შევხედე ფოთოლს - თითქოს მიმზერს კრძალვით და ნებით, უნდა, რომ მოწყდეს, მეამბოროს ძალიან ნელა. ჩვენ ორივენი მიწისა ვართ - ამასაც ვხვდებით, უკვე გულებშიც დამარხულა ია, ენძელა...
ხე მედიდურად, თავმომწონედ. ისევ შრიალებს, ცდილობს, დაიცვას ქარისაგან მისი შვილები. ეჰ, რა გამოლევს ქვეყანაზე ოხერ-ტიალებს! არ მყოფნის ძალა, თორემ მათაც შევეცილები...
თვალები უკვე ვეღარ იტევს მხურვალე ცრემლებს, გული მდუმარედ, მიყუჟული, კუთხეში გდია... ეს სინანული დაემსგავსა უგემურ ტყემლებს და დაავიწყდა, რომ ცოცხალიც შესაცოდია...