ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ინია ინია
ჟანრი: პოეზია
1 ივლისი, 2009


გუბე

თითქმის ყოველ დილით როცა ვიღვიძებ
მე ვპოულობ შენს დატოვებულ სველ წერილებს
ჩემს ფანჯარაზე,
და კითხვის დროს ასოებს მიქრობ...
მეც ჩემს ხერხემალს დასვენებული
ცას ვუერთებ ჩემს თვალებს..
და ვცდილობ გამოვიცნო რა დამიწერე...
ან რატომ გამიქრე ასოები შუაკითხვისას,
ან რატომ მიყურებ როცა მძინავს,
ან რატომ მოცოცავ ჩემს თითებზე...
იცი მე ვეღარ ვტირი,
იმიტო რო შენ გაჩუქე ჩემი  წვეთები,
რომელიც შენ მერე გუბეში ჩაგრჩა..
და მერე მას ამ გუბეში მარტოობა ჩაეხრჩო..
და მეც აღარ მომინდა მესუნთქა...
მაგრამ მე,სუ ერთი ბეწოთი მეტი ჰაერი გადამცდა
და აღარ დაირღვა უნებლიე რიტმი...
ალბათ ხვალ დილით როცა ისევ
ამ რიტმის სიჩქარე მაიძულებს
ჩემი ცასშეზრდილი თვალების გახელას...
სველი წერტილების ნაცვლად
მტვრიან ხაზებს დავინახავ
და ამ ხაზებს შორის წავიკითხავ რომ გიყვარვარ
და რომ ისევ მოხვალ...
და მე ზუსტად ვიცი რომ
შენ არ იტყუები...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები