ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: იოჰან ხევსური
ჟანრი: პოეზია
12 ივნისი, 2009


ჩვენ ორმა -
ციური ქალაქი ავაგეთ
და როცა მზე აცდა
სახლების დარაბებს,
სამხრეთის ქუჩაზე
ცა მოსძვრა კარიბჭეს
და ბებერ მიწაზე
ბავშვივით წაიქცა.

ადექი,
ხომ იცი დღეს გქვია შენ - ჩემი
ხო, ეს ცა ჩემია, ჩემია,
მარტოდენ,
გემები კიდიათ ღუზებით
წეროებს...
და ჩვენ  შერიგება
ცასავით დაგვჩემდა.

მიწიდან,
ცასვით ქალაქი ავაგეთ ,
დარაბებს ვაწერდით
სახელებს ფერადად...
ცა მოსძვრა კარიბჭეს
სამხრეთის ქუჩაზე,
და მერე მიწაზე
უბრალოდ დაიქცა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები