 | ავტორი: დებორა ჟანრი: პოეზია 27 ივნისი, 2009 |
ნინო დარბაისელი
რა სახელს აფუჭებს! /მცირე მოგონება შოთა ნიშნიანიძეზე/
ეს ბატონმა შოთა ნიშნიანიძემ თავად მიამბო. მისი ნამდვილი გვარი მამაგეიშვილია. სტუდენტობისას თურმე დიდი წესიერებით არ გამოირჩეოდა და ლექტორები ხშირად აძევებდნენ აუდიტორიიდან. იყო ასეთი პროფესორი,ტრიფონ რუხაძე, კარგი კაცი და პოეზიის დიდი მოყვარული, მაგრამ ყოველ ლექციას ისიც მამაგეიშვილის გარეთ გაგდებით იწყებდა და ერთი უწიგნური ვინმეც ეგონა, მის პოეტობას ხომ როგორ წარმოიდგენდა,! ერთხელ ერთ რედაქციაში საგულდაგულოდ გამოწყობილ შოთას თავისი ლექსები აქვს მიტანილი და შემოდის ბატონი ტრიფონი. შოთა, რაღაც, ცუდის მოლოდინშია ,მაგრამ არა! რედაქტორმა,/ვინაობა აღარ მახსოვს/, სტუმარს წარუდგინა უკვე ცნობილი ახალგაზრდა პოეტი შოთა ნიშნიანიძე და ორიოდე ლექსიც წააკითხა. უყურებს ბატონი ტრიფონი ,უყურებს და ეუბნება: - ვერ წარმოიდგენთ, ბატონო შოთა, როგორ გავხართ ერთ ჩემს სტუდენტს, სახელიც რომ ერთი გქვიათ!..არა, იმას როგორ შეგადრით, მაგრამ, ძალიან გავხართ, ძალიან. მეორე დღეს პროფესორი ლექციაზე შედის, ჩვეულებისამებრ, მამაგეიშვილს გარეთ აგდებს და დანანებით მიაყოლებს: -რა კაცს გავხარ, რომ იცოდე, რა კაცს ...
იმ დროიდან ასეთი ურთიერთობა დამყარდა: თუ ტრიფონ რუხაძე მწერალთა კავშირის ან რედაქციების სიახლოვეს დაინახავდა შოთას , /ეს ყველაფერი კი ძირითადად ლენინის მოედნის მიდამოებში იყო თავმოყრილი,/'' ბატონო შოთათი'' მიმართავდა და პოეზიასა და ლიტერატურაზე ხანგრძლივად ესაუბრებოდა, აღფრთოვანებას გამოხატავდა მისი ლექსებით.მელიქიშვილიდან დაწყებული, ვაკის სტუდქალაქის მიდამოებამდე ,უბრალოდ, სალამზე პასუხობდა.
საქმე მაშინ რთულდებოდა,თუ რუსთაველზე ხვდებოდნენ: -რა ვქნა ახლა, რომელი ბრძანდებით, ბატონი შოთა ნიშნიანიძე თუ ის, მეორე ..... რა ქვია?... -ნიშნიანიძე ვარ,ბატონო ტრიფონ! - პასუხობდა პოეტი და დიდხანს საუბრობენ პოეზიასა და ლიტერატურაზე. თუ შოთას სადმე ეჩქარებოდა ან სასაუბროდ არ იყო განწყობილი, მოკლედ მიუგებდა: :-მე ''ის'' ვარ,ბატონო ტრიფონ, '' მეორე''. პროფესორი თავს გულდაწყვეტით გაიქნევდა : - რა კაცს გავს და რა სახელს აფუჭებს ! წაკითხული კი არა,გაგონილიც არ ექნება მისი ლექსები. საქმეა ახლა ეს? და გზას განაგრძობდა .
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
26. შოთა ნიშნიანიძის იუმორი :) რა შესანიშნავი რამე იყო. :) შოთა ნიშნიანიძის იუმორი :) რა შესანიშნავი რამე იყო. :)
25. ოი, რა კარგია! :) ოი, რა კარგია! :)
24. მშვენიერი მოგონებაა, ნინო, ბატონ შოთას მეც ვიცნობდი, ჩემი მეორე წიგნის რედაქტორი იყო, არაჩვეულებრივ ადამიანად ვიგონებ... მშვენიერი მოგონებაა, ნინო, ბატონ შოთას მეც ვიცნობდი, ჩემი მეორე წიგნის რედაქტორი იყო, არაჩვეულებრივ ადამიანად ვიგონებ...
23. მშვენიერია!!!! მშვენიერია!!!!
22. მაგარი ისტორიაა... :) :) :) მაგარი ისტორიაა... :) :) :)
20. ძალიან კარგი ისტორიების მოყოლა გცოდნიათ ქალბატონო დებორა 555 ძალიან კარგი ისტორიების მოყოლა გცოდნიათ ქალბატონო დებორა 555
19. გაიხარეთ,ბატონო იმედი! შესანიშნავი იდეაა! გაიხარეთ,ბატონო იმედი! შესანიშნავი იდეაა!
18. მოგესალმები, ნინო! დიდებული საქმე გააკეთე ამ მოგონების გამოქვეყნებით! ბატონ შოთაზე მეც მაქვს მოსაგონარი და მალე აუცილებლად გავაკეთებ ამას. მინდა ფორუმზე ,,ხსოვნის წიგნი"-ს რუბრიკა გავხსნათ და იქ დავდოთ ყველამ ჩვენს უდროოდ წასულ კოლეგებზე მოგონებები და მიძღვნები. ტექსტს დღესვე გავამზადებ და გაგაცნობ. რამდენიმე მეგობარს გუშინ ველაპარაკე ამაზე. ერთად მივმართოთ ადმინს და არა მგონია უარი გვითხრან. წლის ბოლოს წიგნად გამოვცეთ და ყოველწლიური ალმანახი გავაკეთოთ... ჩვენზე უკეთ ვინ მოიგონებს მათ?!. დროებით! კიდევ ერთხელ მადლობა! ბატონი შოთას დიდი წვლილია იმაში, რომ ჩემს შვილებს საკუთარი ჭერი აქვთ 1982 წლიდან... ნათელში მისი დიდი სული! მოგესალმები, ნინო! დიდებული საქმე გააკეთე ამ მოგონების გამოქვეყნებით! ბატონ შოთაზე მეც მაქვს მოსაგონარი და მალე აუცილებლად გავაკეთებ ამას. მინდა ფორუმზე ,,ხსოვნის წიგნი"-ს რუბრიკა გავხსნათ და იქ დავდოთ ყველამ ჩვენს უდროოდ წასულ კოლეგებზე მოგონებები და მიძღვნები. ტექსტს დღესვე გავამზადებ და გაგაცნობ. რამდენიმე მეგობარს გუშინ ველაპარაკე ამაზე. ერთად მივმართოთ ადმინს და არა მგონია უარი გვითხრან. წლის ბოლოს წიგნად გამოვცეთ და ყოველწლიური ალმანახი გავაკეთოთ... ჩვენზე უკეთ ვინ მოიგონებს მათ?!. დროებით! კიდევ ერთხელ მადლობა! ბატონი შოთას დიდი წვლილია იმაში, რომ ჩემს შვილებს საკუთარი ჭერი აქვთ 1982 წლიდან... ნათელში მისი დიდი სული!
15. :)) გაიმეცინა :)) :)) გაიმეცინა :))
14. ...გაიხარე დებორა... დიდი სიამოვნებით წავიკითხე :) ...გაიხარე დებორა... დიდი სიამოვნებით წავიკითხე :)
13. =))
კაი ისტორიაა :D
პატივისცემით, განდი. არწივი.
=))
კაი ისტორიაა :D
პატივისცემით, განდი. არწივი.
12. -რა კაცს გავხარ, რომ იცოდე, რა კაცს ...
კარგი იყო...გამამხიარულა ცოტა.... :) -რა კაცს გავხარ, რომ იცოდე, რა კაცს ...
კარგი იყო...გამამხიარულა ცოტა.... :)
9. სახალისოა ძალიან.კარგი იყო... სახალისოა ძალიან.კარგი იყო...
8. მართლა ვიხალისე :D შოთას ლექსები ძალიან მიყვარს. მართლა ვიხალისე :D შოთას ლექსები ძალიან მიყვარს.
7. კარგი ისტორიაა :) არც მე არ ვიცოდი, ან საიდან უნდა მცოდნოდა :) კარგი ისტორიაა :) არც მე არ ვიცოდი, ან საიდან უნდა მცოდნოდა :)
6. საინტერესო ისტორიაა. ჟანრი შესაცვლელია. ფოტოზე მშვენივრად გამოიყურებით. საინტერესო ისტორიაა. ჟანრი შესაცვლელია. ფოტოზე მშვენივრად გამოიყურებით.
5. მააგარიაა!!!! =)) მააგარიაა!!!! =))
4. ხო. ნამდვილად არ იცოდი ეს ისოტრია :)
ხო. ნამდვილად არ იცოდი ეს ისოტრია :)
3. ააააააა რა მაგარი ამბავიააააააააა :D ლოოოოოოოოოოოოლ 5555555555555555555 ააააააა რა მაგარი ამბავიააააააააა :D ლოოოოოოოოოოოოლ 5555555555555555555
2. საინტერესოა :D
ასე უნდა აბააა :)) საინტერესოა :D
ასე უნდა აბააა :))
1. ვაუ ნიშნიანიძე მაგარია და ეგ ისტორია არ ვიცოდიიიიიიიიიიი :)) ვაუ ნიშნიანიძე მაგარია და ეგ ისტორია არ ვიცოდიიიიიიიიიიი :))
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|