ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბარნომუსია
ჟანრი: პროზა
20 ივნისი, 2009


ყირამალჩიკას, რომელმაც ასფალტს დაავალა რაღაც

           

ერთი სიმღერაა, რომელზეც სულელური ზღაპრი მახსენდება. ის მხოლოდ მე მეკუთვნის! ხო, აი, ასე დავისაკუთრე და  ეგოისტი გავხდი.

მოგიყვე?არა არ მოგიყვები. მოგიყვე? არა, მაინც არ მოგიყვები.

-- და საერთოდაც რატომ უნდა მოვყვე?
-- მაშინ რაღას დაიწყე?
-- ხო, ვიცი...
-- აუუუუუუუ
-- უაააა
-- ააა
-- ოოო ამ აააა-ს ვერ ვიტან ხო იცი არა ბარნო?


ყირამალჩიკ მე კიდევ ქუჩაში მივდიოდი,  ასფალტს მივუყვებოდი და ვიცოდი, როგორ გეზიზგებოდა ეს ჩემი ააააა და მაინც...

მერე იცი ასფალტმა რა მითხრა? ყირამალამ ცუდად ვარო და რამე დამიწერეო...ის ვეღარ გავიგე ვის  უდნა დაეწერა ასფატს თუ მე, თუმცა მორიგი სისულელის შექმნა პირველმა ისევ მე  გადავწყვიტე.

ეხლა იცი, ყველაზე გამოჩერჩეტებული დროა. ხო, რა არ გჯერა?ნეტა რატომ არ გჯერა? შენ არასდროს არ გჯერა...და საერთოდაც ამ შუაღამისას რატომღაც ისევ კეტები მაცვია. აი ეგრე!

--მუსი ლექსი დავწერე და წაგაკითხო?
-- ოოოო, კაი რა, მაცადე სუნთქვა.
-- მასე ნუ მეუბნები, მწყინს (და სასაცილოდ გაბუტულ სახეს იღებ)
-- ხომ იცი, მე როგორ მიყვააააარს ეხლა ბერეტიანი ლექსები, არა შენზე კი არ ვამბობ, საერთოდ ნუ... ( და შენი სახის შემყურე, სიცილს ძლივს ვიკავებ, მერე კიდევ რაღაც მაგდაგვარს გეუბნები და ყირამალურად 61 აჩერებ)

***
-- მიდი რა
-- სად მიდიხარ მართლა?
-- არ გეტყვი, მერე დამიწყებ ბერეტიანი ხარო
-- ვაჰაჰაჰა ვიცი სადაც მირბიხარ.
აი, ამის შემდეგ კი მართლა  61-ია.

(61 ჩვენი საიდუმლოა, ამიტომ არ ვახმაურებთ…ნუ ხანდახან ვახმაურებთ, ან ძალიან ხშირადაც...ოოოო სადაცაა წამომცდება, ამიტომ ჯობია გავჩუმდე)

***
გახსოვს მე და შენ სად დავდაქალდით?


-- ვინააა ბარნაბიშვილიიი? რომელიაა? სადღაც ჩემსკენ უნდა ცხოვრობდეს...
ამას, თურმე მთელი კვირა გასძახოდი იმ დიდ ცოდნის ტაძარში, რომელსაც დღედღეზე დავტოვებთ. ხოდა რას გიყვებოდი, მე როგორც ყოველთვის ბაიბურში არ ვიყავი და ყველაფერი ,,მოსაქნევ კალოშზე” მეკიდა. შენ კიდევ გამალებული დამეძებდი.

იყო და არა იყო რა, იყო ერთი სასწაული ,,მარშუტკა” ავედი, დავჯექი და ვირაც მეტაკა:
-- უი შენ ხარ ხო ის? აუ გეძებდი...
რა ვიცი გავხედე, მეთქი ეს ვერაათქო ვინ ის ვიყავი ვერც კი გავიგე და ცალყბად რაღაც ვუპასუხე. რა ვიცოდი ყირამალჩიკ შენ რომ იყავი...ისე გახსოვს მაგ ამბის შემდეგ დითხანს არ ,,გევასბოდი”. რა უჟმურიაო, ეს რა ,,სწერვააო” ფუ რა ჯგუფელი მყავსო...

ეგეც მაგარი იყო რა... სულ მეცინება. თანაც დეგენერატიზმია არა? როდესაც მთელი დღის მანძილზე ერთად გვიწევდა დანგრეულ აუდიტორიაში ყოფნა და მაინც მართუტკაში დავდაქალდით.

ხო რა იყო? რა გაგიკვირდა? აააა საიდან გავიგე? რა ვიცი  ყველაფერი ასფალტმა მომიყვა, აი შენ რომ დაავალე იმ ასფალტმა.

ხოდა რა მინდოდა მეთქვა იცი? თავში, რომ ვახსენე აი სიმღერა თავის ზღაპრიანად უნდა გაჩუქო.


პი.ეს. სიმღერას მოუსმინე და გაგახსენდება რა ;) ეჰ სიმღერას აქ ვერ ვტვირთავ და ამიტომ ისე გამოგიზავნი ;)



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები