ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ელი
ჟანრი: პროზა
30 ივნისი, 2009


მინდო

მინდო,იცი,ოდესღაც,წინა ცხოვრებაში მე მზე ვიყავი?!
მზე ვიყავი,
ცა მიყვარდა,
ქარი მიყვარდა,
მთვარე მიყვარდა...
და შენ,
და შენ მიყვარდი.
ახლა კი...
ახლა,როცა მოკვდავს,ადამიანს,ოცდაერთმა ხელი დამრია,
როცა გიპოვე და მაშინებს შენი დაკარგვა,
შენი დანახვა ხან მატირებს,ხან მიხარია...
მალე დამტოვებ,
ან დაგტოვებ...
ჯერ არ ვიცი რა დარჩება შენს შემდეგ ჩემში,
ან რას დავარქმევ მონატრებას შენი თვალების...
ერთი იცოდე-
რომ მიყვარდი

მიყვარხარ და უსასრულოდ შენ მეყვარები.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები