34. ოდეს მორჩებით შენ და ნინო დავას, ხაფერო, მივუძღვნათ თავი ერთად ღვინოს და მას ვაფეროთ... სადმე ტყისპირ რო ლორთქო მოლზე გავშალოთ სუფრა - ვინძლო, შავ-თეთრი ყოფა ესე ავასხვაფეროთ!..
ოდეს მორჩებით შენ და ნინო დავას, ხაფერო, მივუძღვნათ თავი ერთად ღვინოს და მას ვაფეროთ... სადმე ტყისპირ რო ლორთქო მოლზე გავშალოთ სუფრა - ვინძლო, შავ-თეთრი ყოფა ესე ავასხვაფეროთ!..
33. 32.მაპატიეთ,წინა პოსტში ჩემი მეტოქის სახელი კვლავ შეცდომით ავკრიფე. ახლიდან ვიმეორებ,ბარემ ცოტა შიდა რითმაც მივუმატე.
რობაი - ხმით ნატირალი
ვა-ა ,გული ცეცხლით დადაგული,ვაი, დროება! ბედაურობას ჩემობს ხაფერ,კართან რო ება, რაფერ გაიგოს მაგან, ხურმა არის რა ხილი, თავისი ბამბა-რობაი თუ ეოქროება? 32.მაპატიეთ,წინა პოსტში ჩემი მეტოქის სახელი კვლავ შეცდომით ავკრიფე. ახლიდან ვიმეორებ,ბარემ ცოტა შიდა რითმაც მივუმატე.
რობაი - ხმით ნატირალი
ვა-ა ,გული ცეცხლით დადაგული,ვაი, დროება! ბედაურობას ჩემობს ხაფერ,კართან რო ება, რაფერ გაიგოს მაგან, ხურმა არის რა ხილი, თავისი ბამბა-რობაი თუ ეოქროება?
32. რობაი - ხმით ნატირალი
ვა-ა ,გული ცეცხლით დადაგული,ვაი, დროება! ბედაურობას ჩემობს,ხაფრან ,კართან რო ება, როგორ გაიგოს მაგან, ხურმა არის რა ხილი, თავისი ბამბა-რობაი თუ ეოქროება?
რობაი - ხმით ნატირალი
ვა-ა ,გული ცეცხლით დადაგული,ვაი, დროება! ბედაურობას ჩემობს,ხაფრან ,კართან რო ება, როგორ გაიგოს მაგან, ხურმა არის რა ხილი, თავისი ბამბა-რობაი თუ ეოქროება?
31. არ ვიცი,გუშინ ჩემს კომპს რა დაემართა,''ურაკპარაკზე'' ვერ შემოვდიოდი.გამიხარდა,რომ კარგი რაღაცეები დამხვდა.
ხაფერს:
ტორიადორო,მოგერევა როდესაც ტორო, არ გამოგივა ,მერე ემაგ სიტყვით დატორო. სჯობია, გამზრდელს ოსტატობით რომ შემადარო, ტოლი - ატოლო,განა მითხრა ''პლაგიატორო''! არ ვიცი,გუშინ ჩემს კომპს რა დაემართა,``ურაკპარაკზე`` ვერ შემოვდიოდი.გამიხარდა,რომ კარგი რაღაცეები დამხვდა.
ხაფერს:
ტორიადორო,მოგერევა როდესაც ტორო, არ გამოგივა ,მერე ემაგ სიტყვით დატორო. სჯობია, გამზრდელს ოსტატობით რომ შემადარო, ტოლი - ატოლო,განა მითხრა ``პლაგიატორო``!
29. უნდა ვუსმინოთ იმო ძიას და ("ხალიანებს") აქ რა ამბავი გაუმართავთ "დებორ-ელდინებს", მეც დიდს ვერაფერს დაგიწერდით ნაუცბათევად, ახლა წავედი თორემ რული კარგებს მაგინებს. უნდა ვუსმინოთ იმო ძიას და ("ხალიანებს") აქ რა ამბავი გაუმართავთ "დებორ-ელდინებს", მეც დიდს ვერაფერს დაგიწერდით ნაუცბათევად, ახლა წავედი თორემ რული კარგებს მაგინებს.
28. იმოს რობაი დიოტიმო-დებორა-ნინოს
მოგიკითხა-რა სიყვარულით იდიოტ იმომ, თქვა ანაზდეულ: - რა მაგრები თქვი, დიოტიმო!.. მუგუზალი რო უთავაზე მწვავედ ძმა ხაფერს, ცივ-ცივი ღვინით დავუამოთ - მივდიოთ იმოს!..
იმოს რობაი დიოტიმო-დებორა-ნინოს
მოგიკითხა-რა სიყვარულით იდიოტ იმომ, თქვა ანაზდეულ: - რა მაგრები თქვი, დიოტიმო!.. მუგუზალი რო უთავაზე მწვავედ ძმა ხაფერს, ცივ-ცივი ღვინით დავუამოთ - მივდიოთ იმოს!..
27. რაც უნდა სცადოს, თვალთაგანაც ცრემლი ედინოს, დაშვრეს ამაოდ და დებორამ ვერ იელდინოს! ვეჭვობ რობაი მიეშვილოს დედას მაგნაირს და უფრო მეტიც - მან რობაის რომ უდედილოს!
არა გაქვს გვარი, ხეზე როგორ შეჯდები მწყერო! ყვავო, ბულბულის სხვაა ყელის ლერწამის ღერო! დებორ, ხაფერთან მხოლოდ ის თუ გამოგივა, რომ მისი დიადი ნათქვამები გადაამღერო!..
ჰიპერდაქტილურს თუ მაჯამურს რომ წერ გვერდულად, ნაპაპარევია, მახსენდება ზეზვა მედულა... მე ეგ რითმები მისგან ბევრჯერ მომისმენია, როგორ ითვისებ ასე ჯიქურ და გაბედულად?!.
მე კი რასაც ვწერ, მერე რა რომ ზმნაა, ჩემია, სიტყვებსა ვსარდლობ, ჩემს ნებაზე დამიჩვევია! გავიმეორებ: ნათქვამები ჩემი ოქროა, ხოლო შენი კი - ჩენჩოა და ჩამიჩებია!..
რაც უნდა სცადოს, თვალთაგანაც ცრემლი ედინოს, დაშვრეს ამაოდ და დებორამ ვერ იელდინოს! ვეჭვობ რობაი მიეშვილოს დედას მაგნაირს და უფრო მეტიც - მან რობაის რომ უდედილოს!
არა გაქვს გვარი, ხეზე როგორ შეჯდები მწყერო! ყვავო, ბულბულის სხვაა ყელის ლერწამის ღერო! დებორ, ხაფერთან მხოლოდ ის თუ გამოგივა, რომ მისი დიადი ნათქვამები გადაამღერო!..
ჰიპერდაქტილურს თუ მაჯამურს რომ წერ გვერდულად, ნაპაპარევია, მახსენდება ზეზვა მედულა... მე ეგ რითმები მისგან ბევრჯერ მომისმენია, როგორ ითვისებ ასე ჯიქურ და გაბედულად?!.
მე კი რასაც ვწერ, მერე რა რომ ზმნაა, ჩემია, სიტყვებსა ვსარდლობ, ჩემს ნებაზე დამიჩვევია! გავიმეორებ: ნათქვამები ჩემი ოქროა, ხოლო შენი კი - ჩენჩოა და ჩამიჩებია!..
26. ქალბატონ ნინოსთან პაექრობა წინასწარვე დასამარცხებლად იყო განწირული. მაღალი კლასია,ქალბტონო ნინო.:)
ქალბატონ ნინოსთან პაექრობა წინასწარვე დასამარცხებლად იყო განწირული. მაღალი კლასია,ქალბტონო ნინო.:)
25. გადავიკითხე მეგობრებო რობაიები, (ასე სჩვევია,არ გაგიშვებს,თუკი მიები), თანაც ,,ვინსტონიც",ერთი ციდა გავაფუილე, ომარა ძიას ნაბიჩოკარ-დანატიები!
:)) გადავიკითხე მეგობრებო რობაიები, (ასე სჩვევია,არ გაგიშვებს,თუკი მიები), თანაც ,,ვინსტონიც",ერთი ციდა გავაფუილე, ომარა ძიას ნაბიჩოკარ-დანატიები!
:))
24. ხელებს მაღლა ვწევ, მაგრები ხართ ურაკელები, (ზოგი) :)) ხაფერ, დებორა, ქეთრინი და სხვა მისხელები, მე ხომ ჯერ კიდევ ჩვიდმეტის ვარ, ბევრი მიკლია , თქვენ კი გაგიცვდათ კალამი და ხდებით ძველები. ხელებს მაღლა ვწევ, მაგრები ხართ ურაკელები, (ზოგი) :)) ხაფერ, დებორა, ქეთრინი და სხვა მისხელები, მე ხომ ჯერ კიდევ ჩვიდმეტის ვარ, ბევრი მიკლია , თქვენ კი გაგიცვდათ კალამი და ხდებით ძველები.
23. რას მემართლები,ან გაქვს ნეტა ჩემთან რა ხელი, ა-ა! მაჯამაში სახელს რითმავს ნინო - კახელი? ერთ მაჩვენე,სად დავწიე ლექსის ხარისხი, ოქროდ ვაქციე,რა რითმასაც ხელი ვახელი. რას მემართლები,ან გაქვს ნეტა ჩემთან რა ხელი, ა-ა! მაჯამაში სახელს რითმავს ნინო - კახელი? ერთ მაჩვენე,სად დავწიე ლექსის ხარისხი, ოქროდ ვაქციე,რა რითმასაც ხელი ვახელი.
22. რად მოგეწონა ეგ რობაი, ვიცოდე ნეტა!.. იცი, საითკენ მიყავს მაგ დროს ხაფერს კარეტა?.. შენ ჰარამხანა არ გეგონოს ლამაზი სიტყვა, ის ვერ დარჩები შიგნით, იყავ რაიც გარეთა!.. რად მოგეწონა ეგ რობაი, ვიცოდე ნეტა!.. იცი, საითკენ მიყავს მაგ დროს ხაფერს კარეტა?.. შენ ჰარამხანა არ გეგონოს ლამაზი სიტყვა, ის ვერ დარჩები შიგნით, იყავ რაიც გარეთა!..
21. იყავი ლომი, თუნდა კატაც შენვე იყავი, ოღონდ ზოგიერთ სიტყვის ნუ ხარ შორს გამრიყავი, თორემ მე ზმნებით სულ რომ ოქრო-ოქროს ვარიგებ, შენ არსებითით რად დაგყვება გუნდი ჭილყვავის?
იყავი ლომი, თუნდა კატაც შენვე იყავი, ოღონდ ზოგიერთ სიტყვის ნუ ხარ შორს გამრიყავი, თორემ მე ზმნებით სულ რომ ოქრო-ოქროს ვარიგებ, შენ არსებითით რად დაგყვება გუნდი ჭილყვავის?
20. ეს ახლა შემთხვევით ვნახე და ერტადერთია, რაც მართლა ყოველმხრივ მომეწონა:
სიმსაც ჩამოვკრავ, სულ თან დამაქვს მე ჩემი თარი, თქვით, ჩემი თარი სხვის თარებზე მდარე რით არი, ჰარამხანებში სირინოზთა ვისმენ გალობას და არც მჭირდება სხვა ცხონება არავითარი!.. ეს ახლა შემთხვევით ვნახე და ერტადერთია, რაც მართლა ყოველმხრივ მომეწონა:
სიმსაც ჩამოვკრავ, სულ თან დამაქვს მე ჩემი თარი, თქვით, ჩემი თარი სხვის თარებზე მდარე რით არი, ჰარამხანებში სირინოზთა ვისმენ გალობას და არც მჭირდება სხვა ცხონება არავითარი!..
19. ლექსის ვერმცოდნე თუმცა ბევრიც აკმაყოფილა, ხაფერ-ელდინმა ზმნა-რითმების დააწყო ფილა. თუ მაგ რობაის გამომთქმელი მართლაც კატაა, დარბაისელი - თაგვი არა, ლომი ყოფილა! ლექსის ვერმცოდნე თუმცა ბევრიც აკმაყოფილა, ხაფერ-ელდინმა ზმნა-რითმების დააწყო ფილა. თუ მაგ რობაის გამომთქმელი მართლაც კატაა, დარბაისელი - თაგვი არა, ლომი ყოფილა!
18. ძველი თაობის მცდელობა ახალ....და ა.შ ძველი თაობის მცდელობა ახალ....და ა.შ
17. ვით გურჯისტანის დიდი მგოსნის ბაგე ღაღადებს: ჯორია ოდენ თავის თავლას რომ აბაღდადებს! ნეტავ ისეთი რამე შექმნას კაცობრიობამ, რომ ცრუ-პოეტებს ენასა და სასას დაღავდეს!..
გამიგონია, ესეც გურჯთა არის ანდაზა: გამწყდარა ხვლიკი, თურმე გველს რომ გაეათასა! ელ-დამასტ ელდინს რას დააკლებს ნეტავ დებორა?! თავადაც იცით, რასაც ართმევს თაგვი კატასა!.. ვით გურჯისტანის დიდი მგოსნის ბაგე ღაღადებს: ჯორია ოდენ თავის თავლას რომ აბაღდადებს! ნეტავ ისეთი რამე შექმნას კაცობრიობამ, რომ ცრუ-პოეტებს ენასა და სასას დაღავდეს!..
გამიგონია, ესეც გურჯთა არის ანდაზა: გამწყდარა ხვლიკი, თურმე გველს რომ გაეათასა! ელ-დამასტ ელდინს რას დააკლებს ნეტავ დებორა?! თავადაც იცით, რასაც ართმევს თაგვი კატასა!..
16. ქეთრინ ძვირფასო!გთხოვთ ,დაიცვათ რობაის ნორმა, ნინოს ცეცხლისა კარგად იცის აქ ბარე ორმა. ისე აყვედრებთ ჭკუას, თითქოს სხვისა წაიღო, ან განვადებით იყიდა და გადაიფორმა. ქეთრინ ძვირფასო!გთხოვთ ,დაიცვათ რობაის ნორმა, ნინოს ცეცხლისა კარგად იცის აქ ბარე ორმა. ისე აყვედრებთ ჭკუას, თითქოს სხვისა წაიღო, ან განვადებით იყიდა და გადაიფორმა.
15. სხვად არ ვიჩნიე მიტომ ვიცავ ხაფარს გულიანს, კაცის ჩულობას როგორ იტყვის ენა წყლიანი, შენი სიტყვები თავიდანვე დანაცრულია, ტყვილა გონია თავი, სხვაზე უფრო ჭკვიანი! სხვად არ ვიჩნიე მიტომ ვიცავ ხაფარს გულიანს, კაცის ჩულობას როგორ იტყვის ენა წყლიანი, შენი სიტყვები თავიდანვე დანაცრულია, ტყვილა გონია თავი, სხვაზე უფრო ჭკვიანი!
14. ქეთრინ ძვირფასო! გთხოვთ,საწყენად ნურაფერს მიიღებთ.უბრალოდ ,ლექსობაში ვპაექრობით,ვერთობით. ქეთრინ ძვირფასო! გთხოვთ,საწყენად ნურაფერს მიიღებთ.უბრალოდ ,ლექსობაში ვპაექრობით,ვერთობით.
13. მდარე გულისპირს ქვეშ დაუდო რა სარჩულია, რა უთქვამს ქეთრინს, რა ლექსები უჩურჩულია, ნეტა სხვის ომში ხმალს რად იქნევს,გამაგებინა, ფეხქვეშ გეგება,როგორც ჭრელი ,ხაფარ, ჩულია,
მდარე გულისპირს ქვეშ დაუდო რა სარჩულია, რა უთქვამს ქეთრინს, რა ლექსები უჩურჩულია, ნეტა სხვის ომში ხმალს რად იქნევს,გამაგებინა, ფეხქვეშ გეგება,როგორც ჭრელი ,ხაფარ, ჩულია,
12. სიტყვა გულამდე უნდა ჩაგწვდეს მაშინ აქვს ფასი, გამხმარი თევზის, "ზაკუსკა" კი მხოლოდ ლუდია, ალა-დასტური თუ ამივსებთ მომეცით თასი, გაურანდავი ნაღდი ლექსი განა ცუდია?
მე აქ ის დავდე, რასაც ყველა აქებთ ადიდებთ. სიცილისაგან, ბევრი ცრემლი უკვე მადინეთ. ახლად მოსულს, რომ ჩამირაზეთ კარის კლიტენი, ჯერ გამიცანით მერე გინდაც მლანძღეთ-მაგინეთ სიტყვა გულამდე უნდა ჩაგწვდეს მაშინ აქვს ფასი, გამხმარი თევზის, "ზაკუსკა" კი მხოლოდ ლუდია, ალა-დასტური თუ ამივსებთ მომეცით თასი, გაურანდავი ნაღდი ლექსი განა ცუდია?
მე აქ ის დავდე, რასაც ყველა აქებთ ადიდებთ. სიცილისაგან, ბევრი ცრემლი უკვე მადინეთ. ახლად მოსულს, რომ ჩამირაზეთ კარის კლიტენი, ჯერ გამიცანით მერე გინდაც მლანძღეთ-მაგინეთ
11. დიოტიმას და ხაფერის პაექრობისა გამო
რად უნდა ჩხრეკა,ამას ფაქტიც დაადასტურებს, ბრძენი ,ხაფრანი ვერ მოუგებს ამ დამას ტურებს! თავად შეხედეთ,ვისაც ლექსის გესმით ავ-კარგი: ''დარბაისლური'' რობაი სჯობს ''ელ- დამასტურებს'' ნინო დარბაისელი
შენ ხომ კარგი ხარ! - არ ეშლება არცრა ელ-დამასტს!.. რა ვიცით - იქნებ კაცი ტრფობის აცრა ელდამაც?!. ზოგი შორით წვით, შორით დაგვით, ზოგიც - ვით ხელი ეაშიკება მ ი უ წ ვ დ ო მ ლ ა დ ს ა ნ ა ტ რ ე ლ დამას!.. - მიჯნური ხელსა გვიქვიაო... და ხამს შენდობად, დიდმონანიედ თუ აღავლენს თუნდაც ერთ ნამაზს!..
დიოტიმას და ხაფერის პაექრობისა გამო
რად უნდა ჩხრეკა,ამას ფაქტიც დაადასტურებს, ბრძენი ,ხაფრანი ვერ მოუგებს ამ დამას ტურებს! თავად შეხედეთ,ვისაც ლექსის გესმით ავ-კარგი: ``დარბაისლური`` რობაი სჯობს ``ელ- დამასტურებს`` ნინო დარბაისელი
შენ ხომ კარგი ხარ! - არ ეშლება არცრა ელ-დამასტს!.. რა ვიცით - იქნებ კაცი ტრფობის აცრა ელდამაც?!. ზოგი შორით წვით, შორით დაგვით, ზოგიც - ვით ხელი ეაშიკება მ ი უ წ ვ დ ო მ ლ ა დ ს ა ნ ა ტ რ ე ლ დამას!.. - მიჯნური ხელსა გვიქვიაო... და ხამს შენდობად, დიდმონანიედ თუ აღავლენს თუნდაც ერთ ნამაზს!..
10. კეტრინს: ამ ცხოვრებაში რა გამოლევს დარდებს ან დავებს, ბრალი იმისი,ვინც რიყის ქვას იგულქანდავებს! ერთს გეტყვით მხოლოდ: ისევ ცუდად გარანდული სჯობს, ქეთრინ ძვირფასო,ლექსებს თქვენებრ გაურანდავებს. კეტრინს: ამ ცხოვრებაში რა გამოლევს დარდებს ან დავებს, ბრალი იმისი,ვინც რიყის ქვას იგულქანდავებს! ერთს გეტყვით მხოლოდ: ისევ ცუდად გარანდული სჯობს, ქეთრინ ძვირფასო,ლექსებს თქვენებრ გაურანდავებს.
9. ზოგს, წინდა უჭერს ზოგი დადის ჩაჩაჩულია, დარბაისელი დიდი ხნის წინ გაქაჩულია! ზოგს, წინდა უჭერს ზოგი დადის ჩაჩაჩულია, დარბაისელი დიდი ხნის წინ გაქაჩულია!
7. ზოგს ჩაი უყვარს, ჩემო ომარ, ზოგსაც კისელი, ვერ გაგიქაჩავს შენ თვით ნინო დარბაისელი, ჰა, იპაექრეთ ქ-ბ ნინო, მოგაყურადებთ, და თუ გავმტყუნდი თქვენი ხმალი, ჩემი -კისერი. ზოგს ჩაი უყვარს, ჩემო ომარ, ზოგსაც კისელი, ვერ გაგიქაჩავს შენ თვით ნინო დარბაისელი, ჰა, იპაექრეთ ქ-ბ ნინო, მოგაყურადებთ, და თუ გავმტყუნდი თქვენი ხმალი, ჩემი -კისერი.
6. ჩემი რობაი ზოგისათვის თურმე გესლია. ძია ომარას ლექსში ვეღარ უგებს მესია. ამ ნაწერებსაც არაუშავს,მაგრამ ვაცხადებ: რობაიებში ხალიანი უმგელესია.
:)) ჩემი რობაი ზოგისათვის თურმე გესლია. ძია ომარას ლექსში ვეღარ უგებს მესია. ამ ნაწერებსაც არაუშავს,მაგრამ ვაცხადებ: რობაიებში ხალიანი უმგელესია.
:))
5. შენ დაიმოწმე ეს ქვეყანა გეტყვი ქარაგმულს, შენი რობაი, ხეს მაგონებს ცუდად გარანდულს... თრიაქის კვამლით შეგვიცვალე ალა-დასტური, გონებას გვირევ, მაგ ლექსებით მაგრამ არა გულს! შენ დაიმოწმე ეს ქვეყანა გეტყვი ქარაგმულს, შენი რობაი, ხეს მაგონებს ცუდად გარანდულს... თრიაქის კვამლით შეგვიცვალე ალა-დასტური, გონებას გვირევ, მაგ ლექსებით მაგრამ არა გულს!
4. მაპატიეთ, ხაფერ ძვირფასო! მე მეგონა ''ქეთრინი'' თქვენი ახალი ნიკი იყო და იმ რობაის,როგორც თქვენსას ისე გავეცი პასუხი.(ერთი კი გამიკვირდა,ენობრივად ასე გაუმართავი და სუსტი ,მაინც, როგორ გამოუვიდა მეთქი). მაპატიეთ, ხაფერ ძვირფასო! მე მეგონა ``ქეთრინი`` თქვენი ახალი ნიკი იყო და იმ რობაის,როგორც თქვენსას ისე გავეცი პასუხი.(ერთი კი გამიკვირდა,ენობრივად ასე გაუმართავი და სუსტი ,მაინც, როგორ გამოუვიდა მეთქი).
3. რა გაეწყობა.ჰიპერდაქტილური,მაჯამური რითმები თურმე არ მეთვლება. ნაღდი, აღმოსავლური ჟღერადობა გნებავთ? ინებეთ!
დამემოწმება ხაიამ,ჰაფიზ და ჯალალ ედინ რუმ: რომ დაიჯერე,რაც გწადის, ვით წყაროს სიიაფე - რუმ, ერთი რობაიც ვერ დადე, მტერმაც კი რომ შემოგძახოს: ნაღდი მგოსანი ყოფილხარ, აფერუმ, ხაფერ,აფერუმ! რა გაეწყობა.ჰიპერდაქტილური,მაჯამური რითმები თურმე არ მეთვლება. ნაღდი, აღმოსავლური ჟღერადობა გნებავთ? ინებეთ!
დამემოწმება ხაიამ,ჰაფიზ და ჯალალ ედინ რუმ: რომ დაიჯერე,რაც გწადის, ვით წყაროს სიიაფე - რუმ, ერთი რობაიც ვერ დადე, მტერმაც კი რომ შემოგძახოს: ნაღდი მგოსანი ყოფილხარ, აფერუმ, ხაფერ,აფერუმ!
2. ხაფრანი იტყვის, სიტყვას სხვებზე ანდამატურებს, "დარბაისლური" რობაი კაცს ვერ დააპურებს. ლექსის ავ-კარგიც მაგან იცის გრძნობით ნაქარგი, ბევრით ჯობია ლექსად ხმობილ კარიკატურებს.
ხაფრანი იტყვის, სიტყვას სხვებზე ანდამატურებს, "დარბაისლური" რობაი კაცს ვერ დააპურებს. ლექსის ავ-კარგიც მაგან იცის გრძნობით ნაქარგი, ბევრით ჯობია ლექსად ხმობილ კარიკატურებს.
1. ხაფრანის გვერდზე კომენტარის დადების ლიმიტი წუხელვე ამომეწურა. არც ჩემი ნიკებით დადების საშუალება მქონდა აქამდე, დროითი ინტერვალის გამო. იმედია,ხაფრანი და მისი გუნდი,ასევე ჩემი გუნდის წევრობის პრეტენდენტები ხალისით გადმოინაცვლებენ აქეთ. / ბექა ხალიანო,შენ ჩემი ხარ!/ ხაფრანის გვერდზე კომენტარის დადების ლიმიტი წუხელვე ამომეწურა. არც ჩემი ნიკებით დადების საშუალება მქონდა აქამდე, დროითი ინტერვალის გამო. იმედია,ხაფრანი და მისი გუნდი,ასევე ჩემი გუნდის წევრობის პრეტენდენტები ხალისით გადმოინაცვლებენ აქეთ. / ბექა ხალიანო,შენ ჩემი ხარ!/
|