ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ირინკა
ჟანრი: პოეზია
21 ივნისი, 2009


  ჩამოტვირთვა

ნუღარ...

ნუღარ გადაფურცლავ ისტორიას,
წიგნად შემოდებულს თაროს თავზე,
მტვრიან სტრიქონებად ბერდებიან,
რაც კი მოგონებად გამოვრანდე.

მოკვდნენ უსინათლო იმედებიც,
ფარდებს დაუშვებენ ფანჯრებს მიღმა,
სანამ შენს არ მოსვლას ვიჯერებდი,
ყულფით მოლოდინი დაეკიდა

ხეებს და სიკვდილის სიმფონია
უკრავს ქვაბულებში დემონების,
ტუჩზე აითალე ირონია,
აღვირახსნილივით მე რომ მდევნის.

თვალში დააღამე მონატრება,
სიტყვებს შეუკარი კალაპოტი,
ჩვენში დრო ყველაფრის მოამბეა
და მეც
მხოლოდ დროსთან გღალატობდი.

უფრო შეშლილი ვარ ვიდრე ფიქრობ,
დილას არ სჩვევია დანებება,
მორჩი! ნუღარ ფურცლავ ისტორიას,
ჩემთან სადაცაა გათენდება...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები