ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: GAGA
ჟანრი: პოეზია
9 ივლისი, 2009


არავის

როგორც მთვარეს აედევნოს აჩრდილები ღამისა
ისე მე მაქვს ადევნილი ტრფობა ზღვისფერ თვალისა..,
ქარი ზღაპარს მიმოაფრენს ალვადქმნილი ტანისას
ნაპირები აირეკლავს აჩრდილს ლამაზ ქალისას.,
დაისს სხივი ეკარგება შენს ნატვრაში მკრთალდება
იკარგება ბნელ ტალღებში ვარსკვლავების ნათება..
ვისი ფიქრი რას შესწვდება ჩაფიქრდება მდუმარედ
განა ყველა ხელს შეახებს შენს ღაწვებზე დალალებს...
                                                                            (2009)გაგა გოგოლაძე

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები