ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: კიკია
ჟანრი: პოეზია
16 მაისი, 2008


მერის

ქედანივით თვალხატულა,
იმერეთის ასულო,   
სილამაზის თაიგულო
ნაწნავ- გადანასკვულო
   
ქედანივით მოხდენილო,
შავთვალება კუნელო,
შენი ბაგე მინდა მუდამ
კოცნით გავასულელო

ქედანივით კოხტა ქალო,
ნებიერა მაცდურო,
ეგ ფიქრები ამიკინძე,
გრძნობად უნდა დავწურო.

ქედანივით მოღერილო,
შენში ვნება სადგურობს,
შენ მუხლებთან დაჩოქილი,
მერი ალერს ვნატრულობ.

ქედანს ჰგავდა ეგ კისერი
ქალო ჩემო წარსულო
უშენობას ვეღარ ვუძლებ
მწუხარის ჟამს გასულო.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები