ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გიგა-47
ჟანრი: პოეზია
16 ივლისი, 2009


ს ო ხ უ მ ი

  ჩვენი ტკივილი დღეს სოხუმია,
  ზოგი ვერ ხვდება,ზოგმა არ იცის,
  მაგრამ ვისთვისაც ის მთავარია
  სხვა ვერ გაუგებს,როგორ განიცდის..

  ის ლამაზია და მომხიბლავი,
  მაგრამ შეიპყრეს როგორც ცხოველი...
  ჩვენ კი იმედი არ დაგვიკარგავს -
  მის დაბრუნებას ახლაც მოველით!

  ის ხომ ჩვენია,სხვა არავისი
  მიუწვდომელი და ერთადერთი,
  სამართალი ხომ არსებობს ქვეყნად,
  ჩვენც გადმოგვხედავს მოწყალე ღმერთი!

  ქართველებმა ხომ ერთობა ვიცით,
  არ ვუღალატოთ ამ ჩვეულებას!
  დრო მოვა ისევ ერთიანობის
  და ჩვენ გავმართავთ დიდ წვეულებას!!!


                                                               
                                                                  2007 წელი,მაისი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ლილიტი_ ვულოცავთ დაბადების დღეს