინისჭლეტის შედეგად მიღებული პროდუქტივით ჩანს ჩემთვის, პირადად. ეგეთ ლექსებს მე ნაკეთებ ლექსებს ვეძახი, ანუ კაი დურგლის მიერ გამოჩორკნილ ბურატინოებს, რომლებიც ჩვეულებრივი, ბუნებრივი წესით ჩასახული და დედის მიერ ნაშობი ბავშვისაგან, ცხადია, ბევრით განსხვავდება... დაბოლოს, ჩემი რჩევაა: ცოდნით, სულ რომ თავიდანაც მოხეთქავდეს, მაინც ნუ დააჭარბებთ ხოლმე თავს ნურავის!
და ისევ ერთი რობაი:
ხაფერ, ცხოვრება, თავად ხედავ, რა ბანძიც არი, ჰოდა, ეს ხალხიც, რა გჭირს, მაინც რით ვერ იცანი! მიხვდი: ლამაზი არის, მაგრამ ბულბულობას კი ვერასდროს შეძლებს მოკაკანე დაბლა ციცარი!
26. რა ვქნა, როგორ განვიკითხო მე - აყალომ აყალო?
ჭეშმარიტად!
- ნუ განვიკითხავთ მკაცრად ერთმანეთს ! - თვით მაღალ ღმერთსაც ეს სურს, ღმერთმანი!
ამ ლექსისა და მისი ავტორის დიდად მადლიერი უნდა ვიყოთ მეც და თქვენც, რომ ასეთი ორიგინალური კომენტარების ,,სეტყვა'' გამოიწვია. მე პირადად ახალი ციკლი შთამაგონა ექვსსტრიქონიანი ექსპრომტებისა, რომელსაც ,, ურაკპურაკული'' დავარქვი (,,პურობის'' ასოციაციას ხო არ იწვევს?!. კაია მერე!)
2. ამ გაზაფხულმაც ჩაიარა თევებში ღამის ხან საკანში და ხან ქუჩაში... თვინიერ ამის - არც საძმო სუფრებს ვუძვირებდი რაკი სტუმრობას, ამ მხრივაც არ ვარ თქვენგან ღირსი აუგის რამის... გამგზავრებას კი ჯერ იმსოფლად არ ვჩქარობ დიდად - არც-სად სამარე გამექცევა დედის და მამის...
3. ოდითგან - ლექსად სიტყვა თქმულა ამოდ წყობილი, რაც იმთავითვე გახლავთ ჩემი ვიწრო პროფილი. ფართო პროფილით - ფრიად!.. - მეფურს ვაფასებ სუფრას, გარს ძმა-პოეტებს ალყა რო აქვთ შემოწყობილი!.. არ დაგიმალავთ - და დიდება ამისთვის უფალს!.. – ნაღდი პოეტის მეც ვარ დასტურ ნაღდი ძმობილი!
პირველ ნომრად მე--7-ე ,,კომენტარი'' ჩათვალეთ...
P.S.: ქალბატონმა ნინომ თუ ჩემზე ,, გაბრაზებულ გულზე ’’ დაწერა ეს მშვენიერი ლექსი, შეიძლება ვიფიქრო ,,მორიგ გაბრაზებაზეც’’... რა ვქნა, როგორ განვიკითხო მე - აყალომ აყალო?
ჭეშმარიტად!
- ნუ განვიკითხავთ მკაცრად ერთმანეთს ! - თვით მაღალ ღმერთსაც ეს სურს, ღმერთმანი!
ამ ლექსისა და მისი ავტორის დიდად მადლიერი უნდა ვიყოთ მეც და თქვენც, რომ ასეთი ორიგინალური კომენტარების ,,სეტყვა`` გამოიწვია. მე პირადად ახალი ციკლი შთამაგონა ექვსსტრიქონიანი ექსპრომტებისა, რომელსაც ,, ურაკპურაკული`` დავარქვი (,,პურობის`` ასოციაციას ხო არ იწვევს?!. კაია მერე!)
2. ამ გაზაფხულმაც ჩაიარა თევებში ღამის ხან საკანში და ხან ქუჩაში... თვინიერ ამის - არც საძმო სუფრებს ვუძვირებდი რაკი სტუმრობას, ამ მხრივაც არ ვარ თქვენგან ღირსი აუგის რამის... გამგზავრებას კი ჯერ იმსოფლად არ ვჩქარობ დიდად - არც-სად სამარე გამექცევა დედის და მამის...
3. ოდითგან - ლექსად სიტყვა თქმულა ამოდ წყობილი, რაც იმთავითვე გახლავთ ჩემი ვიწრო პროფილი. ფართო პროფილით - ფრიად!.. - მეფურს ვაფასებ სუფრას, გარს ძმა-პოეტებს ალყა რო აქვთ შემოწყობილი!.. არ დაგიმალავთ - და დიდება ამისთვის უფალს!.. – ნაღდი პოეტის მეც ვარ დასტურ ნაღდი ძმობილი!
პირველ ნომრად მე--7-ე ,,კომენტარი`` ჩათვალეთ...
P.S.: ქალბატონმა ნინომ თუ ჩემზე ,, გაბრაზებულ გულზე ’’ დაწერა ეს მშვენიერი ლექსი, შეიძლება ვიფიქრო ,,მორიგ გაბრაზებაზეც’’...
25. ნადირი ძვირფასო! მთლიანად ეს ლექსი ეროტიკული პოეზიის ნიმუშია.მიეკუთვნება ქართული პოეზიის ტრადიციულ, მაგისტრალურ ხაზს ,რომლის ძირითადი ესთეტიკური პრინციპიც ეროტიზმის სიმბოლურ-ალეგორიულ გამოსახვაა. ნადირი ძვირფასო! მთლიანად ეს ლექსი ეროტიკული პოეზიის ნიმუშია.მიეკუთვნება ქართული პოეზიის ტრადიციულ, მაგისტრალურ ხაზს ,რომლის ძირითადი ესთეტიკური პრინციპიც ეროტიზმის სიმბოლურ-ალეგორიულ გამოსახვაა.
24. ლალი ძვირფასო! .გადავათვალიერე ჩემი კომენტარები და მეც იგივე შთაბეჭდილება შემექმნა.თქვენი გულითადი შენიშვნა მიღებულია. მადლობა. პ.ს. ბატონი იმედის მიმართ სიმპათიის გარდა,სხვა გრძნობა არასოდეს მქონია.
ლალი ძვირფასო! .გადავათვალიერე ჩემი კომენტარები და მეც იგივე შთაბეჭდილება შემექმნა.თქვენი გულითადი შენიშვნა მიღებულია. მადლობა. პ.ს. ბატონი იმედის მიმართ სიმპათიის გარდა,სხვა გრძნობა არასოდეს მქონია.
23. ყური მართლაც ეროგენული წერტილია, აი ამაზე კი ღირს საუბარი:)) ყური მართლაც ეროგენული წერტილია, აი ამაზე კი ღირს საუბარი:))
21. ''აი,რა მოაქვს გაუნათლებლობას და დაუფიქრებლობას.'' ქალბატონო ნინო,ძალიან გამაღიზიანებელი და პიროვნების შეურაცმყოფელი კომენტარები გაქვთ ხოლმე ხანდახან .
ლექსი-ისევე როგორც თქვენი შემოქმედება ზოგადად მაღალი კლასის პროფესიონალის უზადო შესრულება. კომენტარის სტილი კი ძალიან მიუღებელი. პ.ს. ჩვენც შეგვიძლია ვიფიქროთ,რომ ბატონმა იმომ მოგცათ შენიშვნა თქვენს წინა პოსტში რითმების თაობაზე,თქვენ ამის საპასუხოდ მოიყვანეთ ეს ლექსი და დემონტრირება გაუკეთეთ თქვენს უდავო ნიჭს. ისე ამ საქციელს ჩემთვის ავარდნა და გოიმობა ჰქვია:) მაგარი ქაჯობა:) მაგრამ არასდროს ვიფიქრებ რომ თქვენ ასეთი ბრძანდებით.:) მომიტევეთ ამ კომენტარისთვის.
მე ვფიქრობ,რომ ისეთ განათლებულ და აკადემიურ ქალბატონს როგორიც თქვენ ბრძანდებით არ ეკადრება ასეთი კომენტარების წერა:) ``აი,რა მოაქვს გაუნათლებლობას და დაუფიქრებლობას.`` ქალბატონო ნინო,ძალიან გამაღიზიანებელი და პიროვნების შეურაცმყოფელი კომენტარები გაქვთ ხოლმე ხანდახან .
ლექსი-ისევე როგორც თქვენი შემოქმედება ზოგადად მაღალი კლასის პროფესიონალის უზადო შესრულება. კომენტარის სტილი კი ძალიან მიუღებელი. პ.ს. ჩვენც შეგვიძლია ვიფიქროთ,რომ ბატონმა იმომ მოგცათ შენიშვნა თქვენს წინა პოსტში რითმების თაობაზე,თქვენ ამის საპასუხოდ მოიყვანეთ ეს ლექსი და დემონტრირება გაუკეთეთ თქვენს უდავო ნიჭს. ისე ამ საქციელს ჩემთვის ავარდნა და გოიმობა ჰქვია:) მაგარი ქაჯობა:) მაგრამ არასდროს ვიფიქრებ რომ თქვენ ასეთი ბრძანდებით.:) მომიტევეთ ამ კომენტარისთვის.
მე ვფიქრობ,რომ ისეთ განათლებულ და აკადემიურ ქალბატონს როგორიც თქვენ ბრძანდებით არ ეკადრება ასეთი კომენტარების წერა:)
18. არვიცი,კომენტარში ''სმაილიკის'' გადმოტანა როგორ უნდა,მაგრამ ჩათვალეთ,რომ აქ მოღიმარი ''სმაილიკი'' დევს თქვენთვის. არვიცი,კომენტარში ``სმაილიკის`` გადმოტანა როგორ უნდა,მაგრამ ჩათვალეთ,რომ აქ მოღიმარი ``სმაილიკი`` დევს თქვენთვის.
17. ვიჩხუბეთ რო?:D გიღიმით:) რა ვქნა ასეთი მაიმუნი ვარ რა:) ვმაიმუნობ:) ვიჩხუბეთ რო?:D გიღიმით:) რა ვქნა ასეთი მაიმუნი ვარ რა:) ვმაიმუნობ:)
15. მე უკაცრავად ვერ წამიკითხავს ბატონი ხაფერის კომენტარი ზუსტად:) ხელებს ვწევ მაღლა:D მე უკაცრავად ვერ წამიკითხავს ბატონი ხაფერის კომენტარი ზუსტად:) ხელებს ვწევ მაღლა:D
14. ????? ძვირფასო!- ვიდრე ხაფერის ლექსით აღტაცებას გამოხატავდეთ,უმჯობესია. დაუკვირდეთ,რა ეშლება მას. ის წერს,რომ ''ქართული ლექსის საღ ფუძეზე წარუმატებლად ამყნობენ კონვერნციურ ლექსს''. არა მხოლოდ ქართველ პოეტს,ნებისმიერ განათლებულ ადამიანს მოეთხოვება ცოდნა იმისა,რომ მრავალსაუკუნოვანი,ტრადიციული ქართული ლექსი ,სწორედაც რომ კონვენციურია და ამ კონვენციურობის უმაღლეს გამოხატულებად ჯერჯერობით ''ვეფხისტყაოსანი'' ითვლება. აბუჩად მოიხსენიებთ რა კონვენციურ ლექსს,ამით იმის საპირისპიროს სჩადიხართ,რისი სურვილიც გქონდათ.აი,რა მოაქვს გაუნათლებლობას და დაუფიქრებლობას. იმედია,შემდგომში შეეცდებით ,ამგვარი უხერხულობა თავიდან აირიდოთ. ????? ძვირფასო!- ვიდრე ხაფერის ლექსით აღტაცებას გამოხატავდეთ,უმჯობესია. დაუკვირდეთ,რა ეშლება მას. ის წერს,რომ ``ქართული ლექსის საღ ფუძეზე წარუმატებლად ამყნობენ კონვერნციურ ლექსს``. არა მხოლოდ ქართველ პოეტს,ნებისმიერ განათლებულ ადამიანს მოეთხოვება ცოდნა იმისა,რომ მრავალსაუკუნოვანი,ტრადიციული ქართული ლექსი ,სწორედაც რომ კონვენციურია და ამ კონვენციურობის უმაღლეს გამოხატულებად ჯერჯერობით ``ვეფხისტყაოსანი`` ითვლება. აბუჩად მოიხსენიებთ რა კონვენციურ ლექსს,ამით იმის საპირისპიროს სჩადიხართ,რისი სურვილიც გქონდათ.აი,რა მოაქვს გაუნათლებლობას და დაუფიქრებლობას. იმედია,შემდგომში შეეცდებით ,ამგვარი უხერხულობა თავიდან აირიდოთ.
13. 10. რა თქვას ხაფერმა, ლამის ძვალთა მეწყოს დნობაი, მშაშრავს მავანთა ნაჩალიჩრით ამო თრობაი, ქართული ლექსის ლაღ ფუძეზე წარუმატებლად რომ განუზრახავთ კონვენციურ ლექსთა მყნობაი!
ხაფერ ელ-დამასტ ელდინი. 2009
რა კაცი ხარ ხაფერ გაიხარე! დასტურ! არაფერი --- აქ 0 10. რა თქვას ხაფერმა, ლამის ძვალთა მეწყოს დნობაი, მშაშრავს მავანთა ნაჩალიჩრით ამო თრობაი, ქართული ლექსის ლაღ ფუძეზე წარუმატებლად რომ განუზრახავთ კონვენციურ ლექსთა მყნობაი!
ხაფერ ელ-დამასტ ელდინი. 2009
რა კაცი ხარ ხაფერ გაიხარე! დასტურ! არაფერი --- აქ 0
12. რა ვიცოდი, თურმე სურდა სხვა სასმელით ავევსე. დაწრეტიდან ავსებამდე ვეღარც მივუალერსე. იქნებ თავი მოვაწყინე მორაკრაკემ არაკთა? რას არ იტყვის დოქი, ერთხელ თუკი ალაპარაკდა.
რა კარგია :) რა ვიცოდი, თურმე სურდა სხვა სასმელით ავევსე. დაწრეტიდან ავსებამდე ვეღარც მივუალერსე. იქნებ თავი მოვაწყინე მორაკრაკემ არაკთა? რას არ იტყვის დოქი, ერთხელ თუკი ალაპარაკდა.
რა კარგია :)
11. ამაოდ დაშვრა ხაფერი, ვერა-რა გვითხრა საფერი. .რითმის ხარისხი დააგდო, ,რა გამევიდა?! -აფერი! ამაოდ დაშვრა ხაფერი, ვერა-რა გვითხრა საფერი. .რითმის ხარისხი დააგდო, ,რა გამევიდა?! -აფერი!
10. რა თქვას ხაფერმა, ლამის ძვალთა მეწყოს დნობაი, მშაშრავს მავანთა ნაჩალიჩრით ამო თრობაი, ქართული ლექსის ლაღ ფუძეზე წარუმატებლად რომ განუზრახავთ კონვენციურ ლექსთა მყნობაი!
რა თქვას ხაფერმა, ლამის ძვალთა მეწყოს დნობაი, მშაშრავს მავანთა ნაჩალიჩრით ამო თრობაი, ქართული ლექსის ლაღ ფუძეზე წარუმატებლად რომ განუზრახავთ კონვენციურ ლექსთა მყნობაი!
9. მომანდომა - მოვინდომე რაც იყო და რაც არა სიტყვა აღარ დამაცალა, მოყუდებით დამცალა.
მომეწონა... და კომენტარები ხომ... :) მომანდომა - მოვინდომე რაც იყო და რაც არა სიტყვა აღარ დამაცალა, მოყუდებით დამცალა.
მომეწონა... და კომენტარები ხომ... :)
8. ლექსიც კარგია და კომენტარებიც :) ლექსიც კარგია და კომენტარებიც :)
7. შაირ-კაფიაც დაგიყრიათ ჩეჩქად, რობაიც!.. გინდათ - ურაკში შემოვაგდებ მუზა-კომბაინს?!. იმდენი ვლეწოთ კაფიები და ვანიავოთ - ძმა-მოდერნისტებს დავავიწყოთ პოეტობაი!.. შენც შეგვაწიე ორი სიტყვა, ხაფერ, ძმობილო - რაკი ამქარში იმთავითვე ჰპოე ნდობაი!.. შაირ-კაფიაც დაგიყრიათ ჩეჩქად, რობაიც!.. გინდათ - ურაკში შემოვაგდებ მუზა-კომბაინს?!. იმდენი ვლეწოთ კაფიები და ვანიავოთ - ძმა-მოდერნისტებს დავავიწყოთ პოეტობაი!.. შენც შეგვაწიე ორი სიტყვა, ხაფერ, ძმობილო - რაკი ამქარში იმთავითვე ჰპოე ნდობაი!..
6. ადრიდანვე გამეგონა ვერ აწყობდა შაირთ თრუსო! მე რუსობის რა მაცხია, რუსებს იქით ყაირთ ვუსომ! მზის შვილი ვარ, ჩემს დამჯენჯავს სულ ვაძახებ ვაით ვუსო, იმნაირად რო სიცილით იმო იქვე დაითრუსო!... ადრიდანვე გამეგონა ვერ აწყობდა შაირთ თრუსო! მე რუსობის რა მაცხია, რუსებს იქით ყაირთ ვუსომ! მზის შვილი ვარ, ჩემს დამჯენჯავს სულ ვაძახებ ვაით ვუსო, იმნაირად რო სიცილით იმო იქვე დაითრუსო!...
5. ქართულ ლექსში ''როკს'' რად ურევ, გამეცალე ჰაიტ,რუსო! სხივოსან მზეს მოერიდე , ემანდ, ფრთა არ შაიტრუსო! ქართულ ლექსში ``როკს`` რად ურევ, გამეცალე ჰაიტ,რუსო! სხივოსან მზეს მოერიდე , ემანდ, ფრთა არ შაიტრუსო!
4. ხანდახან გეტყვი, როკო, ურს შენ, უბრალოდ არ მსურს, როკო, მეწვიო, ხომ შეიძლება, შენც არ მომწონდე, ლექსო მოველრიბლ-მოკონვენციო! ხომ შეიძლება რომ მერცხალივით ფრთებმოფართქალე ლექსი ვეძიო და სადმე კუტებს კი არ ვესტუმრო, სტუმრად სხივოსან მზეებს ვეწვიო!.. როგორც ბახალა შეუღინღლავი ვერა ტოროლობს და ვერ მზეწვიობს, ისე ლექსებიც კონვენციური ამაოდ წივის და ხმაწეწიობს... ხანდახან გეტყვი, როკო, ურს შენ, უბრალოდ არ მსურს, როკო, მეწვიო, ხომ შეიძლება, შენც არ მომწონდე, ლექსო მოველრიბლ-მოკონვენციო! ხომ შეიძლება რომ მერცხალივით ფრთებმოფართქალე ლექსი ვეძიო და სადმე კუტებს კი არ ვესტუმრო, სტუმრად სხივოსან მზეებს ვეწვიო!.. როგორც ბახალა შეუღინღლავი ვერა ტოროლობს და ვერ მზეწვიობს, ისე ლექსებიც კონვენციური ამაოდ წივის და ხმაწეწიობს...
3. როგორ განვიკითხო მე - აყალომ აყალო? კარგია...
როგორ განვიკითხო მე - აყალომ აყალო? კარგია...
2. დილაადრიან სათქმელი სუ რითმად მიმედინება. რობაის გავცე პასუხი,მომეცი,იმედი ნება. გიჯობს დღეიდან ჭამა-სმის მსუბუქად მოწადინება, პახმელიიდან გამოსვლა თუ ღმერთმა მძიმედ ინება. დილაადრიან სათქმელი სუ რითმად მიმედინება. რობაის გავცე პასუხი,მომეცი,იმედი ნება. გიჯობს დღეიდან ჭამა-სმის მსუბუქად მოწადინება, პახმელიიდან გამოსვლა თუ ღმერთმა მძიმედ ინება.
1. მოგიკითხა-რა იდიოტ იმომ, თქვა: - რა მაგრები თქვი, დიოტიმო!.. ******************************************************************************* მეთუნეო, მაღალო!
ღარიბ-ყარიბთა სულ საგანი რომ იყო ქების, ბარემ - პოეტებს დაუმზადე სავსე დოქები! ამბავი ძალის შენის დიდის რო იცის იმომ - წამში გადაჭრი საკითხს მათი სმა-გამოკვების!..
შეირგე ესე რობაიაც - დილის მადლივით! ( ნასვამზე წერა მაინც რატომ არის ადვილი?! ) თუ იმო ძიას ვინმე რამეს დამეკითხება - ამ დილის ხაში მირჩევნია მწვადებს ხვალ დილის... მოგიკითხა-რა იდიოტ იმომ, თქვა: - რა მაგრები თქვი, დიოტიმო!.. ******************************************************************************* მეთუნეო, მაღალო!
ღარიბ-ყარიბთა სულ საგანი რომ იყო ქების, ბარემ - პოეტებს დაუმზადე სავსე დოქები! ამბავი ძალის შენის დიდის რო იცის იმომ - წამში გადაჭრი საკითხს მათი სმა-გამოკვების!..
შეირგე ესე რობაიაც - დილის მადლივით! ( ნასვამზე წერა მაინც რატომ არის ადვილი?! ) თუ იმო ძიას ვინმე რამეს დამეკითხება - ამ დილის ხაში მირჩევნია მწვადებს ხვალ დილის...
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|