 | ავტორი: ნეკერა ჟანრი: პოეზია 10 ივნისი, 2009 |
დაგმალავ, სადღაც მიუგნებელ კუნჭულში გულის, მზეთუნახავმაც ვერ გიპოვნოს ჯადოსნურ სარკით, დაგმალავ, რადგან ნაფოფინებ ოცნებას - ჩვილზე ვერ გადავარწევ ვერასოდეს გამოთლილ აკვნით... დაგმალავ, რადგან სიყვარულიც მიქციეს ცოდვად, მონატრებაზე გრიპიანი ბავშვივით ამცრეს, დაგმალავ, რადგან ვერ ვისწავლე გულწრფელი ლოცვა, დაგმალავ, რადგან მართლა მინდა რომ გავცდე ამ წრეს - გადავირჩინო ცისარტყელას ფერები მაინც, გადავირჩინო რაც ჩემს გარეთ დარჩა და ყვავის, დაგმალავ, რადგან აცრემლებულს, ჩემს სულში, ბოღმას, მაგ სიშორიდან ვერასოდეს ვერ დაუყვავებ. დაგმალავ, თუმცა დამალული არ ნიშნავს წაშლილს, და სინამდვილეს ერთ დროს მუდამ ეხდება ფარდა, მაინც დაგმალავ, ვერ გიპოვო მე თვითონ, როცა წლებს თან გავყვები, მოგონების კაბის ამარა...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
32. დაგმალავ, თუმცა დამალული არ ნიშნავს წაშლილს, და სინამდვილეს ერთ დროს მუდამ ეხდება ფარდა, მაინც დაგმალავ, ვერ გიპოვო მე თვითონ, როცა წლებს თან გავყვები, მოგონების კაბის ამარა... +2! დიდებული პოეტი ხართ! დაგმალავ, თუმცა დამალული არ ნიშნავს წაშლილს, და სინამდვილეს ერთ დროს მუდამ ეხდება ფარდა, მაინც დაგმალავ, ვერ გიპოვო მე თვითონ, როცა წლებს თან გავყვები, მოგონების კაბის ამარა... +2! დიდებული პოეტი ხართ!
30. დაგმალავ..... უსასრულო სევდაა და მონატრება.... უსასრულოდ ლამაზია......:) :) :) დაგმალავ..... უსასრულო სევდაა და მონატრება.... უსასრულოდ ლამაზია......:) :) :)
28. ძალიან თბილია ძალიან თბილია
27. არა ბაკ, მერე? :) არა ბაკ, მერე? :)
26. ის ანეგდოტი იცი ნარკომანმა რო წამალი დამალა?:)) ის ანეგდოტი იცი ნარკომანმა რო წამალი დამალა?:))
25. კარგიაო :). კარგიაო :).
24. მაგრად მომეწონა!
5!
გაკოცე ზედმეტად ნიჭიერ შუბლზე! მაგრად მომეწონა!
5!
გაკოცე ზედმეტად ნიჭიერ შუბლზე!
23. დაგმალავ, რადგან სიყვარულიც მიქციეს ცოდვად...
არ უნდოდა გამოჩენა... :)
დაგმალავ, რადგან სიყვარულიც მიქციეს ცოდვად...
არ უნდოდა გამოჩენა... :)
22. გრიპიანი ბავშვივით ამცრეს
ეს რაღაც ვერ... ლექსი ლამაზია და 5 ჩემგან :) გრიპიანი ბავშვივით ამცრეს
ეს რაღაც ვერ... ლექსი ლამაზია და 5 ჩემგან :)
21. ბავშვებს გამოჯანმრთელებამდე არ ცრიან :) ბავშვებს გამოჯანმრთელებამდე არ ცრიან :)
20. მე ასჯერ უფრო ორიგინალურ ნეკერას ვიცნობდა მეტის შემძლეს.. იცის ნეკერამ რასაც ვგულისხმობ..თუმცა ლექსი რა თქმა უნდა გულწრფელია და ეს ძალიან მომწონს.. მე ასჯერ უფრო ორიგინალურ ნეკერას ვიცნობდა მეტის შემძლეს.. იცის ნეკერამ რასაც ვგულისხმობ..თუმცა ლექსი რა თქმა უნდა გულწრფელია და ეს ძალიან მომწონს..
19. დაგმალავ, რადგან ნაფოფინებ ოცნებას - ჩვილზე ვერ გადავარწევ ვერასოდეს გამოთლილ აკვნით...
მომეწონა ძალიან... დაგმალავ, რადგან ნაფოფინებ ოცნებას - ჩვილზე ვერ გადავარწევ ვერასოდეს გამოთლილ აკვნით...
მომეწონა ძალიან...
18. მომეწონა ! მომეწონა !
17. ესეც უქალლურესიააააა, დღეს ძალიან ლამაზი ლექსების ცვენაა ურაკზე... ესეც უქალლურესიააააა, დღეს ძალიან ლამაზი ლექსების ცვენაა ურაკზე...
16. :)) ბექააა =)) დაგემორჩილე, შავცვალე ;) :)) ბექააა =)) დაგემორჩილე, შავცვალე ;)
15. მაგ ზღაპარში ნეკერსონ, გაიძვერა, აფერისტი და მამაძაღლი ხუთკუნჭულას, მაგისი ახვარი და უმადური ძმების, ხარბი და წუწკი მეფის ( მიშასავით) და ბრიყვი და დებილი დევის გარდა, მგონი ერთი მატორიანი რაღაა და მოლაპარაკე თხა იყო. მეტი იქ, მასოვკას თუ არ ჩავთვლით არავინაა :)) :)) მაგ ზღაპარში ნეკერსონ, გაიძვერა, აფერისტი და მამაძაღლი ხუთკუნჭულას, მაგისი ახვარი და უმადური ძმების, ხარბი და წუწკი მეფის ( მიშასავით) და ბრიყვი და დებილი დევის გარდა, მგონი ერთი მატორიანი რაღაა და მოლაპარაკე თხა იყო. მეტი იქ, მასოვკას თუ არ ჩავთვლით არავინაა :)) :))
14. ქეთრინ, იქნებ დამიზუსტოთ - გამოჯანმრთელებამდე არ ცრიან?
ქეთრინ, იქნებ დამიზუსტოთ - გამოჯანმრთელებამდე არ ცრიან?
13. ოოხ ბექა, ბექა :D მოქექე სადმე მაგ ზღაპარში, იქნება ვინმე მზეთუნახავი და როგორ არ ექნება იმას ჯადოსნური სარკე? :D კაი თეთრი ცხვირსახოცი, მაგას შავცვლი :)
გრიპზეც ვიფიქრებ :) ოოხ ბექა, ბექა :D მოქექე სადმე მაგ ზღაპარში, იქნება ვინმე მზეთუნახავი და როგორ არ ექნება იმას ჯადოსნური სარკე? :D კაი თეთრი ცხვირსახოცი, მაგას შავცვლი :)
გრიპზეც ვიფიქრებ :)
11. ნეკერსონ, გრუზის რა გითხრა, მარაა... ;)
სად ხუთკუნჭულა და სად სარკე ა? :D
ნეკერსონ, გრუზის რა გითხრა, მარაა... ;)
სად ხუთკუნჭულა და სად სარკე ა? :D
10. მომეწონა, ნეკერ, ყოჩაღ :)
მშვიდობიანი დღე :)
კეთილი სურვილებით, მაჰათმა განდი. არწივი.
მომეწონა, ნეკერ, ყოჩაღ :)
მშვიდობიანი დღე :)
კეთილი სურვილებით, მაჰათმა განდი. არწივი.
9. კარგი ლექსია , მომეწონა...მგონი შინაასშია შეცდომა, გრიპი-სურდო და სურდოიან გრიპიან ბავშვებს არ სცრიან...გამოჯანმრთელებამდე :) კარგი ლექსია , მომეწონა...მგონი შინაასშია შეცდომა, გრიპი-სურდო და სურდოიან გრიპიან ბავშვებს არ სცრიან...გამოჯანმრთელებამდე :)
8. რახანც თვით ბაკოსთან ერთად გამიყვანე:)
მიყვარხარ ნინ.ძალიან:) რახანც თვით ბაკოსთან ერთად გამიყვანე:)
მიყვარხარ ნინ.ძალიან:)
7. მონატრებაზე გრიპიანი ბავშვივით ამცრეს,
მთლიანად სასწაულია, მაგრამ ამ ფრაზამ გული დამიფლითა. მონატრებაზე გრიპიანი ბავშვივით ამცრეს,
მთლიანად სასწაულია, მაგრამ ამ ფრაზამ გული დამიფლითა.
6. :) მოგიკითხე :) მოგიკითხე
5. მონატრებაზე გრიპიანი ბავშვივით ამცრეს.. ჰმ.. მონატრებაზე გრიპიანი ბავშვივით ამცრეს.. ჰმ..
4. ძალიან კარგი ლექსია, ნეკერ! არ შეიძლება, ეს თავადაც არ იცოდე! საკუთარი ლექსის ავკარგს მხოლოდ ლექსისწერის ნიჭის დეფიციტის ვირუსით დაინფიცირებულები ვერ გრძნობენ (ლწნდ-ვირუსი)...
და სინამდვილეს ერთ დროს მუდამ ეხდება ფარდა,
ძალიან კარგი ლექსია, ნეკერ! არ შეიძლება, ეს თავადაც არ იცოდე! საკუთარი ლექსის ავკარგს მხოლოდ ლექსისწერის ნიჭის დეფიციტის ვირუსით დაინფიცირებულები ვერ გრძნობენ (ლწნდ-ვირუსი)...
და სინამდვილეს ერთ დროს მუდამ ეხდება ფარდა,
3. ლამაზია! მომეწონა! ლამაზია! მომეწონა!
2. მომეწონა!.... მომეწონა!....
1. ბაკურის და ლალის კომენტარი წინასწარ ვიცი - ეს ნეკერასთვის სუსტია :D ასევე რეჟისორს ვუპასუხებ წინასწარ - არ ვიგრუზები, ბექ ;) წინა პერიოდის ლექსია, არ მინდოდა გამოჩენა, მაგრამ პაუზა გამიგრძელდა და ჯანდაბას, დავდებ... ბაკურის და ლალის კომენტარი წინასწარ ვიცი - ეს ნეკერასთვის სუსტია :D ასევე რეჟისორს ვუპასუხებ წინასწარ - არ ვიგრუზები, ბექ ;) წინა პერიოდის ლექსია, არ მინდოდა გამოჩენა, მაგრამ პაუზა გამიგრძელდა და ჯანდაბას, დავდებ...
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|