ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ირინკა
ჟანრი: პოეზია
9 ივნისი, 2009


  ჩამოტვირთვა

რად მინდა...!

რად მინდა, ცა, თუკი ტანზე ვერ ჩავიცვამ,
არც მიწა არ მინდა ასეთი უსულო,
დათბილულ სხეულში
სული რომ გაცივდა,
ვეჩვევი თანდათან, დღითიდღე, სულ უფრო...

დავყვები მდინარის კალაპოტს თევზივით,
ორივე ლაყუჩში ვაგროვებ სიჩუმეს,
ნაპირზე ტალღები,
მეთევზე-ანკესით,
ხანდახან მჩვევია ლექსებით სიმუნჯეც.

რად მინდა, ფრთები, თუ გაფრენა ძნელია,
ან ქოლგა, ოცნებად მოვარდნილ წვიმაში,
საზღვრები უსაზღვროდ...
დანგრეულ ჯებირებს,
თრიაქით დაბოლილ სურვილებს მივაფშვნი.

გადავყრი წამებში მოზელილ ხასიათს,
ამბობენ, ვახარბებ ცხოვრებას სიცოცხლით,
როცა ვთხზავ ტკივილებს,
მუცლით კი ვატარებ,
ბავშვობის სილაღეს, ვერმოკლულ სინორჩით.

მზე- თუკი ვერ დავკრეფ ხელებით მის სხივებს,
ქარი- თუ ვერ წამლეკს გადაღმა აისის,
რად მინდა,
არ მინდა ტყუილი სიშიშვლე
და არც შენ მინდიხარ სურვილით დაღლილი.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ლილიტი_ ვულოცავთ დაბადების დღეს