ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თეა თაბაგარი
ჟანრი: პოეზია
9 აპრილი, 2008


9.04.

ხანდახან ისე ახლოსაა ტყვიების სუნი,
ჭადრების ფოთლებს ცახცახი აქვთ შემოჩენილი,
დგანან ნაღები შენობები იგივე ზღურბლით,
მკერდზეიარებშემორჩენილი.

შემცბარ ხეივნებს მიუყვება აპრილის ღამე,
ქარი გაზაფხულს უნებართვოდ აწამებს ისევ,
დაღლილი მზერის ზეაღპყრობით უფსკერო ცაზე
ვეძებ დროისგან გამორჩეულ გულად ვარსკვლავებს.

მერე კვლავ კალმით გამოვხატავ გაქცევის სურვილს,
ეკვრიან ფურცელს დაბნეული ლექსმეგობრები,
ხანდახან ისე ახლოსაა ტყვიების სუნი,
ლამის მშლის შიში იმ წუთების განმეორების.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები