ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: იოჰან ხევსური
ჟანრი: პოეზია
20 მაისი, 2008


ასორტი

ყოველი დილით, ჩემი აივნიდან
ვუყურებ მეზობელს, ნერვიულად რომ დააბიჯებს.

სადღაც საქანელა ბრუნავს,
იტალიურ ეზოში კი ნოსტალგიური ჰანგები ისმის
ომს გადარჩენილი გრამაფონიდან,
მგონი ბახია, იოჰან.

სივრცე მოკლე სიტყვებით იჟღინთება,
რომელსაც ტონად
შენი ტუჩის კიდეებზე შეპარული ვნება გასდევს.

ქალაქში აქლემების უჩვეულო სიმრავლეა,
თუმცა ზოოპარკში მათი რაოდენობა უცვლელია
და არც რომელიმე აფრიკულ ქალაქად ქცეულა,
თუმცა ვინ იცის.

ნერვიულობს ჰანსი -
რთულია ალბათ გიჟებთან მუშაობა.

საქანელაზე ჩემი შვილი ზის,
ცოლი იქვე დგას და ნერვიულად
აფრთხილებს ხელი კარგად მოჰკიდოს.

მეზობლებს ახალი თემა აქვთ -
ჰანსის სავარაუდო სიგიჟე.
ჭორები სართულიდან სართულზე
უკიბოდ დადიან.

ბოლოს ჩემთვისაც მოიცლი
და იგივე მოკლე სიტყვებით,
ვნებიან ღამეს მპირდები
თუკი ბავშვს დედაშენთან დავტოვებთ.

დილაობით აივანზე მიყვარს გამოსვლა -
ასეთი ღამეების შემდეგ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები