| ავტორი: khergo ჟანრი: პოეზია 7 ივლისი, 2009 |
მდელოდან მოსჩქეფს, ანკარა წყარო, ყინულზე ცივი და საოცარი, ჯერ არ დამლიო, პატარა ვარო, მალე გავხდები გასაოცარი...
ტრამალებს მშვიდად მიუყვებოდა, წვიმის წვეთები ეხმარებოდა, ჩანაფიქრს ვერვინ მიუხვდებოდა, იდუმალება შეჰყვარებოდა...
პატარა წყარო, ნელა, თანდათან, იზრდებოდა და ფართოვდებოდა, დაფიქრდებოდა ისიც ხანდახან, როცა კლდის კიდე ახლოვდებოდა...
გადალახავდა მასაც მშვიდობით, გაივაკებდა, გაილაღებდა, შეუდგებოდა მეტი ცქვიტობით და მეტისმეტად გაიხარებდა...
თუმცა კი გრძნობდა, მისი ხალისი, არ იქნებოდა ესოდენ დიდი და დასასრული შესაბამისი ზღვა იქნებოდა ტიალი, ფლიდი...
და ისიც როგორც ყველა პატარა, მის დიდი ტალღებში დაინთქმებოდა, ისევ სპეტაკი, ისევ ანკარა აღარასოდეს არ იქნებოდა...
აღარ იცოდა წყარომ რა ექნა, დაიწყო ლოცვა, ღმერთს სთხოვა შველა, იცოდა მხოლოდ რომ ღმერთმა შექმნა და ისევ მასვე სთხოვდა ეშველა...
გამოეღვიძა ღრუბლებიდან მზეს, ისე ჩამოცხა მიჭირს გამოთქმა, ვეღარ გაუძლო წყარომ ამ სიცხეს და წამიერად, უცებ აორთქლდა...
არავინ იცის სად გაქრა წყარო, მაგრამ ყოველთვის წვიმის წვეთები, მეუბნებიან ის წყარო ვარო, ზღვას, რომ ებრძოდა თავგამეტებით...
გიორგი ხერგიანი
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
19. მაგვართხარი?! გენაცვალე!!! :*:*:* მაგვართხარი?! გენაცვალე!!! :*:*:*
18. ეხ, ახლა ყველაფერი არსებობს ;)
ხოჩა ლადეღ აბა :) ეხ, ახლა ყველაფერი არსებობს ;)
ხოჩა ლადეღ აბა :)
17. ვაა საღოლ ზმა...ფინალი იმენნა მაგარია... ვაა საღოლ ზმა...ფინალი იმენნა მაგარია...
16. სვანი, მესტიაში მაქვს სოფელი, სხვადაური ხერგიანები არც არსებობენ :)) სვანი, მესტიაში მაქვს სოფელი, სხვადაური ხერგიანები არც არსებობენ :))
15. სადაური ხერგიანი ხარ? :) სადაური ხერგიანი ხარ? :)
14. მადლობა გამხნებვებისთვის ნინო მადლობა გამხნებვებისთვის ნინო
13. გლობალიზაცია - საინტერესო თემას ეხები, კარგია ახალგაზდას რომ გაწუხებს ეს პრობლემა ........... ქალბატონ თამარს მადლობა ყველაზე რომ ზრუნავს.......მარტო შენ კი არ გაქვს შეცდომები , ჩემი და სხვისი ნახე შენ, ამიტომ გულს ნუ გაიტეხ..........:) წარმატებას გისურვებ!!!!! გლობალიზაცია - საინტერესო თემას ეხები, კარგია ახალგაზდას რომ გაწუხებს ეს პრობლემა ........... ქალბატონ თამარს მადლობა ყველაზე რომ ზრუნავს.......მარტო შენ კი არ გაქვს შეცდომები , ჩემი და სხვისი ნახე შენ, ამიტომ გულს ნუ გაიტეხ..........:) წარმატებას გისურვებ!!!!!
12. წყაროზე ლექსები მიყვარს...ცოტა უფრო უკეთესად... წყაროზე ლექსები მიყვარს...ცოტა უფრო უკეთესად...
11. რისი თქმაც გინდოდა, კარგია. მომავალში ეცადე, უკეთესად გამოთქვა. კარგი ბიჭი ჩანხარ და წარმატებებს გისურვებ რისი თქმაც გინდოდა, კარგია. მომავალში ეცადე, უკეთესად გამოთქვა. კარგი ბიჭი ჩანხარ და წარმატებებს გისურვებ
9. არა, რატომ უნდა მეწყინოს თამარ? პირიქით მადლობელი ვარ... მე 18 წლის ვარ და შენ გაცილებით დიდი, ასე რომ.... ;) არა, რატომ უნდა მეწყინოს თამარ? პირიქით მადლობელი ვარ... მე 18 წლის ვარ და შენ გაცილებით დიდი, ასე რომ.... ;)
8. წარმატებები ხერგო ! უკეთესების მოლოდინში :) წარმატებები ხერგო ! უკეთესების მოლოდინში :)
7. პუნქტუაციაც საშინელ დღეშია... მხოლოდ ერთ სტროფს გავასწორებ და მიხვდები შეცდომებს...
არის: არავინ იცის სად გაქრა წყარო, მაგრამ ყოველთვის წვიმის წვეთები, მეუბნებიან ის წყარო ვარო, ზღვას, რომ ებრძოდა თავგამეტებით...
უნდა იყოს: არავინ იცის, სად გაქრა წყარო, მაგრამ, ყოველთვის, წვიმის წვეთები მეუბნებიან, ის წყარო ვარო, ზღვას რომ ებრძოდა თავგამეტებით...
არ გეწყინოს, გიორგი... ვიღაცამ ხომ უნდა გითხრას სიმართლე? პუნქტუაციაც საშინელ დღეშია... მხოლოდ ერთ სტროფს გავასწორებ და მიხვდები შეცდომებს...
არის: არავინ იცის სად გაქრა წყარო, მაგრამ ყოველთვის წვიმის წვეთები, მეუბნებიან ის წყარო ვარო, ზღვას, რომ ებრძოდა თავგამეტებით...
უნდა იყოს: არავინ იცის, სად გაქრა წყარო, მაგრამ, ყოველთვის, წვიმის წვეთები მეუბნებიან, ის წყარო ვარო, ზღვას რომ ებრძოდა თავგამეტებით...
არ გეწყინოს, გიორგი... ვიღაცამ ხომ უნდა გითხრას სიმართლე?
6. ხო, რავიცი :) ისე თბილი ლექსია :) ხო, რავიცი :) ისე თბილი ლექსია :)
5. უსუსტესი რითმებია... გიორგი, ეცადე, არასოდეს გარითმო ისეთი სიტყვები, რომელთაც ერთი და იგივე კითხვა დაესმის.
საოცარი... - გასაოცარი...
მიუყვებოდა, ეხმარებოდა, მიუხვდებოდა, შეჰყვარებოდა... იზრდებოდა ფართოვდებოდა, დაფიქრდებოდა ახლოვდებოდა... დაინთქმებოდა
შველა...- ეშველა...
"აღარასოდეს არ იქნებოდა"... -------> ეს ცალკე საუბრის თემაა, - ქართულ ენას "არ უყვარს" ორმაგი უარყოფა... "აღარასოდეს" უკვე ნიშნავს, რომ "არ იქნებოდა"... ანუ, აქ უბნდა იყოს "აღარასოდეს იქნებოდა"
გავაგრძელო? არ ღირს!
ამ ჯერზე - არ გაფასებ... ეცადე, უკეთესად დაწერო! :) უსუსტესი რითმებია... გიორგი, ეცადე, არასოდეს გარითმო ისეთი სიტყვები, რომელთაც ერთი და იგივე კითხვა დაესმის.
საოცარი... - გასაოცარი...
მიუყვებოდა, ეხმარებოდა, მიუხვდებოდა, შეჰყვარებოდა... იზრდებოდა ფართოვდებოდა, დაფიქრდებოდა ახლოვდებოდა... დაინთქმებოდა
შველა...- ეშველა...
"აღარასოდეს არ იქნებოდა"... -------> ეს ცალკე საუბრის თემაა, - ქართულ ენას "არ უყვარს" ორმაგი უარყოფა... "აღარასოდეს" უკვე ნიშნავს, რომ "არ იქნებოდა"... ანუ, აქ უბნდა იყოს "აღარასოდეს იქნებოდა"
გავაგრძელო? არ ღირს!
ამ ჯერზე - არ გაფასებ... ეცადე, უკეთესად დაწერო! :)
4. შეიძლება... :)) ბოლოში მგონი მართლაც ზედმეტია :) შეიძლება... :)) ბოლოში მგონი მართლაც ზედმეტია :)
3. შეიძლება... :)) ბოლოში მგონი მართლაც ზედმეტია :) შეიძლება... :)) ბოლოში მგონი მართლაც ზედმეტია :)
2. ვეთანხმები თეას ვეთანხმები თეას
1. პირველ და ბოლო ბწარში მძიმეები ზედმეტია. ისე, ლამაზია. ბავშვური...:)
პირველ და ბოლო ბწარში მძიმეები ზედმეტია. ისე, ლამაზია. ბავშვური...:)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|